
Dota 2-თან დაკავშირებული ყველა კითხვა დასვით აქ.
ასევე არამარტო კითხვები, ვისაუბროთ და გავუზიაროთ აზრები ერთამნეთს დოტას შესახებ

პირველ რიგში დავიწყებ FAQ-ით
რა არის Dota 2?Dota წარმოადგენს მომხმარებლის მიერ შექმნილ Warcraft III-ის მოდიფიკაციას, რომელიც გადაიქცა მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ონლაინ თამაშად. Dota 2 წარმოადგენს Valve-ის ტრადიციის შედეგს,როგორც უამრავი სხვა თამაშის შემთხვევაში:Counter-Strike,Day of Defeat,Team Fortress,Portal და Alien Swarm, Valve-მა ამ შემთხვევაშიც აიყვანა მოდიფიკაციის შემქმნელი დეველოპერების ჯგუფი და მისცა იდეის სრულყოფილად რეალიზების შანსი Valve-ის პროფესიონალი დეველოპერების და მხატვრების გუნდის დამხარებით.
არის თუ არა Dota 2 უფასო?დოტა 2 ამჟამად იმყოფება დახურული ბეტა ტესტირების რეჟიმში, რელიზის შემდეგ კი სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის.
მინდა თამაშის დაწყება, როგორ დავიწყო?თამაში შეგიძლიათ მხოლოდ
Steam-ის საშუალებით.ამჟამად სათამაშოდ ერთადერთ გზას ბეტა ინვაითი (იგივე key, გასაღები) წარმოადგენს. მოსაწვევის მისაღებად უნდა გააკეთოთ
განაცხადი ბეტა ტესტირებაზე.
მაქვს key,როგორ გადმოვწერო Dota 2?შევდივართ Steam >>> Games >>> Activate Product on Steam
ან
Steam >>> ADD A GAME >>> Activate Product on Steam
შემდეგ შეგყავთ გასაღები და თამაში გამოჩნდება Library-ში, რომლის შემდეგაც შეგეძლებათ გადმოწერა.
აღმოვაჩინე ბაგი, სად დავარეპორტო?dev.dota2.com.
როგორ გავააქტიურო თამაშში კონსოლი?Steam-ის ბიბლიოთეკაში(Library), თამაშის გამშვებზე მარჯვენა კლიკი >>> Properties >>> Set Launch Options და ჩაწერეთ "-console" ბრჭყალების გარეშე
კონსოლის ბრძანებების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
როგორ მოვაშორო თამაშს ჩართვისას Valve-ს ვიდეორგოლი (intro)?Steam-ის ბიბლიოთეკაში(Library), თამაშის გამშვებზე მარჯვენა კლიკი >>> Properties >>> Set Launch Options და ჩაწერეთ "-novid" ბრჭყალების გარეშე.
როგორ დავაყენო არასტანდარტული ეკრანის გაფართოება, რომელიც არ არის options-ში?Steam-ის ბიბლიოთეკაში(Library), თამაშის გამშვებზე მარჯვენა კლიკი >>> Properties >>> Set Launch Options და ჩაწერეთ "-w XXXX -h XXXX"
თავისთავად ბრჭყალების გარეშე და XXXX-ების მაგივრად შესაბამისად ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაფართოებები.
როგორ გავუშვა Dota 2 მაღალი პრიორიტეტით?Steam-ის ბიბლიოთეკაში(Library), თამაშის გამშვებზე მარჯვენა კლიკი >>> Properties >>> Set Launch Options და ჩაწერეთ "-high" ბრჭყალების გარეშე.
როგორ გავანულო (დავადეფოლტო) ყველა პარამეტრები?Steam-ის ბიბლიოთეკაში(Library), თამაშის გამშვებზე მარჯვენა კლიკი >>> Properties >>> Set Launch Options და ჩაწერეთ "-autoconfig" ბრჭყალების გარეშე.ამ პარამეტრით თამაშის ჩართვისას ყველა ოპცია default-ზე დგება. სასურველი პარამეტრების დაყენების შემდეგ თამაშის ხელმეორედ ჩართვამდე გამშვებზე მოშალეთ -autoconfig.
კონსოლის გარდა არსებობს სხვა გზა პარამეტრების (ბრძანებების) შესაცვლელად?არსებობს. ამისთვის საჭიროა შევქმნათ კონფიგურაციის ფაილი
autoexec.cfg (შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩემი cfg და დაარედაქტიროთ სურვილისამებრ), რომლის შექმნაც შესაძლებელია ნებისმიერი ტექსტური რედაქტორით (მაგ: notepad). autoexec.cfg რეალურად წარმოადგენს კონფიგურაციის ფაილს, რომელიც ინახავს ცვლად პარამეტრებს და თამაშის ყოველი ჩართვისას არ მოგიწევთ პარამეტრების ხელით გაწერა კონსოლში. ანუ თამაშის გაშვებისას ამ ფაილში არსებული
ბრძანებები ავტომატურად აქტიურდება. კონფიგურაციის ფაილი უნდა მოათავსოთ შემდეგ მისამართზე
\Steam\steamapps\common\dota 2 beta\dota\cfg.
როგორ გავზარდო მინირუკაზე მოთამაშეთა ნიშნულების ზომა?კონსოლში ან autoexec.cfg-ში ჩაწერეთ>>> dota_minimap_hero_size XXXX.
XXXX-ების მაგივრად დაწერეთ სასურველი ზომა.დეფოლტად აყენია 600
(ჩემს კონფიგურაციის ფაილში 850-ზე მიყენია).

სურათზე 1000 აყენია
როგორ გავაკეთო რომ გმირის სიცოცხლის შემცირება გამოჩნდეს მომენტალურად და არა დაყოვნებით?კონსოლში ან autoexec.cfg-ში ჩაწერეთ:
dota_health_hurt_decay_time_max 0
dota_health_hurt_decay_time_min 0
dota_health_hurt_delay 0
dota_pain_decay 0
dota_pain_factor 0
dota_pain_multiplier 0
შეიძლება თუ არა საკუთარი APM-ის გაგება?კონსოლში აკრიბეთ >>> dota_apm
შეიძლება თუ არა აქტიური სკილის დიაპაზონის დანახვა, როცა კურსორი მიმართულია მიწაზე/მოწინააღმდეგეზე?შეიძლება.კონსოლში ან autoexec.cfg-ში ვწერთ >>> dota_disable_range_finder 0

სურათზე ჩანს წითელი და მწვანე ხაზი.წითელი აღნიშნავს რომ არასაკმარისი მანძილია სკილის გამოყენებისთვის,მწვანე - რომ საკმარისია.
დასაწყისისთვის გეყოფათ. იმედია სტარიკებმაც აღმოაჩინეთ რამე გამოსადეგი.
ბეტა ტესტირება მალე დასრულდება და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ თამაშის რელიზს
ეს წინა თემის
ლინკისაინტერესო საიტები:
JoinDota.com dota2wiki dotacinemaდალშე თქვენ დაამატეთ რაც რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა
2 საათი ვწერდი მეპატიება
This post has been edited by RexxaR on 2 Nov 2012, 21:17