მოკლედ, თუ გაინტერესებთ რა ხდება, გაეცანით ჩემი ბლოგის ჩანაწერს:
Minecraft + ქართული შრიფტის შეცვლასიახლის არსი იმაშია, რომ BetterFonts მოდიფიკაციით შესაძლებელია ქართული შრიფტის გამოსახულების გაუმჯობესება!
პატარა შედარება:
ინსტრუქცია: 1. ვიწერთ არქივს მოცემული
მოდიფიკაციისა 1.4.7 ვერსიისთვის 2. აყენებთ როგორც ჩვეულებრივ მოდს: არქივში მყოფ ფაილებს ჩავდებთ .minecraft/bin/minecraft.jar ფაილში და წავშლით იქვე მყოფ META-INF საქაღალდეს
3. ვიწერთ ინტერნეტიდან Dejavu შრიფტის (ის უფასოა) ბოლო ვერსიას მათი გვერდიდან:
http://dejavu-fonts.org/ 4. ვაყენებთ შრიფტს როგორც სჩვევია თქვენი საოპერაციო სისტემისთვის. თუ გაგიჭირდათ, ეწვიეთ საიტს: fonts.ge
5. ვიწერთ ფაილს
BetterFonts.cfg და ვაკოპირებთ მას .minecraft/config/ საქაღალდეში
6. ვრთავთ თამაშს და ვტკბებით

7. მუშაობს ორივე Linux და Windows-ში
პ.ს.(ჩემს ბლოგის ჩანაწერში დეტალურად ახსნილია როგორც შეცვალოთ შრიფტი, მისი ზომა, დაგლუვება და ა.შ.)