mike2505
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 188487
რეგისტრ.: 7-July 14
|
#41739272 · 24 Jul 2014, 08:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Minecraft (ქართ. მაღაროს ხელობა ან მაღაროს საქმიანობა) — კომპიუტერული თამაში, რომელშიც ყველაფერი აწყობილია ბლოკებისგან (კუბებისგან) და ამ ბლოკებზე ზემოქმედებს მოთამაშე. თამაში შეიძლება როგორც პირველ პირით ასევე მესამეთი. თამაშს არა აქვს მიზანი და წესები, თამაშში მოთამაშეს შეეძლება შექმნას ისეთი სამყარო როგორიც მოუნდება, ბლოკების დადება-დამსხვრევით, აირჩიოთ თამაშის სასურველი სტრატეგია, ააშენოს ფერმა, მაღარო და ასე შემდეგ. თამაშს ასევე აქვს ქსელური (მრავალმომხმარებლიანი) რეჟიმი, სადაც შეიძლება სხვებთან ერთად თამაში (ასევე ხელმისაწვდომია LAN თამაში), ოფიციალური საიტიდან[1] (ან თუნდაც სხვა საიტიდან) გადმოწერილი პროგრამით შესაძლებელია საკუთარი სერვერის გაშვება. Minecraft შექმნა შვედმა პროგრამისტმა მარკუს პერსონმა, Mojang AB-ის დამფუძნებელმა, თუმცა ასევე აქტიურად იმუშავეს კომპანიის სხვა წევრებმაც (ამ მომენტისათვის მარკუს პერსონი აღარ მუშაობს ამ თამაშზე, თუმცა განახლებების გამოშვებას განაგრძობს კომპანიის წევრი Jens Bergensten-ი). თამაშმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან: IGN-9.0/10, Game informer-9.25/10, GameSpot-8.5/10.[2][3] Minecraft-ი იყიდა 5 მილიონზე მეტ მოთამაშემ[4]. 2012 წელს Minecraft გამოვიდა Xbox 360-ის Kinect-ზე [5][6] გამოსულია Xbox Marketplace-ს ავატარის ნივთები[7]. ამ თამაშში არის 56 ენა მათ შორის ქართულიც.
თამაშის პროცესი [რედაქტირება]
ბლოკების სია (1.0.0, მოძველებული) არსებობს ორი სათამაშო ვარიანტი (თამაშის ვერსია), ესენია: ჩვეულებრივი და კლასიკური, ჩვეულებრივი არის გაუმჯობრსებული კლასიკური ვარიანტი მაგრამ ჩვეულებრივი არის ფასიანი. აქ არის დამატებული შემოქმედებითი რეჟიმი, არის შეუზღუდავი რესურსები (ამ შემთხვევაში ბლოკები და ნივთები) და მოთამაშე არ კვდება (გამონაკლისი იმ შემთხვევაში თუ სიცარელეში ჩავარდება), თუმცა გადარჩენის რეჟიმი უფრო განვითარებულია. ჩვეულებრივი ვერსია ღირს 19.95 ევრო[8], თამაში არაა განთავსებული სტიმზე (Steam). კლასიკური რეჟიმის თამაში ხდება პირდაპირ ბრაუზერში, აქ სიკვდილი შეუძლებელია და კუბიკებიც შეზღუდული არაა. მობები (იხილეთ ქვემოთ) არაა, შეიარაღება (მაგალითად აბჯარი და ხმალი) არაა, მწინააღმდეგობა არაა (ბლოკი მომენტალურად ტყდება) და კიდევ ბევრი ფუნქცია არაა. თამაშს აქვს გრაფიკის ორი სახეობა: ლამაზი, და სწრაფი (სწრაფში გრაფიკა შედარებით ულამაზო ხდება, თუმცა კომპიუტერი ნაკლებად იტვირთება). თამაშისთვის დრო-და-დრო გამოდის განახლებები რომლებშიც ჩნდება ახალი ფუნქციები, მაგალითად 1.2.4 ვერსიიდან შემოვიდა განვითარებული ჩატის სისტება, ახალი ფიცრის და ქვიშაქვის ბლოკები და სხვა[9]. გადარჩენა [რედაქტირება] გადარჩენის რეჟიმში, მოთამაშეს აქვს სიცოცხლე რომელიც ეცლება სხვადასხვა დაზიანებების დროს: დავარდნის, მონსტრების დარტყმის, მოწამლვის, ალის მოდების და სხვა დაზიანებების დროს, სიკვდილის დროს ყველა ნივთი იყრება სიკვდილის ადგილას, მოთამაშე კი ჩნდება თავდაპირველი გაჩენის ადგლიას (ან სახლში, თუ აქვს). ასევე მოთამაშეს აქვს შიმშილის "გრაფა" რომელიც დროთა განმავლობაში იცლება (სისწრაფე გააჩნია პერსონაჟის აქტიურობას), ის შეიძლება აღდგეს კვებით (თევზის, ვაშლის, ძროხის უმი/შემწვარი ხორცის და სხვა საკვების მიღებისას), შიმშილის გრაფის ამოწურვის შემთხვევაში მოთამაშეს დაეწევა სიცოცხლე მინიმუმამდე (თუმცა არ მოკვდება), როდესაც შიმშილის გრაფა სავსეა, სიცოცხლე სდგება. აბჯარს შეუძლია ზიანის შემცირება, იარაღები კი გამოიყენება სხვა პერსონაჟისთვის ზიანის მისაყენებლად. ასევე არის სუნთქვის განყოფილება, რომელიც ჩნდება წყალში ყოფნისას და ყვინთვის დროს ნელ-ნელა იკლებს, ამოწურვის შემთხვევაში პერსონაჟი დაიწყებს სიკვდილს. ნივთების შექმნა შეიძლება ხელობის საშუალებით (იხილეთ ქვემოთ). რეალიზმი (Hardcore) [რედაქტირება] რეალიზმი არის გადარჩენის რეჟიმი, თუმცა განსხვავება ისაა, რომ აქა არის ავტომატურად დაყენებული "რთული" სიძნელის დონე (და მისი გადაყენება შეუძლებელია), სიკვდილის შემთხვევაში სამყარო იშლება. რეალიზმი ასევე ხელმისაწვდომია ქსელურ თამაშში. შემოქმედებითი [რედაქტირება] შემოქმედებითში მოთამაშე არ იღებს ზიანს, არ არის შიმშილი, მოთამაშეს შეუძლია იფრინოს, მომენტალურად გატეხოს ბლოკი, და აიღოს ნებისმიერი ნივთი ინვენტორიდან (მას არ სჭირდება დამზადება, ის პირდაპირ ხელმისაწვდომია). ასევე აქ არის ნივთები, რომელიც არ იქმნება ხელობით, ანუ ხელმისაწვდომია მხოლოდ შემოქმედებით რეჟიმში, ამ ნივთებში შედის მობთა კვერცხები, რომლის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია გააჩინოს თითქმის ყველა სახეობის მობი, არ არის "სუნთქვა". ონლაინ თამაშში, ოპერატორებისათვის (იგივე ადმინისტრატორებისათვის) ხელმისაწვდომია შემოქმედებით-გადარჩენითზე გადართვა. დამატებით [რედაქტირება] შესაძლებელია რომ მომავალში შემოვიდეს ახალი სათამაშო რეჟიმები როგორიცაა Zombie Siege (ქართ. ზომბთა ალყა) და Capture the Flag (ქართ. დროშის დაპყრობა)[10]. ნივთები [რედაქტირება] Minecraft-ში ბლოკების (კუბების) გარდა არის ნივთებიც, ბლოკებისგან ნივთები იმით განსვხვავდება რომ მისი დადგმა შეუძლებელია (გადაგდება შესაძლებელია), თუმცა აქვს მრავალფეროვანი ფუნქციები, ნივთები არსებობს სხვადასხვანაირი ტიპის. ნივთების ტიპები [რედაქტირება] მატერიალები — ეს ნივთებია რომელიც ხელობისთვის (სხვა ნივთების და ბლოკების შექმნისთვის) იყენებენ. საჭმელი — ნივთები, რომელიც გამიყენება შიმშილის მოსაშორებლად (თუ პერსონაჟს არ შია მას სიცოცხლე ურეგენირდება). ინსტრუმენტები — ნივთები, რომლებიც გამიყენება გარემოსთან ზემოქმედებისთვის (მაგალითად წერაქვი მაღაროში სამუშაოდ). ინფორმირებელი ნივთები — ეს არის ნივთები რომელიც მოთამაშეს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის (მაგალითად ნიშანი, საათი, რუქა, კომპასი). იარაღი — განკუთვნილია აგრესიული მობებისგან თავის დასაცავად, ასევე საჭმლის მოსაპოვებლად, სანადიროთ (უმარტივესი გზა მობების დასამარცხებლად). აბჯარი — ნივთები რომლებიც განიკუთვნება სიცოცხლის შესანარჩუებლად, ზიანის შესამცირებლად. ტრანსპორტი — ნივთები, რომლებიც მოთამაშეს ეხმარება მსოფლიოში მოგზაურობაში, გადაადგილებაში. დეკორაცია — ნივთები, რომლებსაც დეკორაციული ფუნქცია აქვთ, ალამაზებენ გარემოს. ნივთების ხარისხი (ინსტრუმენტები და აბჯარი) [რედაქტირება] Minecraft-ში არსებოს ძალიან ბევრი მატერიალი. ინსტრუმენტების გასაკეთებლად გამოიყენება: ხე, ქვა, ოქრო, რკინა, ალმასი, აბჯრის გასაკეთებლად: ტყავი, რკინა, ცეცხლი (თუმცა ცეცხლის მოპოვება, სამართლიანი გზით, ანუ ჩანთაში ჩადება შეუძლებელა რაც ცეცხლოვან აბჯარს შეუქმნელს ხდის), ალმასი. განვიხილოთ ინსტრუმენტების და აბჯრის გასაკეთებელი მატერიალები: ხე — ძალიან იოლი მოსაპოვებელია, მისგან შეიძლება გაკეთდეს ინსტრუმენტები ან ინსტრუმენტების ტარი (უფრო სწორედ მოჭრილი ხისგნ კეთდება ფიცრები და ჯოხები, შემდეგ ხელობაში გადამუშავდება), ყველაზე სუსტი, მაგრამ იაფი საინსტრუმენტო მასალა. ტყავი — ადვილი საშოვნი რესურსი, თუმცა არა ისეთი ადვილი როგორც ხე, გამოიყენება ყველაზე სუსტი კლასის — ტყავის აბჯრის შექმნაში, ტყავისგან კეთდება მხოლოდ აბჯარი და მეტი არაფერი. ქვა — ადვილი მოსაპოვებელი რესურსი, თუმცა საჭიროა გარკვეული განვითარების საფეხური, მისგან კეთდება ქვის ინსტრუმენტები, უკეთესია ხისაზე (მრავალ მოთამაშიან თამაშში გამოიყენება მასიური მშენებლობებში, მშენებლებისთვის დასარიგებელ იარაღად, მისი იაფფასიანობის გამო). რკინა — ნაწილობრივ ადვილად საშოვნი რესურსი, თუმდაც ბევრად რთული ვიდრე მაღლა მოყვანილი მაგალითები, მისგან კეთდება იდეალური ინსტრუმენტები და აბჯრები, თუმცა არა საუკეთესო, გვიანდელ განვითარების საშოვნელად ის მოთამაშეებს თავზე საყრელად აქვს. ოქრო — საკმაოდ ძნელი საშოვნი რესურსი, თუმცა გვიანი განვითარების საფეხურზე ადვილი საშოვნი ხდება, სამწუხაროდ მისგან გაკეთბული ინსტრუმენტები და აბჯრები ძალიან უხარისხოა: რკინაზე სუსტია და ყველაზე ადვილად ფუჭდება (ტყდება), ამიტომ არაა რეკომენდებული მისგან აბჯრის ან ინსტრუმენტების გაკეთება, სასურველია, მოთამაშემ მოძებნოს სხვა გამოყენების გზა. ალმასი — ურთულესი საშოვნი რესურსი, გვხვდება გვიანდელ განვითარების საფეხურზე (ფინალური განვითარების ეტაპზე აქტიურად გვხვდება), მისგან კეთდება ყველაფერი საუკეთესო, როგორც აბჯარი ისევე ინსტრუმენტები, ალმასი სიმდიდრის ზღვარია თამაშში.
მობები (მონსტრები) [რედაქტირება]
შემოქმედებითი (კრეატიული) რეჟიმის თამაშის პროცესი (მობი შემოიჭრა მშენებარე სახლში) მობებს შეიძლება დავარქვათ მონსტრები (ან არსებები) რომლების მკვლელობის შემდეგ ვიღებთ სხვადასხვა რესურსებს. მობები იყოფიან სამ კატეგორიად, ესენია: მეგობრული (არასდროს უტევს მოთამაშეს მაშინაც კი თუ მოთამაშე შეუტევს მას), ნეიტრალური (უტევს მოთამაშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირველი შეუტევს) და აგრესიული (უტევს დანახვისთანავე). არსებობს სხვადასხვა სახეობის მობები ესენია: ღორი, ძროხა, ცხვარი, ქათამი, ძაღლი, კატა, ოცელოტი, რვაფეხა (მეგობრულები) ზომბი-ღორი, ობობა, მგელი, Enderman (ნეიტრალურები), ზომბი, ზომბი-გიგანტი, ჩონჩხი, კლდის ობობა, კრიპერი, ობობაზე ამხედრებული ჩონჩხი, გასტი, Enderdragon, სოკოიანი ძროხა (მტრულები) და ბევრი სხვა. თუ მობებზე გაივლის ურიკა მობი ჩაჯდება მასში (თუ თავისუფალი იქნება). შინაური ცხოველ მობები დაყვებიან მოთამაშეს რომელსაც ხელში ხორბალი უკვაია, ასევე შეიძლება მათი გამრავლება ხორბლის დახმარებით (გამონაკლისი: ძაღლი — ძვლით, კატა — უმი თევზით). აი რამდენიმე მობი: ძროხა [რედაქტირება] ძროხა — მეგობრული მობი. ძროხა სიკვდილისას ყრის ტყავს (ასევე ხორცს) რომლითაც შემდეგ მოთამაშეს შეუძლია გავაკეთოს ტყავის აბჯარი და დაიცვას თავი. ძროხები უმიზნოთ დაეხეტებიან, თუ შეხვდებიან დაპრკოლებას შეეცდებიან გადაახტნენ, არ ერიდებიან წყალში მოხვედრას ამიტომ ხშირად მოთამაშეს შეუძლია იხილოს წყალში მოტივტივე ძროხა. ძროხები დადიან ჯგუფებად (2-5 ან მეტი). სოფლელი [რედაქტირება]
სოფლელები საუბრობენ სოფლელი — მეგობრული მობი. აქვს მოთამაშის ფორმა, თუმცა მას აქვს დიდი ცხვირი. ისინი ცხოვრობენ სოფლებში რომლებიც შემთხვევით გენერირდება მოგზაურობის დროს (NPC სოფელში). მათ აქვთ შერჩეული სახლი რომელშიც ცხოვობენ, მას შეუძლია კარების დაკეტვა-გაღება, ისინი დაეხეტებიან სოფელში. მათ ეშინიათ მტრული მობების და გაურბიან მათ. მათ აქვთ განსხვავებული ტანსაცმელი და პროფესია. არსებობს მობი — რკინის გოლიათი, რომელიც ემსახურება სოფლელებს, (იხილეთ ქვემოთ) ასევე სოფლელებს შეუძლიათ ვაჭრობა. მგელი [რედაქტირება] მგელი ნეიტრალური მობია თუმცა მისი ხასიეთი იცვლება. თუ მოთამაშე დაარტყავს მას თვალები გაუწითლდება (აგრესიული მიმიკა) და მოთამაშეს შეუტევს (აგრესიული გახდება) და თუ ძვლით გავუმასპინძლდება, (შეიძლება იყოს საკმარისი ერთი ძვალიც მაგრამ ხშირად მეტი, რაოდენობა განსხვავებულია) მოთამაშე მას მოიშინაურებს და ის გადაიქცევა მეგობრულ მობათ, რომელიც ემსახურება მოთამაშეს: შეიძლება მას ვუბრძანოთ დაჟდომა რის შემდეგაც ის ადგილიდან არ გაინძრევა (გამონაკლისი თუ დავარტყავთ, ის დგება დარბის და წკმუტუნებს მაგრამ მოგვიანებით მშვიდდება) ან როცა მივაწვებით, მივახოხებთ და თუ მას მოთამაშე ავტომატურ რეჟიმზე დავტოვბს ის მას მიყვება და თუ მოთამაშე უცხო მობს შეუტევს მგელი დაეხმარება მოთამაშეს ბრძოლაში. ზომბი-ღორი [რედაქტირება] ზომბი-ღორი — ნეიტრალური მობი. ისინი სახლობენ ქვეშეთში. თუ მოთამაშე გაჩერდება მასთან ზომბი-ღორი მას შეხედავს რამდენიმე წამით, შემდეგ კი გზას განაგრძობს. როგორც ჩვეულებრივ ისინი დაეხეტებიან ჯგუფებათ, და ცდილობენ ერთად იყვნენ. თუ მოთამაშე შეუტევს ზომბი-ღორს ის და მისი ჯგუფის წევრები გახდებიან აგრესიულები და მოთამაშეს შეუტევენ. ზომბი ღორებიდან ძალიან იშვიათად იყრება ოქროს ზოდები და ინსტრუმენტები რაც ძალიან გამოსადეგია მოთამაშისთვის (მოკვლის შემთხვევაში). რკინის გოლიათი [რედაქტირება]
რკინის გოლიათი ვარდით ხელში მოთამაშეს შეუძლია შექმნას (ააწყვოს) რკინის გოლიათი, შეიძლება ითქვას ეს არის რობოტის მსგავსი მანქანა რომელიც სოფლელებს (იმ შემთხვევაში თუ შემქმნელი მოთამაშეა — მოთამაშეს) იცავ მტრული მობებისგან, თუმცა არსებობს გამონაკლსი — სასრულის კაცი და შფოთა. ის იქმნება რკინის ბლოკებისგან, თუმცა არა ხელობაში — მშენებლობით. მართალია, რკინის გოლიათი შექმნილია სოფლელებისთვის, და ამ შემთხვევაში ის ნეიტრალურა, თუმცა ის სრულფოსოვნად ემსახურება მოთამაშესაც, ამ დროს კი ის მეგობრულია (პასიურია მოთამაშეს მიმართ). სოფლებში ის ზოგჯერ შეიმჩნევა ვარდით ხელში, რომელსაც ის ურიგებს სოფლელებს (იხილეთ სურათი), ხშირადაა სოფლები რომლებშიც არაა რკინის გოლიათი. შფოთა (კრიპერი) [რედაქტირება] შფოთა (იგივე კრიპერი) —— მწვანე-თეთრი, პრაქტიკულად უხმაურო (თუმცა ბოლო ვერსიებში შესაძლებელია კრიპერის ჩუმი ნაბიჯების გაგონება) მობი-კამიკაძე (მტრული) მოთამაშესთან მიახლოებისას (როგორც ჩვეულებრივ მიპარვისას, ის პირდაპირ შეტევას ერიდება) ფეთქდება (და თუ სხვა მობებიც შემთხვევით სიახლოვეში იდგებიან, მათაც ააფეთქებს), კრიპერის აფეთქებების გამო ხშირად ნადგურდება მოთამაშეთა შენობები, ასევე ზიანდება ადგილი (რჩება ორმო) რის გამოც მრავალმოთამაშიან სერვერებზე რჩება ქაოსური ორმოები\. ეს მობი სარგებლობს დიდი პოპურალურობით და არის თამაშის "სავიზიტო ბარათი"[11]. ჩონჩხი [რედაქტირება] ჩონჩხი — მტრული მობი. მას ხელში უჭირავს მშვილდ-ისარი, ის მოთამაშეს ისრებს ესვრის. ისინი არიან საშიში მობები, მათ შორი მანძილიდანაც კი შეუძლიათ მოთამაშე დაამარცხონ (როგორც ჩვეულებრივ, უაბჯრო). სიკვდილის შემთხვევაში ის ყრის ძვლებს, ისრებს და იშვიათად მშვილდ-ისარს. ფიზიკა [რედაქტირება]
"არაფიზიკური ბლოკი" ამ თამაშის უმეტესი ნაწილი აწყობილია ფიზიკაზე, თუმცა ყველა ობიექტი ფიზიკას არ ემორჩილება, ყველაზე შესანიშნავი არის ის, რომ ზოგიერთი ბლოკი ჰაერში ლივლივებს (იხილეთ სურათზე), თუმცა ბლოკების ჰაერში დადგმა შეუძლებელია. თამაშში მდინარეებს არ აქვს დინება, თუმცა ასეთი ფუნქცია, როგორც დინება არსებობს, თამაშში შეიძლება ნივთების დაყრა-გასროლა: შეიძლება გუნდების სროლა, ისრების ტყორცნა და სხვა. ასევე რკინიგზა რომელიც დაღმართზე ჩამოდის ურიკას უფრო სწრაფად ამოძრავებს, რომელიც აღმართზე ადის — ნელა (შეიძლება ელექტრო რელსების დაყენება, რომელიც ასწრაფებს ურიკას ნებისმიერ ადგილას). ხელობა [რედაქტირება] ხელობა არის Minecraft-ში ბლოკების და ნივთების მიღების ერთ-ერთი გზა. იმისთვის, რომ მოთამაშემ ხელობის დახმარებით შექმნას ნივთი მან ხელობის გრაფაში უნდა ჩადოს მატერიალები გარკვეული წყობით, ყველა ნივთს განსხვავებული წყობა აქვს (ხელობის პროცესი იხილეთ გალერეაში). მაღარო [რედაქტირება] Minecraft-ში, მაღაროები გამოიყენება სხვადასხვა რესურსების მოსაპოვებლად, ესენია: ქვა, ნახშირი, რკინა, ოქრო, ალმასი, წითელქვა, ლილაქვა და სხვა. არსებობს მაღაროების აშენების უამრავი მეთოდი, მაღაროები იყოფა ორ კატეგორიად: ჩვეულებრივი (სადაც მოიპოვება უბრალო მატერიალები: ქვა, ნახშირი, რკინა და სხვა) და განსაკუთრებული (სადაც მოიპოვება ოქრო, ლილაქვა, წითელქვა, ალმასი და სხვა). შესაძლებელია მაღაროებში რელსების დაგება. ალქიმია [რედაქტირება]
მიწისქვეშა ალქიმიის "ლაბორატორია" - სახარში ქურა და ქვაბები ალქიმიის საშუალებით მოთამაშეს სახარშ ქურაში შეეძლება შექმნას (მოხარშოს) ხსნარი, რომელსაც ექნება სხვადასხვა ეფექტები მაგალითად ძალა, სისწრაფე, სიცოცხლის რეგენერაცია, სისუსტე და სხვა. თავიდან მოთამაშემ უნდა გააკეთოს კოლბები, შემდეგ შეავსოს ის წყლით, ჩადოს ქურაში, და რამდენიმე ინგრედიენტთა სტადიის შემდეგ გამოიღოს მზა ხსნარი. ასევე შეიძლება სატყორცნი ხსნარების დამზადება, რომლის სროლა იქნება შესაძლებელი და მის მოქმედების ზონაში მოხვედრილ ობიექტებს ზემოქმედებს თავისი ეფექტით. შელოცვა [რედაქტირება] შელოცვა — ნივთებზე ჩარების/სულების დადების პროცესი, რომლის დროს იარაღებზე, ინსტრუმენტებზე და აბჯრებზე შესაძლებელია სულების დადება, რომელიც იძლევა ბონუსებს, შელოცვისთვის გამოიყენება შელოცვის მაგიდა[12]. შელოცვა იძლევა ისეთ ბონუსებს როგორიცაა ცეცხლოვანობა, წყალში სუნთქვა, განტყორცნა და სხვა. ვაჭრობა (სოფლელები) [რედაქტირება]
ვაჭრობის ფანჯარა ამ მომენტისათვის ვაჭრობა არაა შესული სტანდარტულ თამაშის ვერსიაში, თუმცა ის შევა მომავალ 1.3 ვერსიაში ვაჭრობის მექანიკა მოთამაშეს აძლევს საშუალებას ივაჭროს NPC სოფლელებთან. სოფლელები ზოგჯერ ყიდიან უნიკალურ ნივთებს, რომელიც სხვაგვარად არ მოიპოვება (მაგალითად ცეცხლოვან აბჯარს). ვაჭრობა ხდება ზურმუხტებით, რომელიც ძალიან იშვიათად მოთამაშეს ხვდება მიწისქვეშ ბუნებრივი სახით (ის არის ალმასზე იშვიათი), თუმცა მისი მოპოვების გაცილებით მარტივი მეთოდია ვაჭრობა (სოფლელი იხდის ზურმუხტს, მოთამაშე - პროდუქტს). კონკრეტული ტიპის სოფლელი ყიდის პროდუქტს, რომელიც შეესაბამება მის პროფესიას, სოფლელის პროდუქტის ყიდვას, ან მოთამაშის პროდუქტის გაყიდვა იწვევს იმ სოფლელის დონის მომატებას, რომელთანაც მიმდინარეობს ვაჭრობა, რა უფრო მაღალია დონე - მით უფრო იმატებს ნივთების სიძვირფასე/სიიშვიათე და რაოდენობა. გარემო [რედაქტირება] ცა [რედაქტირება] Minecraft-ში ცაზე მოჩანს მზე (თუ დილაა), მთვარე (თუ ღამეა) და ღრუბლები. თამაშის დღე-ღამე გრძელდება 20 წუთი (რეალური დრო) რომლის დროსაც სხვადასხვა განათების დონეა. დღე ყველაზე ხანგრძლივია — 10 წუთი შემდეგ მოდის ღამე — 7 წუთი ასევე არის მზის ჩასვლა და ამოსვლა — 90 წამი. რეალური და სათამაშო დროს შედარება [რედაქტირება] 1 თამაშის საათი = 50 რეალური წამი. 24 თამაშის საათი = 20 რეალური წუთი. 1 თამაშის კვირა ≈ 2,333 რეალური საათი. 1 თამაშის თვე = 10 რეალური საათი. 1 თამაშის წელი ≈ 5 რეალური დღე. (სათამაშო დრო მიმდინარეობს სწორედ თამაშის პროცესის დროს) ადგილები [რედაქტირება] Minecraft-ში არის სხვადასხვა ადგილები ესენია: ჩვეულებრივი მსოფლიო, ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო), ცის მსოფლიო (დასასრული) და სიცარიელე (ყველა მათგანი იხილეთ ქვემოთ). ყველა ბლოკი არის გაერთიენებული სხვადასხვა რუქის ნაწილების, ზომა არის 16х16х16 (ადრე 16х16х128) და ყოველთვის როდესაც მოთამაშე გაივლის, აღმაოჩენს ახალ ნაწილებს, ის მახსოვრდება თამაშის ფაილებში (ყველა მსოფლიო არის უსასრულო, ის შემთხვევით გენერირდება მაშინ როცა მოთამაშე მიუახლოვდება ნაწილს). ჩვეულებრივი მსოფლიო [რედაქტირება] ეს არის მსოფლიო სადაც მოთამაშე თავდაპირველად ჩნდება. აქ ჩნდება ბევრი სტრუქტურა. ის გამოიყურება როგორც რეალური მსოფლიო (ოღონდ არა როგორც ქალაქი), აქ არის სხვადასხვანაირი ბიომები: უდაბნო, ბარი, მთები, ჯუნგლები და სხვა, აქ ხდება ძირითადი თამაშის პროცესი. ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო) [რედაქტირება]
ქვეშეთი ქვეშეთში არის ძალიან ბევრი ლავა, ამის გამო იქ მოგზაურობა ძალიან რთული და საშიშია. აქ არის განსაკუთრებული ბლოკები რომელიც ჩვეულებრივ მსოფლიოში არ მოიპოვება, ერთდაერთი რაც ქვეშეთის და ჩვეულებრივი მსოფლიოს საერთოა ეს არის სოკოები, რომელიც მრავლადაა გავრცელებული ქვეშეთში. ამ მსოფლიოში მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა ნივთები რომლებიც ჩვეულებრივ მსოფლიოში გამოიყენება, მაგალითად: საწოლი — პერსონაჟის საწოლზე დაწოლისას ფეთქდება, საათი და კომპასი — ისინი არეულები არიან და ისარს გაურკვეველ მიმართულებით აქნევენ. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოკვდება ქვეშეთში, ის გაჩნდება ზუსტად იმ ადგილას თუმცა ჩვეულებრივ მსოფლიოში. აქ არიან ასევე განსაკუთრებული მობები რომელსაც სხვაგან არ სახლობენ (ყველა ქვეშეთის მობები დაკავშირებულები არიან ალქიმიასთან, და მითი ნაწილებით, მაგალითად მტირალას ცრემლით იქმნება მრავალფეროვანი ხსნარები) , ესენი არიან: მტირალა (გასტი) — დიდი მფრინავი მობი 4х4 ბლოკის ზომით გავს ოთკუთხედ მედუზას (თუმცა დაფრინავს) უმეტესად ჭერთან დაფრინავს, მოთამაშის მოახლოებისას იწყებს ცეცხლოვან ბურთების სროლას რომელიც დაცემისას ფეთქდება. მისი ბურთის არიდება (ასხლირტვა, გატყორცვნა) შეიძლება ნებისმიერი ნივთის დარტყმით. მას აქვს უცნაური ხმები ამიტომ შეიძლება მოუმზადებელი მოთამაშე შეაშინოს. მასთან ბრძოლის დროს სასურველია გამოიყენოს მშვილდ-ისარი. ამ მობს მტირალა ეწოდება იმიტომ რომ ის გამოსცემს პატარა ბავშვის ტირილის მსგავს ხმებს და სიკვდილისას ტირის (მისი ცრემლები გამოიყენება ალქიმიაში) ზომბი-ღორი — ნეიტრალური მობი, ხშირად გვხვდება ჯგუფებად (4-10 ან მეტიც). საკმარისია მოთამაშებ ერთი დაარტყას და მის დასახმარებლად შემოგიტევთ მთელი ჯგუფი. იშვიათად ის ყრის ოქროს ან ოქროს ინსტრუმენტებს, შედარებით ხშირად კი ოქროს ნამცეცებს რომლის გაერთიანების შემთხვევაში გამოვა ოქროს ზოდი. ბლეიზი — მფრინავი მტრული მობი რომელიც ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქვე იქნება მობების გამჩენი (Spawner). ის ისვრის ცეცხლს, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მობი ალქიმიკოსებისთვის, რადგან ის გამოიყენება როგორც სახარში ქურის დასამზადებლად, ასევე ხსნარების დასამზადებლად მაგმის კუბიკი — კუბიკი რომელიც სიკვდილის შემდეგ იყოფა რამდენიმეჯერ და ისევ უტევს მოთამაშეს (პატარა კუბებს ზარალის მიყენება არ შეუძლიათ თუმცა მაინც უტევენ მოთამაშეს, საბოლოოდ მოკვდება). ყრის მაგმის კრემს, რომელიც გამოიყენება ალქიმიაში. დასასრული [რედაქტირება]
სასრულის სამყარო (ასევე ჰქვია სასრული) ამ ადგილას სახლობს ორი საშიში მობი: სასრულისკაცი და სასრულის დრაკონი (Enderdragon) ამ ადგილას არის ძალიან დაბალი განათების დონე. ეს ადგილი არის ფინალური (სწორედ ამიტომ ჰქვია დასასრული). აქ მოთამაშე უნდა შეებრძოლოთ დრაკონს (Enderdragon), როცა დაამარცხებს (თუმცა ეს ურთულესია) ის დაყრის უამრავ სულს, და გაიხსნება პორტალი, ამ პორტალში ჩასვლის შემდეგ დაიწყება ტიტრები, შემდეგ კი პორტალით ისევ ჩვეულებრივ მსოფლიოში გადავა და განაგრძობს ჩვეულებრივ თამაშს. ყველაზე საშიში არის დასაწყისი, ამ დროს მოთამაშე ჩნდება ობსიდიანის პლატფორმაზე, მას მოუწევს ააგოს ხიდი რომ გადავიდეს კუნძულზე, კუნძულებს გარშემო სიცარიელეა (იხილეთ ქვემოთ), დრაკონი მოახლოებისას ანადგურებს ბლოკებს რომელიც შემოტანილია ჩვეულებრივი მსოფლიოდან (თუმცა არა ქვას, მიწას და მსგავს უბრალო ბლოკებს), საჭიროა განადგურდეს დრაკონის კრისტალები, რათა დრაკონმა არ შეძლოს განკურნება, (კრისტალები ცათაბრჯენებზეა მოთავსებული, ეს კი ქმნის კიდევ ერთ პრობლემას), შემდეგ კი მოთამაშე შეუდგეს დრაკონის დამარცხებას რომელიც უზარმაზარია და უამრავი სიცოცხლე აქვს, დრაკონს შეუძლია გაანადგუროს ზედაპირი და შენობები, ამიტომ მოთამაშე იქ სახლს ან თავშესაფარს ვერ ააგებს, დრაკონის დამარცხების შემდეგ გაიხსნება პორტალი, რომლის შესვლის შემდეგ დაიწყება ტიტრები, რომელსშიც მიმდინარეობს ორი მოთამაშის საუბარი რომლებიც ლაპარაკობენ რომ მოთამაშეს (რომელმაც დრაკონი დაამარცხა) უკვე შეუძლია სხვის აზრების კითხვა და მიაღწია თითქმის უმაღლეს დონეს, თუმცა მას არ შეუძლია წაიკითხოს ზოგიერთი მონაკვეთი[13]. სიცარიელე [რედაქტირება] სიცარიელე — სიღრმის საზღვარი, როგორც ჩვულებრივ აქ მოთამაშე გადარჩენის რეჟიმში ვერ მოხვდება, იმიტომ რომ, მას ფარავს ძირქვა (ბლოკი, რომელიც არანაირად არ ტყდება გადარჩენის რეჟიმში, ფიზიკურად გაუტეხავია). იქ ჩავარდნა მხოლოდ შეიძლება შემოქმედებით რეჟიმში. თუ იქ მოთამაშე ჩავარდება 2,5 წამში მოკვდება (თუ ამოსვლას ვერ მოასწრებს). დილით (თამაშის დროით) აქ ჩანს მზე და ცისფერი ცა, ღამით კი მთვარე და ვარსკვლავები. ბიომები [რედაქტირება] ბიომები — ზონები, სადაც განსხვავებული კლიმატი და ბუნებაა[14]. Minecraft-ში არსებობს 11 სახის ბიომი, ესენია: ჯუნგლები, ტბა, ტყე, ტაიგა, უდაბნო, დაბლობი, ტუნდრა, გორაკები, სოკოს კუნძული და ქვეშეთი. მიწისზედა სტრუქტურები [რედაქტირება] მდინარეები [რედაქტირება] მდინარე - ნატურალური სტრუქტურა, რომელიც გავს ნამდვილ მდინარეს თუმცა მას დინება არ აქვს. მდინარეები არის ძალიან გრძელი და ბოლოს წყდებაიან (ან ზღვაში ჩადიან). NPC სოფლები [რედაქტირება] სტრუქტურა, რომელიც გენერირდება ჩვეულებრივ მსოფლიოში, ყველა სოფელი უნიკალურია (გენერირდება შემთხვევით) რომლებშიც ცხოვრობენ სოფლის მაცხოვრებლები (ერთ ერთი მობები რომლებიც გავნან ადამიანებს მაგრამ დიდი ცხვირი აქვთ) და ყველა სხვადასხვანაირია (ჩაცმულობით) მაგალითად: მჭედელი, ბიბლიოთეკარი და სხვა. სოფლელი შეიძლება გადაიქცეს ზომბით, თუ მას ინფექციას გადადებს მეორე. სოფლების გამაგრება [რედაქტირება] ძირითადად იმის გამო რომ სოფლელებს შეუძლიათ ვაჭრობა, მოთამაშეები ირჩევენ სოფელს, და ამაგრებენ მას — აშენებენ კოშკს, არტყამენ კედელს და სხვა, ამით აიზოლირებენ და იცავენ მტრული მობებისაგან (და სხვა მოთამაშეებისაგან, ქსელურ თამაშში). თუ ლანდშტაფტი შერჩეულია არასწორედ, თუმცა სოფლელები ვაჭრობენ იშვიათი პროდუქტით რკინიგზის საშულებით შესაძლებელია სოფლელების ტრანსპორტირება მეორე, ან ხელოვნურ სოფელში. ჭები [რედაქტირება]
ჭა უდაბნოში ჭა — სტრუქტურა რომელიც უდაბნოში ჩნდება, (თუმცა არსებობს მსგავსი სტრუქტურა სოფლებში) ის მთლიანად შედგება ქვიშაქვისგან, მის ცენტრში არის წყალი. ხეები [რედაქტირება] ხეები შედგებიან ხისგან და ფოთლებისგან, ხის მოჭრა შესაძლებელია ყველაფრით (ხელითაც კი) მაგრამ ყველაზე სწრაფად მოიჭრება ნაჯახით. ხე არ ემორჩილება გრავიტაციას და თუ ერთ ერთ ბლოკს მოჭრით ხე მყარად იდგება მაგრამ ხეს თუ მოუჭრით ყველაფერს და მარტო ფოთლებს დავტოვებთ, მას ისინი გასცვივა. ასევე შეიძლება ნერგების დარგვა რომლებიც შემდეგ იზრდებან (დრო დამოკიდებულია ტემპერატურაზე და სინათლეზე). არსებობს სხვა და სხვა ჯიშის ხეები, რომლისგან მიიღება სხვა-და-სხვა ფერის ფიცრები. გიგანტური სოკო [რედაქტირება] ეს არის ბლოკების ჯგუფი (როგორც ხე). არსებობს ორი სახეობის გიგანტური სოკო: წითელი და ყავისფერი. თუ მოთამაშე დარგავს ჩვეულებრივ სოკოს და მას დააყრის ძვლის ფქვილს, ის გაიზრდება და გახდება გიგანტური. განსაკუთრებული თვისებები [რედაქტირება] წითელი ლამაზი სოკოსგან შეიძლება გამოვიდეს საცხოვრებელი. გიგანტური სოკოებით შეიძლება სოკოს მოპოვება (მისი ბლოკები განადგურებით, შემდეგ კი ისევ გიგანტური სოკოს დადგმით). მიწისქვეშა სტრუქტურები [რედაქტირება] გამოქვაბულები [რედაქტირება]
ბნელი გამოქვაბული გამოქვაბული (ან გვირაბი) არის ძალიან ხშირი სტრუქტურა გამოქვაბულები შეიძლება შედგებოდეს უამრავი გვირაბებით, ზოგი მათგანი კი ზედაპირზე გამოდის. გვირაბი შეიძლება იყოს ძალიან ღრმა. მოთამაშეს არასდროს არ შეხვდება ერთნაირი გვირაბები ისინი შემთხვევით გენერირდება ხანდახან გვირაბები უკავშირდება საგანძურებს (იხილეთ ქვემოთ). იმის გამო რომ გამოქვაბულებში არის სიბნელე იქ ხშირად ჩნდება მტრული მობები, თუმცა თუ მოთამაშე გაანათებს გამოქვაბულს მობები აღარ გაჩნდებიან, გამოქვაბულების განათებისთვის რეკომენდებულია ჩირაღდანები თუ იქ მოთამაშე გავლით არაა (ანუ იქ თუ არ აპირებს ცხოვრებას). მიწისქვეშა კანიონები [რედაქტირება] გამოქვაბულებში ან სხვა მიწისქვეშა სტრუქტურებში მოგზაურობის დროს შეიძლება მივაგნოთ მიწისქვეშა კანიონს (საკმაოთ ხშირად არამიწისქვეშა, ზედაპირზე ამოსულს). ხშირად იქიდან გადმოდის ლავა და წყალი რაც ქმნის ობსიდიანს, ზოგიერთი მოთამაშე ხტება შიგნით (ალმასის აბჯრით, მწინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშე დაიღუპება) იმისთვის რომ მოიპოვოს ძვირფასი რესურსები, ზოგიერთი მოთამაშე კი ნელ-ნელა აგებს ხიდებს და კიბეებს იგივე მიზნისთვის. საგანძურები საგანძური არის პატარა ოთახი, რომელსაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრა თხრის დროს. საგანძურში არის მონსტრების გამჩენი (ინგლისური სიტყვიდან Spawner) რომელიც 1-2.5 წამში ერთხელ გააჩენს ახალ მტრულ მობს (თუ მოთამაშე გაანათებს საგანძურს, ეს აღარ მოხდება), ასევე არის სკივრი, რომელშიც განძი ინახება (ზოგჯერ ეს განძი უნიკალურია და სხვაგან არ იშოვება). ციხესიმაგრეები
|