რელიეფი გამოიყენე თუ საშუალება გაქვს. როცა სადმე დაძვრები, ძნელია დამიზნება.
ან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იფრინე, ასე ერთი ჯერი თუ აგცდა, მერე ფაქტიურად ვერ გესვრის.
თუ მაღლა ხარ და კარგად იღებ სიჩქარეს, სრაზუ ამოაბრუნე და პიკირება დაიწყე, მსუბუქს ჩამოიშორებ.
თუ ძლიერი მატორი გაქვს და მალე იღებ სიმაღლეს, ზემოთ წადი. როგორც წესი ყველას უჭირს სიმაღლის აღება.
თუ არც ერთი არ გამოგდის, აქეთ-იქით აქანავე თვითმფრინავი, ძნელი დასამიზნებელი რომ იყო, თანდათან მოუმატებ მანძილს აქეთ-იქით და უცებ რომელიმე მხარეს გადაუხვევ ფორსაჟით, ან პირიქით მატორს გათიშავ, შასის გამოუშვებ, მუხრუჭს ჩაურთავ... და ფაქტიურად ადგილზე მოაბზრიალებ.
ოღონდ იცოდე, რაც უფრო მკვეთრია მანევრი, მით მეტად კარგავ სიჩქარეს.
სიჩქარის აღებაზე დიდი დრო მიდის და სანამ 350-ს მაინც არ დაიჭერ, ფაქტიურად არაფერი შეგიძლია.
გვერდზე მოხვევა არ სცადო.
რაც შენგან ჩანს, რომ მკვეთრად უხვევ ფორსაჟით, მოწინააღმდეგისთვის ეს ნელი მანევრია, რამდენიმე წამი მთელი ფართობით ჩანხარ. ძალიან ძნელია ამ დროს ვერ გაარტყა

თვითმფრინავსაც გააჩნია.
ილ-2-ზე კუდზე ტუ დამაჯდა ვინმე, უბრალოდ შანსი არ მაქვს.
აი არ-2 ხომ ამხელა ბომბდამშენია, მაგრამ 2 ძრავი სასწაული ძალით ექაჩება თვითმფრინავს.
რამდენჯერმე უბრალოდ სიმაღლის აღებით მოვიშორე გამანადგურებელი, ვეღარ გამომყვა ზემოთ.
თუ მოცილება არ გინდა და ცდილობ ჩამოაგდო, უნდა იცოდე ვერტიკალურ მანევრზე გაქვს უპირატესობა თუ ჰორიზონტალურზე.
ერთხელ გაიქეცი და ტრიალი დაიწყე, როგორც მეტი შანსი გაქვს დაწევის. დააჯდები კუდზე და ჩამოაგდებ.
სტანდარტული სიტუაციაა, როცა დიდი სიჩქარით მოგდევს. სიჩქარე დააგდე, მანევრებით აიცდინე ნასროლი და გაატარე წინ, მერე ფორსაჟით შეეცადე გაეკიდო.
სანამ სასროლი მანძილიდან გავა, 3-5 წამი გაქვს, გააყოლე გრძელი ჯერი.
და ყველაზე კარგი მეთოდი
იქით წადი, სადაც შენიანების ტალპაა.
თუ ტვინი აქვს არ შემოგყვება. ტუ აიჭრა, ვინმე დააჯდება კუდზე და შენთვის აღარ ეცლება.
ახლა თუ მანდაც ყველამ დაგიკიდა, ცუდ ფეხზე ამდგარხარ