აი დაფიქრდი, გვყავს ერთნაირი ტანკები.
შენ იმალები ქვის უკან.
მე დამიზნებული მაქვს იქ, სადაც უნდა გამოხვიდე.
მე 100% გარტყამ და გიტარებ, იმიტომ რომ ზუსტი დამიზნებით გესვრი.
შენ ან გამარტყამ ან არა, გახვრეტაზე აღარც ვამბობ.
ან უარესი, გამოყოფ თუ არა ცხვირს, გუსენიცას ჩამოგიგდებ და ისე მოგკლავ, ვეღარ გაინძრევი.
აგრესიული სტილით თამაში კარგია და ეფექტური, მაგრამ ძალიან რთული.
აი მე ამდენი ხანია ვთამაშობ და ვხვდები, რომ უმეტესად ჯობს დაელოდო და აცადო შეცდომის დაშვება.
თუ უტევ, დარწმუნებული უნდა იყო ჯობნი, სხვა შემთხვევაში ტურბოსლივი გაქვს გარანტირებული.
რაც შეიძლება ფრთხილად ითამაშე, დამწყები ხარ და რაც მეტად შეეცდები ჩაკ-ნორისობას, მით უფრო ადვილად მოგკლავენ, ჩათვალე ფრაგს ჩუქნი მოწინააღმდეგეს.
არ არსებობს ჯავშანი, რომელიც გარანტიას გაძლევს დაცვის. ყველას აქვს სუსტი წერტილები და სადღაც მაინც იხვრიტებიან.
ან სულაც გოლდს გესვრიან და თითქმის ყველგან შეიძლება გაგიტარონ.
ან სულაც ფუგასები მოგხვდება და საბოლოო ჯამში აფეთქდები.
ყველაზე კარგი დაცვა ისაა, როცა მოწინააღმდეგე ვერ გხედავს.
ან თუ გაქცევა შეგიძლია, უცებ თავის შეფარება და ა.შ.
თანდათან გაერკვევი ყველაფერში.
5 ლვლ-მდე სულ სხვა თამაშია, მანდ ვერავინ გეტყვის რა გააკეთო, არანაირი ლოგიკა არ მოქმედებს.
5 ლვლ და ზემოთ უკვე შეიძლება რაღაც სცადო.
სწორს გეუბნება, KV-1 აიღე და ეგ ტანკი გაგარკვევს ბევრ რამეში.
ვიდეოებს თუ ვერ გაიგებ, უყურებ მაინც და რა ტაქტიკით თამაშობენ დაინახავ.
isopanzer
jove
vspishka
ამათ აქვთ რაღაც ვიდეოები და ნახე.
თუ არ მოუსმენ უკეთესია, ძალიან ბევრ ღლეობას ამბობენ