ტ-150 გავიარე გატოპვის ჩათვლით(107მმ ლულა KV-2-ზე გავხსენი), გავხსენი KV-3.
ტანკი ვიყიდე იმისთვის, რომ ფორუმზე ბევრი წერდა, ბორტით კარგად თამაშობსო, ზოგი ამტკიცებდა კვასს ჯობიაო და ა.შ.
1.ბორტით მართლა შეუძლია თამაში, კვასს, M6-ს და ა.შ უძლებს უპრობლემოდ. ხანდახან ტიგრასაც უქაჩავს, ცოტა არაა.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბორტით სათამაშოდ გინდა ქალაქი, სახლი, ქვა ან რაიმე, რასაც მოაფარებ ცხვირს. და არტა არ უნდა გირტყამდეს.
ასეთი ადგილები არც ისე ბევრია, რუკების ნახევარზე საერთოდ არც კია. გიწევს ჩვეულებრივად თამაში.
2. ლულას კარგი DPM აქვს მართლა, სნარიადები იაფია, კარგად ხვრეტს და ა.შ, მაგრამ რეალურად რაზბროსი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე უწერია. ძალიან ბევრს აცილებს 200-300მ-ზე, აქვს ცუდი ნავოდკა.
3. ჯავშანი საკმაოდ სქელია, მაგრამ თუნდაც კვასისგან განსხვვებით თითქმის არ აკეთებს რიკოშეტებს. შესაბამისად თუ ბორტით ვერ თამაშობ, ჯავშანი ვერაფრისგან გიცავს.
4. საშინელი ბალანსი აქვს.
60% VIII ლვლ-ებში აგდებს(ყოველ შემტხვევაში მე ასე მაბალანსებდა), სადაც პუშკა აშკარად ვერ ქაჩავს. ის-3-ს, ტ34-ს და ასეთ მონსტრებს ბორტით ვერ ეთამაშები, ღლეზე ჰკიდიათ შენი ჯავშანი.
5. საკმაოდ კარგად ფარმავს იაფი სნარიადებით, 8-10K მრჩებოდა სუფთა საშუალო ხელში, 1-1.5K ურონს როცა ვაკეთებ. სლივზე ვერ გაფარმავს იასნა.
მთლიანობაში ჩვეულებრივი ბალანსის პირობებში ნორმალური ტანკია, მაგრამ იმ ბალანსში რაც ახლა აქვს, ვერ ქაჩავს. ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ ჩერჩილ VII-ის მერე ყველაზე ცუდი ტტ-ა 6 ლვლ-ზე, თუმცა გავლა შეიძლება უპრობლემოდ.