დოტა 2 ისტორიები , სლარკი :
http://hydra-media.cursecdn.com/dota2.game..._respawn_10.mp3მიწის მცხოვრებლებისთვის ნაკლებად ცნობილია ბნელი რიფის შესახებ, წყალქვეშა ციხე რომელშიც ამწყვდევენ ყველაზე საშიშ მკვლელებს. ამ უკუნეთ ლაბირინთში, რომელსაც პატრულირებენ გველთევზები და იცავენ უშველებელი ანემონები და სავსეა ერთმანეთის მოძულვარე პატირმებით, ცოცხალი მხოლოდ ყველაზე სასტიკები რჩებიან. უცნობი დანაშაულისთვის გამომწყვდეულმა სლარკმა აქ ნახევარი სიცოცხლე გაატარა მეგობრების და ახლო ხალხის გარეშე და თავს შველოდა მხოლოდ მისი ეშმაკობებით და მოქნილობით. ის მთელი ამ დროის განმავლობაში არავის ელაპარაკებოდა რათა მისი გეგმები არ გამოევლინა. როდესაც მან გაიგო 12 შეთქმულის შესახებ რომლებიც გაქცევას გეგმავდენ და კლავდენ ყველას ვისაც გათქმა შეეძლო ამ გეგმის, სლარკმა ეს თავისთვის გამოიყენა. როდესაც ამ 12 დან 10 გაქცევისას მოკვდა და 2 სიკვდილით დასაჯეს ყველას დასანახად და გასართობად, სლარკმა გამოიყენა შექმნილი აურზაური და უჩმრად გაიპარა ციხიდან. ბნელი რიფიდან ერთადერდი გამოქცეული მის შემდეგ დაძრწის შეიდშორის ნაპირებთან და ეძებს ახალ მსხვერპლებს
წყარო : dota2wiki.com
Georgian Dota2 Community
* * *
დოტა 2 ისტორიები, ნაიქსი :
დევარქის ციხეში, შურისძიების სურვილით აღსავსე ჯადოქარი ზის და გეგმავს გაქცევას. ის საკანში უცნაურ არსება, სახელად ნაიქსთან ერთად იჯდა, ქურდი , რომელსაც მაგიის დახმარებით სიცოცხლე გაუგრძელეს რომ უფრო დიდხანს ეტანჯა ციხეში. წლების განმავლობაში, მისი ბორკილები მის გონებასთან ერთად უფრო და უფრო იჟანგებოდა და ფუჭდებოდა. ნაიქსს არ ახსოვდა თუ ვინ იყო, რამე მისი სიცოცხლიდან და გაქცევის სურვილიც აღარ ქონდა. მასში ჯადოქარი იდეალურ ჭურჭელს ხედავდა, რითიც გაიქცეოდა. ჯადოქარმა გაუკეთა ნაიქსს სხეულის დაფლობის მაგია და თავის გონება და სული მის სხეულშ გადაიტანა , მაგრამ ის მოყვა ნაიქსის შეშლილ გონებაში და მალე თვითონაც შეიშალა. მის სხეულში უცნაური სიცოცხლის შეგრძნებაზე, ნაიქსი გამოფხიზლდა და აივსო სიცოცხლის და თავისუფლების წყურვილით. ამ მომენტში დაიბადა ლაიფსტილერი. არსებამ მისი გონებით აიძულა ციხის დაცვა რომ მისთვის გაეღოთ კარი, რის შემდეგადაც ის მათ ჭამდა სათითაოდ. ციხიდან გამოსული და განთავისუფლებული, ის მაინც ატარებს ბორკილებს, იმის ნიშნად რომ ის არის პატიმარი მისავე გონებაში.
წყარო : dota2wiki.com
Georgian Dota2 Community
* * *
დოტა 2 ისტორიები , სვენი :
სვენი არის ვიჯილის რაინდების ორდენის წევრის ნაბიჭვარი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა შეიდშორის ნანგრევებთან. მისი მამა სიკვდილით დაისაჯა რაინდთა კოდექსის დარღვევისთვის, დედა მისმა ტომმა გამოაგდო. როდესაც დედამისის ბოლო წუთები იყო და სვენი უყურებდა მის ტკივილს, მან გადაწყვიტა შეერთებოდა ვიჯილის რაინდებს. 13 წელი ის მათ ემსახურებოდა, მათთან ერთად იბრძოდა და არ ავლენდა მის პიროვნებას. როდესაც მისი ორდენში მიღების დღე მოვიდა, ფიცის მიცემის ცერემონიისას, მან აიღო წმინდა მახვილი და დარბაზში მყოფი ყველა რაინდი მოკლა, დაამტვრია რაინდებისთვის წმინდა ჩაფხუტი და დაწვა კოდექსი, რომელიც მის არსებობას უწმინდურობათ რაცხავდა. ამის შემდეგ ის მიყვება საკუთარ კოდექსს, რის გამოც ის ჯერ კიდევ არის რაინდი, მაგრამ არა რომელიმე ორდენის რაინდი, არამედ მოხეტიალე რაინდი
წყარო : dota2wiki.com
Georgian Dota2 Community
This post has been edited by samsung777 on 17 Mar 2014, 23:24