დოტა 2 ისტორიები, რუბიკი :
http://hydra-media.cursecdn.com/dota2.game...ck_spawn_01.mp3ყველა მაგიკოსს შეუძლია რამდენიმე მაგიის გამოყენება. ზოგი იმდენხანსაც ცოცხლობს და სწავლობს რომ ჯადოქრად აღიარონ, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე თუ ხდება იმის ღირსი რომ მაგუსი გახდეს.
უკვე ცნობილი როგორც ძლიერი დუელისტი ჯადოქარი და უძველესი მაგიების სწავლული, რუბიკი მოწყენილი იჯდა სახლში და აივნის სკამზე მოკალათებული სათითაოდ ყრიდა მის მოსაკლავად მოგზავნილ მაგიკოსებს აივნიდან. ეს უკვე მისი მოკვლის მეჩვიდმეტე მცდელობა იყო და ყველა მცდელობა უფრო და უფრო მოსაწყენი და არაორიგინალური ხდებოდა. უბრალო ცეცხლის ბომბი, ჭერის ლავათ გადაქცევა ან მიწიდან მოულოდნელად ყინულოს ლოლოების ამოზრდა, ეს ყველაფერი უკვე ადვილად მისახვედრი და მოსაწყენი იყო რუბიკისთვის და მას უფრო დიდი შეჯიბრების დაძლევა სწყუროდა. მკვლელების აივნიდან გადაყრის შემდეგ რუბიკმა მიიღო გადაწყვეტილება ეცადა მაგუსის წოდების მოპოვება, რისთვისაც საჭირო იყო მაგუსის მოკვლა. მან გადაწყვეტილება მალევე საზოგადოთაც გამოაცხადა.
მაგრამ 1 მაგუსზე დამუქრება ყველაზე დამუქრებას უდრიდა. ამიტომ სუფთა დუელისთვის მოსულ რუბიკს თითქმის ყველა მაგუსი ერთად დახვდა საბრძოლველად. როდესაც ბრძოლა დაიწყო, მაგუსებში არეულობა აღიძრა. უცნაურად ჩანდა როგორ ურტყავდა 1 მაგუსს მისი მოძმის უნიკალური მაგია , ან რატომ ხვდებოდა რუბიკისთვის გამიზნული ტორნადო სხვა მაგუსებს, რატომ ვნებდა მაგუსთა საიდუმლო ტექნიკები მათსავე მოძმეებს. მალე მათ ერთმანეთის უნდობლობა გაუჩნდათ, ერთმანეთს აბრალებდნენ ღალატს, მოსყიდულობას და მართლა დაიწყეს ერთმანეთში ბრძოლა. ამ ყველაფერს უყურებდა რუბიკი და კმაყოფილი იღიმოდა.
როდესაც არეულობა დამთავრდა და უმეტესობა მაგუსების მკვდარი, ხოლო დანარჩენი ძალა გამოცლილი ან დაშავებული იყო, ვერავენ შეეწინააღმდეგა რუბიკს მისი კუთვნილი წოდების, გრანდ მაგუსის მისაკუთრებაში.
ბიჭოოო არადა მახსოვს,იმედებით განწყობა, მაგრამ, საქართველო, ჩაწყობა, ნაწყლობა,დედისტყვნა, ბიზნესების აწყობა სიბინძურე აწმყოდან მე კი ეს არასდროს მაწყობდა :)))))))