ესეიგი რა სარგებლობა მოაქვს ლაინეიჯს ?
აქამდე ვფიქრობდი რომ ზიანის მეტი ჩემთვის არაფელი მოუტანია. ნუ უკვე 5 თვეა საერთოდ არ ვთამაშობ, მაგრამ ეს სხვა თემაა.
არ დავასახელებ სტრუქტურას, სახელებს, გვარებს და სერვერებს.
ესეიგი სამსახურში მოვიდა ახალი უფროსი, საკმაოდ ხნიერი კაცი, ,,ბლატებით" , დინჯი , მკაცრი, რომლის დანახვაზეც ძალაუნებურად ყველა ფეხზე დგება და ცდილობენ რამე ასიამოვნონ.
ერთხელაც ვზივარ სამსახურში ჩემს კომპთან და მოვიდა. ავდექი, მივესალმე.
დიალოგი :
- რას ეძებ ?
- მაზერს ბატონო X ....
- ვიდეო კარტები არის არის მანდ ?
- კი როგორ არა ბატონო X
- შემირჩიე ერთი რამე ბესარიონ ჩემი ვერ ქაჩავს
- რა კარტა გაქვთ ბატონო X ?
- 9600 გტ
- ვფიქრობ საკმაოდ ნორმალური კარტაა
- არა ვერ ქაჩავს დაძველდა
- ( კითხვა მომერიდა ) რას თამაშობთ ეგეთს ბატონო X ?
- ლაინეიჯს
- რაა ?
- ხო რაიყო, ახლა სად მცალია, მარა ადრე რაც მე ეგ მაქვს ნათამაშები მეგობრებთან
- სერვერი ? ...........
- .........გე.......რუ........კომ.......ნეტ
- ეუფ
- თქვენ შემთხვევით X პალადინით, X კამაელით , X ორკით ხომარ თამაშობდით ?
- (ძალიან გაკვირვებული და დაინტერესებული სახე) ხოოოო
- მე ვარ ბესი , ბესი ბესი პალადინი, ( თქვენობით აღარ ) შენს კლანში რომ ვიყავი ბესი ის ვარ მე.......
- რააა ? ( სიცილი )
- ებიჭო სადიყავი აქამდე ?!
- აქ ვიყავი X
- აუ ის გახსოვს ?
- ბუჰაჰაჰაააა
- აუ იქ რავქენით , აქ რა გავაკეთეთ, ის რა პროჭი იყო ან ეს რა კარგი კაცი და ასე შემდეგ..........
ხელი თავიდან ჩამოვართვი დიდი სიხარულით
ერთი სიტყვით მე და ეს ადამიანი გვერდიგვერდ, სერვერიდან სერვერამდე 2 წელი მაინც (სხვებთან ერთად) ვმოგზაურობდით, და კი იცით კლანის ამბავი რბ, ასადა, პირადულზე საუბრები და რავიცი.
2 საათი ისე გავიდა ვერც მივხვდით ლაპარაკში.
მაგარი გაუსწორდა.
რომ მოვდიოდი სახლში კარებამდე გამომაცილა და მითხრა როგორც უფროსმა : ,,ხომ ხედავ , ხანდახან ონლაინ თამაშიც შეიძლება წაგადგესო".

დღეს სამსახურში მივედი და ხალხი მეკითხება შენ და X ნათესავები ხართო ? რა მეგობრულად ერთობოდთ გუშინო....
ჭირი იქა , ლხინი აქა და ასე...........
This post has been edited by besvs on 5 Dec 2013, 01:19