ობოლი ბავშვი, სახელად ზედი სახელოვანმა ნინძამ შეიფარა თავის სკოლაში სადაც ნინძების ხელოვნებას ასწავლიდა გამორჩეულ აზალგაზრდებს. ზედი ძალიან ძლიერი გამოდგა მისი ტოლი მხოლოდ ერთადერთი სტუდენტი იყო - შენი, სახელოვანი ნინძას შვილი. ზედი ვერ ახერხებდა მასტერისთვის თავის მოწონებას რადგან შენსა და ზედს შორის ყველა ბრძოლა ფრედ მთავრდებოდა. ამაზე გაბრაზებულმა რამე უპირატესობის ძიება დაიწყო. ტაძრის ჩაკეტილ და აკრძალულ ოთახებში ცდილობდა რამე ეპოვა. ერთხელაც რაღაც ყუთი ნახა. ზედმა იგრძნო რომ თუ გახსნიდა რაღაც ცუდი მოხდებოდა მაგრამ ისე იყო გამწარებული მაინც გახსნა. ყუთიდან აჩრდილები ამოვიდნენ და ზედს გონება გაეხსნა. მიხვდა რომ რაღაც შეიცვალა და ბევრად ძლიერი გახდა. ახალი ტექნიკით შეიარაღებულმა ახლიდან გამოიწვია შენი და დაამარცხა კიდეც ის. ქება დიდებას და აღიარებას ელოდებოდა მაგრამ მასტერი მიხვდა რომ ზედმა აკრძალული გზები გამოიყენა გამარჯვების მოსაპოვებლად, ამის გამო ზედი ტაძრიდან გააგდო.
განადგურებული, ახალგაზრდა ნინძა წლების განმავლობაში დაეხეტებოდა აქეთ-იქით. მისი სიმწარე ამბიციაში გადაიზრდა, და მან გადაწყვიტა სხვებისთვის ესწავლებინა ჩრდილების ტექნიკა. ის დღითი-დღე ძლიერდებოდა, მასთან ერთად კი მისი მიმდევრებიც ძლიერდებოდნენ, მაგრამ ზედმა იცოდა რომ ყუთის გარეშე მისი ტექნიკა სრულყოფილი ვერასოდეს გახდებოდა. ერთ დღესაც ზედმა თავის მიმდევრებს გადახედა და დაინახა რომ მისი სტუდენტები უკვე არმია იყო. ის არმიას ტაძრისკენ გაუძღვა რათა დაებრუნებინა აკრძალული ყუთი. შესასვლელში მოხუცი მასტერი დახვდა. მან ზედი და მისი მოწაფეები ისე მიიღო თითქოს კეთილი სტუმრები ყოფილიყვნენ. მოხუცმა თავის ხმალი ზედის ფეხებთან დადო, იმის ნიშნად რომ მან ვერ მოახერხა კარგ მასტერი ყოფილიყო ზედისთვის. ტაძრიდან გაძევებით მასტერმა ზედი ნორმალურ გზაზე დაყენების მაგივრად სასიკვდილოდ გაწირ. მოხუცი შეეხვეწა ზედს რომ ტაძარში შესულიყო, გაენადგურებინა ყუთი და მისი მიმდევრებიც გამოესწორებინა. ბნელი ნინძა მასტერს შიგნით შეყვა. ცოტა ხნის შემდეგ გარეთ შეკრებილმა ნინძებმა ზედის სიმწრის ყვირილი გაიგეს. ზედი გარეთ გამოვიდა, მას პატარა ნაკაწრიც კი არ ქონდა, მან მასტერის მოკვეთილი თავი ზედის ფეხებთან დააგდო. განრისხებულმა ზედმა ყვირილით მოუწოდა თავის მიმდევრებს რომ ამოეწყვიტათ მასტერის მოწაფეები და დაესაკუთრებინათ ყუთი
ამ დღეს, ძველი ნინძების ორდენი (ბალანსის მიმდევრები)განადგურდა. ბევრი სტუდენტი მოკვდა მაგრამ შენმა გმირულად მაინც მოახერხა რამდენიმეს გადარჩენა. ახლა ტაძარი "აჩრდილის ორდენის "საწვრთნელი ბაზაა. ზედი ამ ორდენის მასტერია. მისი ბრძანებულება მარტივია: დაიხვეწოს ერთის ტექნიკა და მოკვდეს ყველა ნინძა რომელიც უარყოფს ჩრდილებს.
"ბალანსი სიცრუეა - ჩვენ ვართ ნამდვილი ნინძები"
―ზედი
სულ ეს იყო

ეხლა რამდენიმე ადამიანს ვარაუდი აქვს რომ ნოქტურნე აჩრდილების მიერ განადგურებული ზედია, მაგრამ არ დადასტურებულა ჯერ...
ნოქტურნეს სპლეშის შეცვლის მერე უფრო დიდი ვარაუდია რომ მართალია ეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სიტყვებით ვერ აღვწერ ისე მინდა ამ ისტორიაზე ფილმის ნახვა
This post has been edited by Beqa Arabuli on 6 Dec 2013, 23:12