აუუუუუუ პროსტა ამ სპიტით რავქენი უნდა გენახათ რაა

1საათის წინ ვიყიდე ჯერ ვაფშე არ განმიახლებია. მე და მუსტანგი ვიყავით დარჩენილები RB-ში 4 მოწინააღმდეგესთან, იმათი ორი ბაზაზე იჯდა ორს ჩვენ მივსდევდით, ერთის ჩამოდგებაში დავეხმარე და ტყვიები გამომელია იმიტორო მანამდე 1 უკვე ჩამოგდებული მქონდა და ამან გვაწვალა ცოტა მარა მაინც ჩამოაგდო მუსტანგმა. სანამ გავბრუნდი მე და ტყვიები შევივსე მეორესაც გაყვა, ჩამოაგდო მარა ის ორი დაწევიან და ჩამოაგდეს მე ვეღარ მივუსწარი. სხვა რა გზა მქონა 2ნი იყვენ ერთზე და ავქლიმბე მაღლა 5.5კმდე. ერთი bf 109 იყო მეორე fw190 ზუსტ მოდელებს აღარ დავკვირვებივარ

bf 109 ამოვიდა დაახლოებით 4კზე და მეორეც მოყვებოდა ცოტა დაბლა დავეშვი მარა ჩემსკენ ცხვირს გასწორება მოასწრო და იასნად ვიცოდი რაღაც დონეზე დამაზიანებდა მინუმუმ დავუშვი ერთი დიდი ჯერი ტყვიების და გადავიხარე ეგრევე მარჯვნივ, დაიშალა ნაწილებად

მარა პროპერელი დამიწიანა იმ ახვარმა და 20 წამში გამიჩერდა თვითმფრინავი ჰაერში, მარა კაი სიმაღლეზე ვიყავი მაინც, 3 კილომეტრით იყო დაშორებული ჩემგან fw190 და დავეშვი მისკენ გაჩერებული ძრავით

იმანაც ცხვირი გამისწორა და წამოვიდა ეგრევე დაბლიდან მაღლა, რაც ტყვიები მქონდა დარჩენილი შორიდანვე დავაყარე და ზუსტად იგივენაირად გადავიხარე მარჯვნივ ისიც ისე საყვარლად გაილეწა უნდა გენახათ რაა

კრიტიკული გამიკეთა მარა მაინც არ დავკარგე მართვა მივღიღინობდი ჰაერში ჩემთვის სანამ სულ არ დააკლდათ ქულები და არ გავიმარჯვე, ის მუსტანგი და 2 სხვა პილოტი მიყურებდა იმენა ტაში მიკრა ხალხმა

სერიოზული ადრენალინის მოზღვავება იყო რაა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)