_ ეს 25 და ხელებშიი, მოვრჩი. კმაყოფილი ყარაული მოთმინებით ელოდებოდა როდის დააწყობდა გენერალი ქვებს. დიახ, ის ბედნიერი იყო, მან ხომ მიყოლებით 4 თუ 5 პარტია მოუგო გენერალს!
_ ერთი სტ, ერთი ტტ და ორი პტ, წარმოთქვა გენერალმა და მაგიდაზე დააწყო ქვები.
ყარაული გაკვირვებული უსმენდა გენერალს, ვერაფერი გაიგო მაგრამ რადგან ამოტრიალებული ქვები დაინახა, დაიწყო დათვლა: ჩარი-დუ, ბეშ-ოთხი, დუ-ბეში და დუ-შეში. ყარაულმა ოთხი რგოლი ჩამოწია საანგარიშოზე და სიხარულით აღმოხდა: -360, პარტია!
ჩაფიქრებული გენერალი უყურებდა კმაყოფილ ყარაულს და შურდა მისი, მისმა ტანკისტებმა ბოლოს როდის მოიგეს 5 ბრძოლა ვერ გაიხსენა. ისევ ტანკები, ისევ ბრძოლა, სხვანაირად აღარ შეეძლო გენერალს, ვერ წარმოედგინა სხვანაირი ცხოვრება, ყველაფერს ტანკებს უკავშირებდა.. ყარაულმაც ალბათ იმიტომ მოუგო მშრალი ანგარიშით, რომ გულს ვერ უდებდა თამაშს.
ამ ფიქრებით გულდამძიმებულმა გენერალმა უსიტყვოდ დატოვა საყარაულო და ანგარის კუთხეში სახელდახელოდ მოწყობილ ,,კაბინეტს“ მიაშურა. კაბინეტს ვერც ვუწოდებდით, ორ კედლის მაგივრობას ანგარის კედლები სწევდა და ორი კედელიც გიფსოკარდონისგან იყო შეკოწიწებული, რომელზეც საცოდავად დაკიდებულ იყო პატარა კარები, სადაც ბრგე გენერალი მხოლოდ მოკუზული შედიოდა. კაბინეტში იდგა ძველი, უჯრებიანი საწერი მაგიდა, ზედ კომპიუტერი, ხუთ-თვლიანი სავარძელი რომელსაც ერთი თვალი მოტეხილი ჰქონდა და თუ იმ მხარეს გადაიხრებოდა გენერალი, სავარძელი გვერდს მაღლა სწევდა და სასაცილო სიტუაციაში აგდებდა მის მფლობელს. იქვე იდგა დივანი და კედლების გასწვრივ ორი გრძელი სკამი, განკუთვნილი სტუმრებისთვის.
კაბინეტში შესვლისთანავე აბუზღუნდა გენერალი, ერთი მდივანი ვერ ვიშოვე ყავა მაინც რომ მოადუღოს, გაბრაზებულმა გვერდით გასწია ყავის მადუღარა და სავარძელში გადაწვა. შეხედა კედელზე გაკრულ კალენდარს და... ისევ ფიქრები...
დღეს 15-ია, განახლება მოხდა, უკვე 9.0... ნეტავ რა შეცვალეს, როგორი იბრძოლებენ ჩემი ტანკისტები, როგორ გაუძლებენ გამოწვევებს, როგორ შეეგუებიან სიახლეებს, რას იზავს მოძველებული ტექნიკა...
ამ ფიქრებიდან გენერალი კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა.
_ მობრძანდით!
კაბინეტში შემოვიდა ბორშის მეთაური ობერლეიტენანტი ,,K“.
ობერლეიტენანტი ,,K“ სხვა ტანკის მეთაურებთან შედარებით ყველაზე დაახლოებული იყო გენერალთან. მას უკვე 680 ბრძოლა გადაეხადა და არც თუ ურიგოდ : 752 -აფეთქებული ტანკი, უამრავი მედლები და რაც მთავარია 1 მილიონი მოპოვებული ურონი!
ბატონო გენერალო, დაიწყო ,,K“-მ, მითხრეს რომ რუსი ტანკისტები უკმაყოფილებას გამოთქვავენ თქვენი მისმართით და აღარ სურთ თქვენს ანგარში დარჩენა! უფლება არ მქონდა თქვენთვის არ მომეხსენებინა.
კონკრეტულად რას ითხოვენ, რა პრეტენზიები აქვთ? - წარბები შეჭმუხნა გენერალმა.
კვ-2 მეთაურმა თათბირზეც მოგახსენათ ბატონო გენერალო და კვ-1 ეკიპაჟიც უკმაყოფილოა, 2 კვირაზე მეტი არ მიგვიღია არცერთ ბრძოლაში მონაწილეობაო.
მდაა... ჩაილაპარაკა გენერალმა და თითები ააწკაპუნა მაგიდაზე.
ისევ ფიქრებში ჩაიძირა გენერალი - ამდენი პრობლემა არ მყოფნიდა?! ..და ეხლა ეს რუსები. სულ ხომ არ გავუშვა? კვ-1 ერთხელ გავუყიდე მაგრამ მერე ვინანე და დავაბრუნე.. კარგი სტატისტიკა აქვს, უფრო მეტიც, მშვენიერი- 56% მოგება, სულ მოგებაზე მუშაობს... მასტერი არ აქვთ მაგრამ 1 სტეპენსაც არაუშავს...
ბატონო ,,K“, 9.0-ში როგორი ბალანსია კვ-1-ზე, ამბობენ ძირითადად მე-7 დონეებთან უწევთო ჭიდილიო, მართალია? შეეკითხა გენერალი.
_ ჯერ ვერ მოგახსენებთ პატივცემულო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავტესტავთ ვერ ვენდობი სხვის პროგნოზებს, მიუგო მეტად ფრთხილმა და წინდახედულმა ოფიცერმა.
_ მართალია, ამ ახალბედა გენერლებს ვერ ენდობა კაცი, დაეთანხმა გენერალი. ვფიქრობ...
კვლავ კაკუნის ხმა გაისმა..
კაბინეტში რუსი მეთაურები შემოვიდნენ და იაფფასიანი არყის სუნი დააყენეს.
დაბრძანდით ბატონებო, მიუგო გენერალმა და კედლის გასწვრივ მდგარ სკამზე მიუთითა ოფიცრებს. ოფიცრები ერთ სკამზე ჩამოჯდნენ.
ბატონებო, დაიწყო გენერალმა: მოგეხსენებათ სულ ახლახანს გამოვიდა 9.0, რომელსაც ჩვენ ყველანი ასე მოუთმენლად ველოდით. ახლი რუკები, ახალი ტანკები, ახალი შესაძლებლობები დასახული მიზნების მისაღწევად.. თქვენი ტანკები და ეკიპაჟები რამდენად მზად არიან ახალი გამოწვევების წინაშე?
დაბნეულმა ოფიცრებმა ერთმანეთს გადახედეს. ია ტაკ დუმ...
მოიცა, მოიცა შეაწყვეტინა გენერალმა, რომელიც რუსულად გამართულად საუბრობდა.
ვიცი თქვენი პრობლემების შესახებ და ვიცი რისთვისაც ხართ მოსულები... თქვენ ჩვენს დიდ ოჯახში რომ მოხვედით გაეცანით გენერლის ხედვას და სტრატეგიას, ხომ ასეა?
და, და მიუგეს ოფიცრებმა.
მოგეხსენებათ რომ ჩვენი გუნდი ერთად იბრძვის წარმატების მისაღწევად, ერთიანი მიზნებით, ერთმანეთის გვერდში დგომით... ბატონებო მე დაუღალავად ვშრომობ და ცდას არ ვაკლებ ჩემი გუნდის ყველა მეომარს შევუქმნა შესაბამისი პირობები, მაქსიმალურად ვაფასებ ყოველივე თქვენთაგანის გაწეულ შრომას.. წინ 9 მაისია, დიდი აქციები და ფასდაკლებები გველის, დიდი ტურნირები.. ჩემი სურვილია თქვენი ეკიპაჟები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ ამ დღეს, წინ დიდი სიურპრიზები გველის ბატონებო, გაეღიმა გენერალს. წადით, ეს დღეებიც დაისვენეთ და აღდგომის მერე პირადად გამოვცდი თქვენს შესაძლებლობებს, ეცადეთ წარმატებით გაართვათ თავი დასახულ ამოცანებს!
რუსი ოფიცრები თავის დაკვრით, ხმაამოუღებლად გავიდნენ კაბინეტიდან.
ბრავო გენერალო! შესძახა ობერლეიტენანტმა ,,K“-მ, რომელიც გულისყურით უსმენდა გენერლის რჩევა- დაპირებებს.
_ დაბალი ხმით, არ გაგიგონ, გაეცინა გენერალს.
ბატონო ,,K“, რას ფიქრობ კვ-2 ზე, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ ჯართს?
_ 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული და თითქმის სტოკია, ძნელია რამის თქმა, გენერალო.
_ კარგი, კარგი, გვეყოფა მათზე საუბარი, დღეს ე-50-ის პრეზენტაციაა, ყველას გელოდებით აღლუმის ფორმებში, ალაფუშეტიც იქნება. ხო მართლა განათების პრობლემა ხომ მოგვარებულია ანგარში?
_ დიახ ბატონო გენერალო.
_ საკუთარი ანგარიც ვერ ავიშენეთ, ხან ვის ანგარში ვართ, ხან ვისაში. წინ დიდი სამუშაოები გველის მეგობარო, გაიღიმა გენერალმა და წამოდგა, რაც საუბრის დასრულებას ნიშნავდა.
შეაფასეთ თუ არ დაგეზარებათ წაკითხვა.

თუ ძაან ბანალურია აღარ დავდებ!