აქ ყველა თავისას უბერავს თავის პონტში და ყველა ორი დღის თამაშის დაწყებულებს პროფესორობა გვინდა, 1-2 წლის გამოცდილების მქონე სასტავი კიდევ თავის პონტშია და იმის მაგივრად რომ რაღაც მძლავრი ბირთვი შეკრას და ერთიანი სტრატეგია შეიქმნას თავისთვის მოზგაობს და ახალდაწყებულებამდე არ დადიან, ოლიმპოს მთაზე ჰქონიათ თავი
მეც ვიპროფესორებ (როგორც ზემოთ აღვნიშნე) და ვიტყვი ჩემსას :37:
1) ვისაც აქვს კონტაქტი ბულგარეთთან მისწეროს, რომ ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი რეგიონებისთვის აღმოსავლეთიდან და შეთანხმებისამებრ ორი რეგიონი დაიტოვეთო (არ იზამს ამას ბულგარეთი! მაგრამ მერე სათქმელი აღარ ექნებათ არაფერი, თუ ბრძოლას არ დათმობენ და რომ არ შეატყობინო შეიძლება დაიწყონ რომ რა მოულოდნელად დაიწყეთ შემოტევა შეგეთანხმებინათ ჩვენთან რომ მოსახლეობა გამეფრთხილებინა და ა.შ)
2) თუ ბრძოლას ვიწყებთ ხალხი გააფრთხილეთ რომ რესურსები დაზოგონ, ენერგია სავსე ჰქონდეთ და ა.შ, მარტო დეილი ორდერები ჰო არაა ცოტა გამოცდილება გაგვიზიარე ახალბედებს (ჯიმი ლევი)?
3) ვინმე გამოცდილმა ითავეთ ლიდერობა ისე რომ ხალხი გისმენდეთ (ზოგი აფხაზეთში აწყობს აჯანყებას და ზოგი დასავლეთ საქართველოში

) და არა დღეში ერთხელ გამოჩნდეთ გარკვეულ ჯგუფთან და ისიც ისე რომ აუ ეხლა ყველას ვერ ავუხსნი, თუ გინდათ იქ ნახეთ, იქ ხომ დავწერე, მაცადეთ სერიოზული მოლაპარაკება მიმყავს და ა.შ (როსმედიან), მგონი ერთიანად უნდა ვითამაშოთ ძველებმაც და ახლებმაც თორე სხვანაირად არაფერი გამოვა...
Tungozavri-მ გააკეთა ერთი ნორმალური სვლა მგონი რასაც ვუყურებ (ნუ ტუტორიალების საიტზე, ფეისბუქზე და ხალხის მოზიდვაზე არაფერს ვამბობ).
This post has been edited by დაღლილი on 30 May 2014, 22:54