ცოტა რამ ისტორიიდან:
მოკლედ, ერთ დროს ეს თამაში სულ სხვანაირი იყო. როგორც ეკონომიკის მხრივ, ასევე საბრძოლო მხარე.
ყველა ერთნაირად არ მუშაობდა, არსებობდა სამუშაო სკილი, რომელსაც სტრსავით აკაჩავებდი, თანაც რამდენიმე განხრით, ანუ ერთ პროდუქტს სჭირდებოდა ინჟინერი, მენეჯერი და კიდევ რაღაც. ყველა ერთ ხელფასს როდი იღებდა, გამოცდილი დურგალი მეტად ფასობდა და ასე შემდეგ

არ იყო ერთი და იგივე ფული ყველგან, ანუ სავალუტო კურსი არსებობდა მაგალითად დოლარსა და ფუნტს შორის გაცვლითი კურსი 1.6. მთავრობას ფულის გამოშვებაც კი შეეძლო.
თუ სადმე მუშაობდი და უცხო ქვევყანაში ან რეგიონში გადახვიდოდი, ვეღარ იმუშავებდი ახალი ადგილიდან.
ბრძოლა ძალიან საინტერესო იყო. ნამდვილი პვპ. ყველა რეგიონს ზომის მიხედვით ჰქონდა რუკა, რუკა დაყოფილი იყო უჯრებად და გადადიოდნენ მებრძოლები ამ უჯრებზე.
ერთი მხარე მარჯვნიდან გადმოსხამდა ჯარს, ხოლო დამცველი მარცხნივ ელოდა ახლოსვე.
არსებობდა 3 სახის მებრძოლი:
ქვეითები
არტილერია
ავიაცია.
ქვეითი ახლოდან უფრო ძლიერი იყო ვიდრე არტილერია, არტილერია ავიაციას ჯაბნიდა, ხოლო ავიაცია-ქვეითს. შესაძლო იყო ასე სულაც არ მომხდარიყო თუ მაგალითად ავიაცია უმაღლესი დონის და დიდი სტრსი იყოო, ჰპც ბლომად ჰქონდა და სუსტი არტილერისტი შეხვდებოდა, იქნებ მოეგო კიდეც მფრინავს.
ერთი საარტილერიო მანქანა მყავდა საკმაოდ ძLიერი, თითქმის ორ კვირას მეყო ბრძოლებში.
ხოდა ეს უჯრები უნდა დაგვეკავებინა ბრძოლის ველზე. მიდიოდა გუნდური ბრძOლები, არტილერიას მოყვებოდა ავიაცია დასაცავად. ასევე სამთავრობო ობიექტები იყო უჯრებზე, საავადმყოფოც. დაჭრილები საავადმყოფოში უნდა მიგეცილებინა, მოძლიერდებოდნენ და ისევ შეეძლოთ ბრძოლა. საავადმყოფოში და სამთავრობო შენობაში ზოგჯერ 200-300 კაცი ვმაგრდებოდით, რომ მტერს არ წაერთმია. წყალზე მხოლოდ ავიაციას შეეძლო გადაადგილება.
მოკლედ, საინტერესო ბრძოლა იყო ფლეშ რუკით. მოგებულად ითვლებოდა ის მხარე, ვინც გაყრიდა რუკიდან მოწინააღმდეგეს.
კარგი ტაქტიკით ბებერი ძლიერი მოთამაშეები შეეძლოთ ახალბედებსაც დაემარცხებინათ.
მახსოვს რუსეთს შევუტიეთ. (ამერიკის ჯარში ვიყავი მაშინ.) გადავსხით ღამით ჯარი, ორი რეგიონიდან გავყარეთ მტერი ერთ ღამეში.
რუსეთი მაშIნ თითონაც საკმაოდ ძLიერი იყო და ზურგს სერბები და უნგრელები უმაგრებდა.
მოსკოვამდე ჩავედით მეორე დღეს, იქიდან პოლონელებმა შემოუტიეს. შემდეგ პტო ოპერაცია მოვუწყეთ, პრეზიდენტად ჩვენი კაცი დავსვით. ამ ოპერაციის მერე დამტოვეს ამერიკელებმა რუსეთში, შემდეგ ამერიკაშიც შეიცვალა მთავრობა, დავავიწყდი ყველას და უკან აღარ მიღებდნენ. მაქს მაქფარლანდ 2 დამეხმარა შემდეგ დაბრუნებაში.
შეაგდეთ ერთი შეშაც ბუხარში.