#41521786 · 4 Jul 2014, 18:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Georgian_wolf
| QUOTE | | უაზროდ მიდგები ჯიბრში |
საიდან მოგაქვს, რომ ჯიბრში გიდგები? რატომ უნდა ჩაგიდგე?
| QUOTE | | ეს მარტო ჩემი დაწერილი არაა და გუნდმა დავწერეთ რომელშიც ხალხი ამ ფორუმიდანაც და თამაშიდანაც მეხმარებოდნენ . |
მე მეგონა პოლონელებმა დაწერეს.
| QUOTE | | ყველა პუქტი განხილულია |
ვის მიერ? ჩემი მონაწილეობის გარაშე რომაა განხილული, ეგ ნაღდია. თუმცა, რამე რომ არ გეგონოს, აქვე გეტყვი, რომ მაგიტომ არ ვიწუნებ.
| QUOTE | | და რადგან შენ არ იგრძნო თავი შეზღუდულად მაგისთვის არაა დაწერილი . |
კი, ეგ მეც შევამჩნიე.
| QUOTE | | შენ რომ სალაპარაკო არ მოგცე |
უკვე მომეცი. ამის მერე რას იზამ, არ აქვს მნიშვნელობა.
| QUOTE | | ეგ ხმების დათვლა შედგება არჩევნების შემდეგ და შენთვითონ ნახავ |
არ მაინტერესებს ვინ რას მისცემ ხმას. აი ძალიან მაგრად არ მაინტერესებს.
| QUOTE | | რადგან უკვე ვამბობ დამტკიცდება თქო ესეიგი დამტკიცდება |
მომისმინე ჩემი ძმა. აი ეგ კანონი შენთვის დაიმტკიცე და თვითონ დაიცავი როგორც გაგიხარდება. სანამ მე მაგ კანონს არ დამიმტკიცებ, იქამდე არაფერი გეტკინოს, გულით გისურვებ.
| QUOTE | მაგრად რომ ართმევ თავს შენზე დაკისრებულ საქმეს უკვე ყველამ ვნახეთ და მოდი ვინც ვცდილობთ რამე კარგი შევქმნათ ხელს ნუ გვიშლი .
|
ოოო, ეხლა უკვე დაუკრეფავში გადადიხარ და გირჩევნია თავი შეიკავო. შენ რა ნახე შენი პრობლემაა (ყველამ ვნახეთ ბევრი რამე ისე, რომ იცოდე) და ეგეთი იაფფასიანი და საკითხს რომ არ ეხება "შე ესეთო" გამოხტომით იმ ადამიანისთვის, რომელიც რაღაცა ეთიკური კოდექსის შემოღებას ცდილობს, ზედმეტად არაეთიკური ქცევაა. არ დავიწყებ იმაზე დავას, რა ნახე და რა არა. ეს რა შუაში იყო ეხლა, ეგ ამიხსენი ერთი. და თუ არაფერ შუაშია, რატომ თქვი მაინტერესებს. ახსენი.
| QUOTE | | და რაც შეეხება რითი დაუშლი და რა ბერკეტები იარსებებს მანდ გარკვევით წერია .თუ არ უნდა გადახდა ფულადი ჯარიმის დამრღვევს ესეიგი არ გადაიხდის მაგრამ ცხვირს ვეღარ შეყოფს ვერც კონგრესში და ვერც პარტიის რამე თანამდებობაზე და ესეიგი დარღვევაც მეორედ აღარ მოხდება . |
ერთი ეს ამიხსენი. დავუშვათ რაღაცა წესი დავაღვიე მანდედან. დავარღვიე კი არა, საერთოდ არ ვაღიარებ მაგ წესებს და არ ვემორჩილები. ჯერ ერთი როგორ უნდა მაიძულო შენ მე ფულადი ჯარიმის გადახდა. კაი გავიგეთ, ფულად ჯარიმას თუ არ გადაიხდის, კონგრესში ვერ შევაო. რამე ბერკეტი გაქვს, კონგრესში "ცხვირი არ შემაყოფინო"? პარტიის თანამდებობაზე ხომ აღარც მაქვს საუბარი.
ან თუნდაც იმას მეუბნები, რომ ვინც ამ წესებს არ დაემორჩილება, პარტიიდან არც კონგრესში გავიზვანო და არც პარტიაში მივცე რამე თანამდებობა?! და ეს მაშინ, როცა ამ წესებს დიქტატორულს ვეძახი ამ ორიოდე გვერდის წინ?! დიქტატორულია და დიქტატორულს კანონებს დიქტატორი სჭირდება. ვაკანსია ღიაა და გირჩევთ დაიკავოთ "რადგან უკვე ვამბობ დამტკიცდება თქო ესეიგი დამტკიცდება" ლოზუნგით. მე პას, ვემიჯნები მაგ წესებს. საერთოდ კი ორ უფასო რჩევას მოგცემთ. 1. იმისთვის, რომ სხვები მართო, ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო. 2. შეეგუეთ იმას, რომ ოპოზიციის არსებობა ნორმალურია და ის იარსებებს დამოუკიდებლად იმისგან, შენ ეს მოგწონს თუ არა (ეს არ ესმოდე ჩვენ წინა პრეზიდენტს და მაგან გადაიყოლა კიდეც).
| QUOTE | | და თუ ჯიბრში ჩადგება და უარესს გააკეთებს მოხდება ხმების დათვლა იმაზე რომ არასასურველ მოქალაქედ გამოცხადდეს და ეგეთები კიდე აქ ყოფნით ვეღარ ისიამოვნებენ მაგაზე კი ნამდვილად ვიზრუნებ |
აი მე გიდგები ჯიბრში. არა, ჯიბრში არ გიდგები, უბრალოდ ის წესებია ძალიან ცუდი (ჩემი მოკრძალებული აზრით რა თქმა უნდა... მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩემს მოკრძალებულ აზრს უფრო მეტად ვენდობი, ვიდრე აქ შეკრებილი საზოგადოების რომელიმე წევრის მყარ აზრს), მაგრამ აი დავუშვათ "ჯიბრში გიდგები". ხო, აი არ გემორჩილები. მიდი, "იზრუნე იმაზე, რომ აქ ყოფნით ვეღარ ვისიამოვნო". წინა გვერდებზე ვახსენე დიქტატურა და ეხლა ამ პოსტში. იმედია არავინ მეტყვის, რა დიქტატურა, საიდან მოგაქვსო, იმის მერე, აქ რაც დაწერა პატივცემულმა თანამებრძოლმა. რა უნდა იზრუნო, როგორ უნდა იზრუნო, სად აქ ეგ მაინც ახსენი... kaatinga| QUOTE | მოდი მე მესაუბრე რა. სათითაოდ. სათითაო მუხლზე ))))))))))) |
კი ბატონო, რა პრობლემაა, მაგრამ:
ესე გულიანად რამ გაგაღიმა? რამე სუპერკრუტოი თქვი და ვერ ვხვდები? ეგეთი სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ სათითაოდ ყოველ მუხლზე მქონდეს შენთან საუბარი?
GreeNBulla
| QUOTE | წადი ბანები ჩამოარიგე პოლიტიკაში
|
წადი ტოლი ნახე შემოგევლე და ზრდილობიანად ლაპარაკი ისწავლე.
Georgian_wolf
| QUOTE | ფორუმზეც და შიდა პარტიულ ჩატშიც დავწერე რომ რიზონის ჩატში ხდებოდა ყოველდღე განხილვა და კანონის შედგენა თუ არ დაესწარი ეგ უკვე ჩემი ბრალი ნამდვილად არაა.
|
შეკაცო, პარტიას მიგიღიათ რაღაცა წესები და... მე რა შუაში ვარ თქვენს პარტიასთან? * * * geooffroader
| QUOTE | იცი რა მაინტერესებს?! თურქები რას გეუბნებიან? |
მე კი ვიცი თურქები რასაც გვეუბებიან. ბულგარელების ნათქვამი ხომ გახსოვს? აი ის ნათქვამი სჯობდა...
--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
|