ამ თამაშშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ნაწილია ეკიპაჟის სქილები (Crew Skills). ასე რომ კარგად გაეცანით სანამ დაიწყებთ განვითარებას.
ეს მხოლოდ თვითმფრინავებს ეხება.სქილების ასამაღლებლად გვჭირდება ექკიპაჟის გამოცდილების ქულები (Crew Exp Points). ამ ქულებს თამაშის პროცესში მოიპოვებთ, რომელი ეკიპაჟითაც ითამაშებთ იმას დაერიცხება. როდსაც ქულებს დააგროვებთ საჭიროა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მოკლედ გეტყვით როგორ უნდა გამოიყენოთ.
1. ეცადეთ ერთი ან ორი სლოტი დაუთმოთ მოიერიშეებს და ბომბდამშენებს. დანარჩენი კი ფაითერებს. (თუ RB-ს ან FRB-ს თამაშობ სამივეს თითო-თითო სლოტი ეყოფა)
2. ბომბდამშენებს, მოიერიშეებს და ფაითერებს ჭირდებათ განსხვავებული სქილების განვითარება, თუმცა რამოდენიმე საერთოც აქვთ.
3. დავიწყოთ ფაითერებით: Keen Vision, Awareness , G-tolerance, Stamina და Vitality. ეს ყველაფერი Pilot-ის გვერდზე უნდა იყოს!
4. რაც შეეხება ბომბდამშენებს: Number of Experienced Gunners (ეს სქილი იქამდე გაზარდეთ რამდენი მსროლელიც ყავს თქვენს ბომბდამშენს, ნაკლები არ უნდა იყოს), Fire accuracy, Fire Precision, G-tolerance, Stamina და Vitality. ესენი Gunners-ის გვერდზეა!
4.1. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი სქილები: Repair Speed, Repair Rank, Reload Speed (
არკადაში ჰაერში მოქმედებს, რეალურ ბრძოლაში აეროდრომზე ჯდომისას) და Weapon Maintenance.
5. რაც შეეხება მოიერიშეებს: მათ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სქილი ჭირდებათ (თუ მსროლელი არ ყავს უკან მაშინ ბომბდამშენისთვის განკუთვნილი სქილები არ დაჭირდება).
6. ასევე შეგიძლიათ ეკიპაჟს რომელიმე თვითმფრინავის კვალიფიკაცია აუმაღლოთ (შეზღუდული არაა რამდენს შეასწავლით). სულ სამი კვალიფიკაციაა: Basic-დან გადაიყვანთ Expert -ზე და მერე Ace.
6.1. Expert-ის კვალიფიკაცია უმატებს 30 Keen Vision, Visibility, Fire Accuracy, Fire Precision, Repair Speed და Reload Speed-ს
6.2. Ace-ის უმატებს კიდევ 20 Keen Vision, Visibility, Fire Accuracy, Fire Precision, Repair Speed და Reload Speed-ს
იხილეთ სურათები:

