#41852000 · 5 Aug 2014, 02:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LORD VOLDEMOR
| QUOTE | სერიოზულად ვერც გიპასუხებ, იმდენი უაზრობა გიწერია
|
არ ველოდი ასეთუ სუსტ პასუხს. სუსტი იმიტომ, რომ მართალია ცოტა ემოციურადაა დაწერილი, მაგრამ უაზრობა არ წერია. კაი, კონკრეტულად გკითხავ მაშინ და მიპასუხე. ანგარიშვალდებული ხარ როგორც პრეზიდენტი. 1. მე, როგორც ფინ. მინისტრმა ჩემი საქმე გავაკეთე. შენ როგორვ პრეზიდენტმა, საერთოდ რატომ არ წაიკითხე ჩემი პროექტები? 2. რატომ არ გააკეთე მათზე კომენტარი? 3. თუ მოგეწონა, რატომ არ მოახდინე მათი რატიფიცირება? 4. თუ არ მოგეწონა, რატომ არ მიმითითე რა არ მოგწონს? 5. რა არის პრემიერის მოვალეობა? 6. რა გააკეთა პრემიერმა? Dauregistrirebeliბაზარი არაა ბრატ. ამომრჩეველთან არ ვკამათობ მე kaatinga| QUOTE | მაგ სამი პროექტიდან ორი ჩემი იდეაა.
|
ნწუ... "შენი იდეაა" კი არა, მსგავსი აზრი ბევრს აქვს გამოთქმული. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს, არავის აქვს ნათქვამი. მე ვთქვი. ხომ ხარ პრემიერი. რატომ არ გაგაქვს ჩემი პროექტები განსახილველად და დასამტკიცებლად? მით უმეტეს, რომ თურმე შენც მეთანხმები.
ისე, რომ იცოდე, თვითმფრინავის გამომგონებლად ის არ ითვლება, ვინც პირველმა გაიფიქრა, რამე მექანიზმით მყარმა სხეულმა შეიძლება იფრინოსო. თვითმფრინავის გაომგონებლად ის ითვლება, ვინც თვითმფრინავი დააპროექტა. მე დავაპროექტე. შენ და შენმა პრეზიდენტმა დაბრო არ მომეცით, რომ ამეწყო. თითი თითზე არ დააკარეთ. "ეს ჩემი იდეა იყოო" ძახილით შემოიფარგლე. იყო იდეა და გაგეკეთებინა. აჰა, მე მოგეცი პროექტი გამზადებული, ეხლა მაინც გაგეკეთბინა.
და კიდევ ერთხელ გიმეორებ. იდეა შენი არ იყო. იდეა და აზრი იყო ძალიან ბევრის ერთდროულად. განსხვავებას აგიხსნიდი იდეასა და გეგმას შორის, მაგრამ ვფიქრობ არ ღირს. შენ არც მახსოვს დარეგისტრირებუი იყავი თუ არა, საქართველო რომ ჩართეს და ბაზარზე მოვაჭრეებს ცალ-ცალკე რომ ვწერდი პმ-ებს, მოვილაპარაკოთ და ფიქსირებული ფასი დავადოთ მეთქი. იქნებ რომელიმე ქართველ მოთამაშეს ეხლაც ახსოვდეს (მაშინ ბევრი უცხოელი ვაჭრობდა ჩვენთან). არაფერი გამომივიდა (რადგან არ დამთანხმდნენ), მაგრამ შენსავით არ ვდგავარ აქ და არ ვყვირი ჩემი იდეა იყო მეთქი. რადგან არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჩემი იდეა იყო. მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ შეასხავს იდეას ხორცს. მე ვშვრები ამას და ერთადერთს ვითხოვ, პრეზიდენტმა და პრემიერმა მწვანე შუქი აუნთონ. არ უნთებენ. რატომ? ოპოზიცია რომ ვარ? ანუ ქვეყნისთვის აუცილებელი პროექტები უნდა დაიბლოკოს იმიტომ, რომ პოლიტიკურმა მეტოქემ შექმნა? საღოლ.
ეგაა ერთადერთი მიზეზი. ნუ მეორეც შეიძლება დავუშვათ - რომ პრემიერი და პრეზიდენტი იკიდებენ და არ ინტერესდებიან ქვეყნისთვის საჭირო პროექტების განხორციელებით. მაგაზეც საღოლ.
--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
|