მისმინეთ
არ მინდა მოგეჩვენოთ, რომ მგონია თავი უკვე ქუდში მაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გავიმარჯვე, აქედანვე უნდა მქონდეს მზად სამოქმედო გეგმა, რომ დრო არ დაიკარგოს ზედმეტად.
საჭიროა მინისტრთა კაბინეტი.
პრემიერ მინისტრი + 2 ვიცე პრემიერი, ოთხი მინისტრი + ყოველ მათგანზე 2 მოადგილე.
ანუ 15 კაცი.
პრემიერს და მინისტრებს ვაძლევ (ვაძლევ რა იყო კაცო... მივცემ გამარჯვების შემთხვევაში) ერთი მოადგილის დამოუკიდებლად დანიშვნის უფლებას, მეორეს კი თვითონ შევურჩევ.
ამ მომენტისთვის უკვე ხელთარსებული კაბინეტი (მომავალი) ასე გამოიყურება.
პრემიერ მინისტრი: გეოოფროადერ
თავდაცვის მინისტრი: თემო (
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/5463823 )
განათლების მინისტრი: ამ მომეტისთვის აქტიურად განიხილება გვანგვალოს (
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8449128 ) კანდიდატურა, თუმცა მის აკაუნტს პერმანენტ ბანნედ აწერია

ეკონომიკის/ფინანსთა მინისტრი: არშავა (
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/2089611 ).
საგარეო საქმეთა მინისტრი: ვაკანტურია
ვაკანტურია აგრეთვე თითქმის ყველა მინისტრის მოადგილის პოსტი.
მსურველებს ვთხოვ დროულად წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.
როგორც მოადგილის, აგრეთვე მინისტრის/მინისტრების პოსტზე განიხილება ნებისმიერი კანდიდატურა, დამოუკიდებლად პოლიტიკური ხედვისა.
აგრეთვე ჩემს პოლიტოპონენტებს მზად ვარ პირველმა გავუწოდო მეგობრობის ხელი და შევთავაზო დავივიწყოთ ყველა ეწყენა, თუ რამე არსებულა ჩვენს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ბოლო საათებში როსმედიენს გადავუყენებივარ ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან

.
მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად მუშაობის და თანამშრომლობის საშუალება მომეცემა. თქვენი მხრიდანაც იგივე სურვილის ქონის შემთხვევაში, იცით სად უნდა მომძებნოთ.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ არჩევნები ჩემი გამარჯვებით დამთავრდა.
გმადლობთ ყურადღებისთვის
ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ჯიმი ლევი
This post has been edited by ჯიმი ლევი on 6 Aug 2014, 06:05
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი