უჩინარიაქაც გიხსენებივარ და აქაც დავდებ ჩემს პასუხს

ჩემი იდეაფიქსი არასოდეს ყოფილა კონგრესმენობა ან რამე თანამდებობა, ეგრე რომ ყოფილიყო მაშინ არ გამოვიდოდი უგპდან იმიტომ რომ იქ უფრო მექნებოდა კონგრესმენობის შანსი ვიდრე ამ ახალ პარტიაში.
უგპდან გამოსვლა ჯერ კიდევ კონგრესის არჩევნებამდე გადავწყვიტე ჩემი და გამას კანონზე მხარდაჭერა რომ ვერ ვნახე პარტიის მხრიდან, ერთეულების გარდა ხმა არავის ამოუღია კონგრესის ჩათში.
იმპერიოდში იყო ისიც რომ იმდროინდელ თავდაცვის მინისტრის სიტყვა და გადაწყვეტილება ერთ უნიტში გაწევრიანებაზე ყველამ რომ დაიკიდა, პრეზიდენტმაც არ დაიცვა თავის მიერ დანიშნული მინისტრის უფლება. მაშინ იყო რომ უგპს ჩათში ვთქვი რომ პარტიას ვტოვებდი (როსმედიანი დამეთანხმება რომ ვთქვი) მაგრამ რადგან პარტიის საარჩევნო სიაში ვიყავი პარტიის დატოვების უფლება თამაშის სისტემამ არ მომცა, მერე კონგრეშიც მოვხვდი და პარტიიდან გამოსვლა გადავდე რომ უგპს ჩემი სახით ხმა არ დაეკარგა კონგრეში. მერე ეგ ნიკი ვაფშე დაიბლოკა და ახალი ნიკით პირდაპირ რესპუბლიკელებში ამოვყავი თავი. პატივს ვცემ უგპს წევრებს მაგრამ თავიდანვე იდეაში მქონდა რომ ტოპ 5 პარტია ყველა აქტიური და კონკურენტუნარიანი იყოს ერთმანეთან, ამჟამად რესპუბლიკელებს ვჭირდები ყველაზე მეტად და აქავარ, ყველანაირად ვეცდები განვითარებაში დავეხმარო. მერე ვნახოთ, თუ ვიგრძნობ რომ ამ პარტიასაც აღარ ვჭირდები, თუ დავინახავ რომ ჩემი და პარტიის წევრების უმრავლესობის აზრები ფუნდამენტურად განსხვავდება, უფლებას ვიტოვებ რომ ამ პარტიასაც დავტოვებ

ისე პარტიის შეცვლას ღალატს რატომ არქმევთ მაშინვე? ეგრე ადრე ვინც უგპში იყო და ეხლა სხვადასხვა პარტიებში არიან ყველა მოღალატე გამოდის. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება რომ თუ რამე არ მოწონს რომელიმე პარტიაში მაშინ დატოვოს ან სხვაგან გადავიდეს, თუ ეს ასე არ იქნება და ყველას მოღალატეს ვუწოდებთ მაშინ კონკურენცია აღარ იქნება და ქართული პოლიტიკური სისტემა ვეღარ განვითარდება.
უსაქმურიო რომ მეუბნები, საერთოდ რა არის კონგრესმენის მოვალეობა მითხარი ერთი? და რომელი მოვალეობა არ შევასრულე? სიტყვა პარლამენტი სალაპარაკო ადგილს ნიშნავს სადაც წარადგენენ ახალ კანონებს, რეფორმებს, პროექტებს, ახალ იდეებს და შემდეგ ხდება ამის განხილვა, დისკუსიები, და როდის მნახე მე უსაქმური? როგორც კონგრესმენი არ ვიყავი უსაქმური. ასევე როგორც პარტიის წევრი ვაქტიურობდი ყოველთვის, პიარში ვეხმარებოდი უგპს.
ერთადერთი მადლობა აქ ვისზეც მეთქმის ეგ არის georgian-wolfი. ის უკვე დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ რომ უგპს მიხედავს ხუთიანზე.
* * *
ჯიმი ლევივისი ალტერია არ გვეტყვი?