როგორ ვიშოვოთ საწყისი კაპიტალი:
საწყისი კაპიტალი ერთი კარგი კაცის რჩევით ტვინკებით ვიშოვე.
ქმნი 2 სხვა ექაუნთს, აკეთებ ოთხ ტვინკს და ასრულებ მწვანე დავალებებს. დასრულებისას გიგროვდება 60 გილდა სტარი (რუსულზე მგონი დელფიისკაია ზვეზდა ქვია). მათი გადამუშავებით გამოდის 240 გილდა დასტი ანუ 1-დან 4 კეთდება, ჭირდება სამი ლეიბორ პოინტი (რუსულზე ოჩკი რაბოტი) ანუ სულ 180 პოინტი.
100 ცალი საშუალოდ 50 ოქროს ფარგლებში ღირს ევროპულზე, რუსულზე არ ვიცი.
ქვესტი კეთდება მაქსიმუმ 2 საათში, სასურველია პალადინით, ბლაიტერით ან აბოლიშერით გაკეთება იმიტომ, რომ ბოლოში გიწევს 27 ლვლ ორი-სამი მობის მოკვლა, რაც სხვა კლასით პირადად მე ვერ შევძელი.
მერე შლი ტვინკებს და ისევ თავიდან აკეთებ იგივეს იქამდე, სანამ სასურველ თანხას არ დააგროვებ.
სამ დღეში 1 000 ოქროზე მეტი ვიშოვე მასე, ოღონდ ევრო სერვერზე, რუსულზე არ ვიცი რა ღირს ეგ დასტი.
ნაშოვნი ფულით ააწყობ ტრაქტორს (მე სადღაც 150 გოლდამდე დამიჯდა) და იწყებ პაკების დამზადება - გადატანას.
6 რეისი გავაკეთე გუშინ, თითო 30 გოლდზე მეტი ღირდა (3 პაკი X 10) . ხვალ 180 გოლდს ჩავიხუტებ. ამაღამ იგივეს გავიმეორებ. მთელი ნაშოვნი თანხა ტრაქტორის აპგრეიდს უნდა მოვახმარო, რომ მერე მეტი პაკი გადავზიდო.
მარშრუტები: ჰალციონა - პენინსუელა, პენინსუელა - 2 ქროუნს (რუსულზე ამ რეგიონებს რა ქვია არ ვიცი).
დავხარჯე 18 ბენზინი. 50 ბენზინი ვიყიდე 7 გოლდად (32 კიდევ მაქვს ანუ 10 რეისის სამყოფი, ერთ რეისსაც 4-5 წუთით მეტს მოვანდომებ დ ეგაა

).
თითო რეისს 24 წუთი უნდა ანუ სამ სათში ჩავეტიე.
სამ საათში 180 ოქრო არაა ურიგო შემოსავალი ამ ეტაპზე. ლეობორ პოინტები დამიმთავრდა, თორემ კიდევ გავაკეთებდი (ტვინკები ამ ეტაპზე ურო მეტს იძლევა, მაგრამ "ტაკუიუ ლიჩნი ნეპრიაზნ ჩუსტვუიუ უჟე, ჩტო კუშატ ნე მოგუ", იმენა გული მერევა მაგაზე, ზეპირად ვიცი რა და როგორაა და იმენა მბრიდავს ფსიქოლოგიურად).
დამზადებას უნდა 210 (3X70) და ჩაბარებასაც 210 პოინტი, სულ 420.
გაასწორა პაკებმა.
პ.ს. ხო ოქროსთან ერთად კაჩავდება სხვადასხვა უნარები, მათ შორის კომერცია და ლეველებსაც იღებ მობებზე დამღლელი კაჩზე უკეთესად. კომერცია ახალ ლეველზე რომ გადავა, უფრო მეტ მაყუთს გადაგიხდიან.
რა თქმა უნდა პრემიუმი ჭირდება ამას ყველაფერს, თუმცა ზემოთხსენებული ტვინკების წყალობით სამ დღეში ვიშოვე პრემიუმის ფული - 640 ოქროდ ვიყიდე 2 აპექსი, ეხლა 400-მდე გაძვირდა, რუსულზე არ ვიცი რა ღირს.
This post has been edited by Tom Brady on 31 May 2015, 23:29