წავშალე სტატია - დაძინებას ვაპირებ და დილამდე კი გაიჩითება სტატია ხუთეულში. ჩვენი სამხედრო პოტენციალის გაბაზრება არ გვაწყობს. ვეთანხმები კაატინგას
აგერ დავდებ სპოილერში და ნახეთ ვისაც გაინტერესებთ.
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ესაქართველოს “გაფართოების’’ საკითხი. ვფიქრობ, სანამ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, გონივრული იქნება ჩვენი სამხედრო პოტენციალის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მოსახლეობის აღწერის შედეგებს, რომელიც განათლების მინისტრობის პერიოდში გავაკეთე.
როდესაც სტატიას წაიკითხავთ, ჩემი თხოვნა იქნება კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი ემხრობით თუ არა ომის იდეას, რათა მთავრობამ გაიგოს როგორია საზოგადოების განწყობა.
პირველი დივიზიონის გამოკლებით, საქართველოს მოსახლეობა არის 45 მოთამაშე. პირველი დივიზიონი ომის ბედზე გავლენას რომ ვერ ახდენს, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. მოკლედ, II, III და IV დივიზიონებში ჯამში გვყავს 45 მოთამაშე.
II დივიზიონში გვყავს 24 მოთამაშე. აქედან მხოლოდ 9 მოთამაშე იბრძვის აქტიურად ესაქართველოსთვის. დანარჩენები არიან უცხოელები, რომლებიც გარიყულნი არიან ჩვენი საზოგადოებიდან და ქვეყნის ცხოვრებაში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ენობრივი ბარიერიც იყოს. პრემიერად დანიშვნის შემდეგ, გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო , რათა ამ ხალხის ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაცია მოვახდინოთ. ამაზე დეტალურად სხვა დროს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ომის შემთხვევაში, მეორე დივიზიონში დაახლოებით 9 ადამიანის იმედი შეგვიძლია გვქოდეს.
III დივიზიონში გვყავს 11 მებრძოლი. აქედან მხოლოდ სამი იბრძვის აქტიურად საქართველოსათვის (ჯიმი,თუნგოზავრი და ბობუ). კიდევ არის თემოს ორი აქაუნთი, თუმცა ამ ნიკებით ახლა ვინ თამაშობს არ ვიცი. დანარჩების ინტეგრაციაზე სამუშაოა. ჯერჯერობით,ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-3 დივიზიონში 5 მებრძოლი გვყავს.
IV დივიზიონში გვყავს 10 მოთამაშე. აქედან ორია ქართველი - კაატინგა და ლობჟა. ამ უკანასკნელს ჯერ არ გადაუწყვეტია გააგრძელებს თუ არა თამაშს. უცხოელებს რაც შეეხებათ, ისინი საქართველოსთვის იბრძვიან ხოლმე, თუმცა “თავის ჭკუაზე’’. სტაბილურად მათ იმედად ყოფნა შეუძლებელია (ამ ეტაპზე მაინც).
თქვენ გადაწყვიტეთ შეუძლია თუ არა საქართველოს აწარმოოს აგრესიული ომი (დღევანდელი მდგომარეობით).
რაც შეეხება მომავალს:
დაახლოებით ერთ თვეში, პირველიდან მეორე დივიზიონში მინიმუმ 20 მოთამაშეს “ველოდებით’’. განსაკუთრებით, სამ მოთამაშეს გამოვყოფდი:
მაქსიმუს II – 35კ ძალა, ლვლ 34.
ბენდო - 50კ ძალა, ლვლ 34.
ჩარლი - 38კ ძალა, ლვლ 30.
დაახლოებით 10კ ძალის მოთამაშეებზე აღარაფერს ვამბობ,ბევრნი ვართ

ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი უცხოელებთან კარგად ვიმუშავებთ და მათ 50%-ს მაინც ჩავაყენებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში + დაველოდებით ხალხის პირველი დივიზიონიდან მეორეში გადასვლას, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს გაფართოებაზე ფიქრი შეიძლება.
მადლობა ყურადღებისათვის ! ველით თქვენს მოსაზრებებს.