#43959900 · 6 Mar 2015, 19:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Code_49 არკადა საერთოდ რატომ ახსენე არ ვიცი, მაგრამ რადგან ახსენე მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ ყველა რეჟიმს და თითეული ცალ-ცალკე განვიხილოთ.
არკადა, როგორც რეჟიმი, საჭიროა და სულაც არაა ისე ხელწამოსაკრავი და აუგად სახსენებელი, როგორც შენ თქვი. აი, არკადიშნიკი სულ სხვა საქმეა.. თუმცა ამჯერად ეგ არ გვაინტერესებს. ვინც აქ ვწერთ უმეტესობას 2 წელზე მეტი სტაჟი მაინც გვაქვს ))
საჭიროა-მეთქი დავწერე და ამ საჭიროებაში უამრავი რამ იგულისხმება, თუმცა აქცენტს მთავარზე გავაკეთებ და ეს მთავარი ჩემთვის მაგალითად ახლადგახსნილი ტექნიკის სწრაფად გატოპვაა, სულერთია V დონის ტ-54 იქნება ეს, ის-4, მაუსი, M-103 თუ სეიბრი, კიუნკაი, მიგ 15 ბის ან მეტეორი.. ასევე საკამათო არ უნდა იყოს ის, რომ ტექნიკის ბოლომდე და სწრაფად გასატოპად არკადა მშვენიერი საშუალებაა. გაუტოპავი ტექნიკით სხვა რეჟიმებში ბევრს ვერაფერს გააკეთებ და სანამ რამის გაკეთებას შეძლებ მრავალჯერ იწვნევ წაგებისა და ნერვების მოშლის გემოს..
ეგ ერთი და მეორე მიზეზი ისაა, რომ არკადა შესამზადებელი რეჟიმია. თამაშს მუდმივად ემატება ახალი მოთამაშეები და სანამ მავანი რეალისტურის და სიმულატორის სათამაშო დონეს მიაღწევს, მანამდე გამოცდილება ჭირდება..
QUOTE | ჩვენ რო ვთამაშობთ ხოლმე მაქსიმალურად ვცდილობთ რო რეალურობასთან ახლოს მივიდეთ. მარკერებს ვხსნით, გადატენვის მაჩვენებლებს ვხსნით, DCS ვხსნით |
კაი საშუალება გინახავთ... და რატომ კი მარა? რეალურად საბრძოლო მომზადებისას, მით უმეტეს საბრძოლო სიტუაციაში, განსაკუთრებული ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება დროს. დროში დამიზნებას, გადატენვას, გადაადგილებას, ცეცხლის გახსნას, ისევ პოზიციის შეცვლას და ა. შ. მოკლედ რეალობაში დროის უმკაცრეს კონტროლზეა უამრავი რამ დამოკიდებული. ასევე საჭიროა ტემპერატურის, ადგილის სიმაღლის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების, როგორც ამჟამინდელი მონაცემების, ასევე ცვლილების ცოდნა. იმიტომ, რომ ამ მონაცემებზე დიდმნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჭურვის ზუსტად და ეფექტურად გასროლა ))
გამოდის რეალობას კი არ მიუახლოვდით, იმ რეალობის სიმულაციას ცდილობთ, რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ და გაწყობთ :დ
QUOTE | არკადაში 7-8 ტანკით შეგიძლია შეხვიდე |
მხოლოდ 3 ტანკით შეგიძლია შეხვიდე... 2-ჯერ შესვლა სიმულატორშიც შეგიძლია (მსუბუქი ან საშუალო ტანკით. ასევე ჯამბოც ორჯერ ჩნდება)........
QUOTE | როსთვის თამაშობთ ვაბშე |
ამაზე ამას გიპასუხებ:
QUOTE | თამაშში სათამაშოდ და გასართობად შევდივარ დამღლელი სამუშაო დღის მერე და მინდა რო გავერთო, განვიტვირთო და არა ის, რომ მანდაც ნერვები დამეწიწკონს. |
ამის საშუალებას კი რეალისტური მაძლევს.
P.S. თავის დროზე საკმარისად ვსწავლობდი საბრძოლო ტაქტიკას და სტრატეგიას, ჭურვებიც ბლომად მითრევია და ნასროლიც მაქვს... ასე რომ შეგრძნებები არ მაკლია და სულ ფეხებზე მკიდია ახლა ამათი ბანძი უმარკერო სიმულატორი ))
Tornikee
QUOTE | მარკერიანი სიმულატორი სიმულატორი არ არის |
სიმულაციური სწავლების კურსი თუ გაგივლია, ან სიმულაციური სწავლების ოთახში მაინც თუ ყოფილხარ ისიც გეცოდინება, რომ არც ამათი უმარკერო სიმულატორია რეალობასთან საკმარისად მიახლოებული )
--------------------
+-(mc²)ф(√)
---------------------------
A lonely soldier in a dubious battle
|