პირველ რიგში არ შეცდე და ჩელოს არ დაუჯერო
შემდეგ საკუთარ თავს შეაგონე, რომ ცხოვრება არც ისეთი ხანგრძლივია ამ ან სხვა თამაშს შესწირო სიცოცხლის დარჩენილი (რომელიც კაცმა არ იცი რამდენია) დროის ნაწილი.
უფრო მეტი ეფექტისთვის შედი შენ ექაუნტში და დაითვალე ერთიმეორეზე სულ რამდენი დღე გაქვს თამაშში გატარებული...
ნანახს თუ დაკვირვებით ჩაუფიქრდები შეიძლება შენც ეგრევე წაშალო.
მართალია სინანულის გრძნობაც არ დაახანებს და მრავალჯერ შეეცდები აღადგინო, მაგრამ რაკი ყველა მცდელობა უშედეგო იქნება უკვე გადაჩვევის რთულ და გრძელ გზას შეუდგები

საწყის ეტაპზე სხვა თამაშით შეგიძლია ჩაანაცვო, ოღონ ხანგრძლივად სათამაშოდ მოსაწყენი რომ იყოს და ონლაინ რეჟიმი არ ჰქონდეს : D
ესეც რომ მოგბეზრდება წაშალე და უფრო საინტერესო და სასარგებლო გამოყენება უპოვე კომპს
------------------------------------------------------------------------
უკვე თვეზე მეტია აღარ მითამაშია და ნელ-ნელა სურვილსაც ვკარგავ : D
ისე ყველაზე კარგს გასწავლი, რაც გავაკეთე და რამაც ყველაზე მეტად მიშველა:
დაშალე კეისი, მოაძვრე დედა პლატაზე რომ პროცესორის ქულერია. მოაძვრე თავის რადიატორიან ყველაფრიანად. გაწმინდე (დამტვერილი იქნება მაინც

) ააწყვე და დააგე ისევ, ოღონდ თერმოპასტა არ წაუსვა. კეისს ორივე გვერდი მოხსნილი ჰქონდეს. ჩაწერე AIDA64. ჩართე კომპი და დაუყოვნებლივ გაუშვი ეგ პროგრამა. გადადი სენსორზე და ყურადღებით ადევნე თვალი პროცესორის ტემპერატურას...
ამრიგად ერთადერთი რის გაკეთებასაც შეძლებ ინტერნეტში შეხვალ, მუსიკას მოუსმენ ან ფილმს უყურებ. სხვა რამე ისე გაახურებს პროცესორს, რომ დაგიწვავს