უზარმაზარი...
რუსებს ონლაინ თამაშების შექმნა ეხერხებათ და ვერ დაუკარგავ...

აბსოლუტურად განსხვავებულია ეს WT-სგან და ნებისმიერ ასპექტში WT ჯობია ამას (ჩემი სუბიექტური აზრით)
დავიწყოთ იმით, რომ WT რესურსს არ ჭამს, მიუხედავად ამისა არაჩვეულებრივი გრაფიკა აქვს და თამაშში რეალიზმი თუ გიზიდავს ვერ მოწყდები.
ტექნიკას შენარჩუნებული აქვს ისტორიული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ქვემეხის და ტყვიამფრქვევის ხმაც კი მსგავსია)
დაზიანების მოდელიც რა შედარებაა ამასთან.. აქ ესვრი და სიცოცხლე აკლდება :დ იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რას ესვრი, სად ესვრი, როგორ ესვრი..
ტანკი იღებს დაზიანებას (მსუბუქ, საშუალო და მძიმე) ან მაშინვე ჰაერში იწევა... კალიბრზე, ჭურვის სახეობასა და სასროლ მანძილზეც ბევრი რამეა დამოკიდებული
ეკიპაჟის წევრებიც სროლის შედეგად ასევე დაზიანებას იღებენ ან იხოცებიან, რაც ტანკსაც შესამჩნევად ეტყობა
ამიტომ თამაში დაკვირვებას და სისწრაფეს მოითხოვს, გამოცდილებაც აუცილებელია...
აქვს 3 რეჟიმი, რაც ასევე ძალიან კარგია
1) არკადა ძირითადად ახალბედებისა და ნუბებისთვისაა
2) რეალისტური სტაჟიანი მოთამაშეებისთვის
3) სიმულატორი სპეცებისთვის
თუმცა დამწყებიც ბევრი თამაშობს სიმულატორს..
შეგრძნება გაქვს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტანკში ზიხარ და რეალურად იბრძვი...
სხვა არცერთ თამაშს არ მოუნიჭებია პირადად ჩემთვის ასეთი სიამოვნება.