https://www.facebook.com/groups/Hearthstonegeo/მოგესალმებით, ქართული House Cup-ის საორგანიზაციო ჯგუფი, ვატარებთ Georgian House Cup 2-ს. ტურნირის მონაწილეების რაოდენობა არის 16, ჩატარდება ჯგუფური ეტაპებით, ასევე გაიცემა პრიზები პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე (1- 40 Pack, 2-15 Pack, 3-7 Pack). ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი შედგება 10 კაცისგან, შესაბამისად ტურნირზე ცხადდება Online Play-off-ები დარჩენილ 6 ადგილზე !
Online Play-off-ზე დარეგისტრირება :
Onlien Play-off-ების თამაშები იწყება პარასკევს 21:00-ზე, რეგისტრაციის ბოლო ვადაა პარასკევი, 25 სექტემბერი 20:00.
ტურნირზე რეგისტრაციის დროს სახელად მიუთითეთ თქვენი battle tag, ზუსტად ისე როგორც თამაშშია. (მაგ : Giorgi#2225)
მონაწილეობისთვის აუცილებელია გქონდეთ 3 სხვადასხვა კლასის დექი.
ტურნირის ფორმატი: BO3
წესები: თამაშის დაწყებისთანავე მოწინააღმდეგები ერთმანეთის 3 კლასიდან ამოუშლიან ერთს, შესაბამისად ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში 2 დარჩენილი კლასით მოუწევთ. ყოველი თამაშის შემდეგ მოგებული დექი იცვლება და მისი გამოყენება დაუშვებელია აღნიშნულ მატჩში, ხოლო წაგებულს შეუძლია დაიტოვოს დექი ან შეცვალოს ის.
თამაშის დასრულების შემდეგ მოგებულმა მოთამაშემ უნდა შეიყვანოს ქულები და მონიშნოს გამარჯვეული.
სარეგისტრაციო ლინკი -
http://challonge.com/tournaments/signup/PFiJWxTuFc (თუ არ ხართ დარეგისტრირებული, პირველ რიგში მოგიწევთ საიტზე რეგისტრაციის გავლა, შემდგომ უშუალოდ Play-off-ებზე დარეგისტრირებაც არ გამოგრჩეთ ! )
მადლობთ ყურადღებისთვის,
გაითვალისწინეთ რომ საკვებისა და პრიზების მიზერული საორგანიზაციო/საწევრო თანხა იქნება დასადები.
რაიმე კითხვა თუ გაგიჩნდებათ დაწერეთ კომენტარებში !