misha-htcგანახლება რომ ისეთი ვერ გამოუვიდათ, რასაც ველოდით და როგორიც უნდა ყოფილიყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს ალბათ. რაც პატჩი გამოვიდა იმის შემდეგ არ მითამაშია, მაგრამ რასაც აქ წერთ იმის მიხედვით მართლა ვერ უნდა იყოს სახარბიელოდ საქმე. თუმცა თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, გაიჯინი რომ მოგებაზე მუშაობს და მოგებისთვის მათ ინტერესებში შედის, რომ მომხმარებლები კმაყოფილი ჰყავდეთ, ალბათ მალე გამოასწორებენ იმ ყველაფერს, ნუ უმეტესობას მაინც, რაზეც ასე ხშირად იწერება შენიშვნები.
ტანკების ფრენა, ტელეპორტაცია, თვითმფრინავების მიწაზე ხოხიალი, უხილავი დაბრკოლებები, მასიური თვითმკვლელობები და ა.შ. ადრეც ხდებოდა მეტ-ნაკლები სიხშირით. ტანკებში ჩემთანაც ჭედავდა ბოლოს. თითქმის ყოველთვის, ნებისმიერი ხელის დაწყების წინ 10-15 წამი FPS 15-მდე ვარდებოდა ხოლმე და ტანკი წრეებს აკეთებდა. არადა სუსტი კომპიუტერი ნამდვილად არ მაქვს..
მოკლედ მარტო გაიჯინის ბრალიც არაა ყველაფერი. ეს თამაშის ახალი ძრავი უფრო ძლიერ კომპიუტერს და მეტ უკეთესს ინტერნეტს საჭიროებს ალბათ.
თამაშის დროს როცა ჭედავს ყურადღება მიაქციე ხოლმე მარცხენა ქვედა კუთხეში (უწინ ასე იყო) მონაცემებს
დაბალი FPS არის შენი კომპიუტერის, ვიდეოკარტის ან ოპერაციული სისტემის ბრალი, ხოლო მაღალი PING-i და PL (packet lost) შენი ინტერნეტ პროვაიდერის ბრალი.
P.S. თამაშთან ერთად როცა რაღაცას იწერ, ან უყურებ, ან Wifi-ის იყენებს ოჯახის რომელიმე წევრი, მაშინაც ჭედავს.
* * *
ჰო, ჩემ შემთხვევაში გაჭედვების მიზეზი დავირუსებული ოპერაციული სისტემა და თავგასული ინტერნეტპროვაიდერი გამოდგა