ბევრია და არ ეტევა. გაგრძელება იქნება. ეს ჩაამატეთ პირველ გვერდზე. თუ რამეა შეასწორეთ ჩემი ნაწერი.
დღეისათვის თამაშში არის 9 გმირი (Hero), რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური/უნიკალური შესაძლებლობა (Hero Power):

განდევნილი/ბანდიტი (Rogue) - სპეციალიზირებულია ფარულ თავდასხმაში და შესანისნავად ფლობს ხრიკებს.
ის ერთნაირი წარმატებით იყენებს პირდაპირი დაზიანების შელოცვებს (Spell) და კომბინაციური ტიპის კარტებს.
ხანჯლების და ფარიკაობის დიდი მოყვარული.
მონადირე (Hunter) - უბადლო მონადირე, შეუძლია მხეცების მოთვინიერება.
მიაღწია რა მათი ყველა ასპექტის შესწავლას, მას შეუძლია უწყინარი ცხოველიც კი უშიშარ სასიკვდილო მანქანად გადააქციოს.
მასზე კარგად ვერავინ ფლობს მშვილდს, არ ერიდება პირდაპირ შეტევას.

სინათლის რაინდი (Paladin) - ვერავინ ინატრებდა ბრძოლის ველზე მისნაირ ლიდერს.
მას შეუძლია გააძლიეროს და უმკურნალოს საკუთარ ჯარს, ხოლო მოწინააღმდეგის დრაკონი კი პატარა წიწილად გამოიყვანოს.
სპეციალიზებულია გაძლიერება/მკურნალობაში, ასევე ფლობს სინათლის მახვილებს.

ექიმბაში/შამანი (Shaman) - შუამავალი ცოცხლებისა და სულების სამყაროში.
მის არსენალში მრავლად მოიპოვება პირდაპირი და მასობრივი შელოცვები, სამკურნალო მაგიები და ძლიერი მიმდევრები (Minion).
ყურადღება მიაქციეთ ტოტემებს - განსხვავებული შესაძლებლობები ხომ სწორედ ისაა რაც მას უნიკალურობას სძენს.

ხის სული/დრუიდი (Druid) - "მრავალგვარობა/მრავალსახობა" - ესაა პირდაპირი სახელი როცა თქვენს წინ დრუიდია.
ბევრ მის შელოცვას ორიდან ერთი ეფექტის მოცემა შეუძლია. ტაქტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე მისი მიმდევრებიც კი იცვლიან ფორმას.
სწრაფად შეუძლია დააგროვოს საბრძოლო ელექსირი (Mana), რაც მას საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს.

დემონის მოციქული/ვარლოკი (Warlock) - დემონური მაგია უძლიერესია, ამისათვის კი სოლიდური საფასურის გადახდაა საჭირო.
შეუძლია გააკონტროლოს შემაძრწუნებელი რაოდენობის დემონური მიმდევრები, რომლებსაც ბრძოლის ბედის მისთვის სასიკეთოდ შემოტრიალება შეუძლიათ.

მაგი (Mage) - არავინაა მასზე უკეთესი როცა საქმე საბრძოლო ელექსირის "ო ღმერთო ჩემო ის მწვავს"-ად გარდაქმნას ეხება.
არსენალში უამრავი პირდაპირი დაზიანების შელოცვა მოეპოვება, რომელსაც დიდი სიხარულით სტყორცნის მოწინააღმდეგეს სახეში.
ამას ემატება მასობრივი შელოცვები და რამოდენიმე სახეობის საუდუმლოება (Secret). არასოდეს იცის მოწინააღმდეგემ რომელი გზით წაიყვანენ მისი უგუნური ქმედებები.

მეომარი (Warrior) - ერთერთი ყველაზე მრისხანე მეომარი, რომელიც კი უნახავს სამყაროს. საბრძოლო ნაჯახები, სისხლს მოწყურებული მიმდევრები და რისხვის მართვის უდიდესი პრობლემა მისი სავიზიტო ბარათია.
ზიანის მიყენებაც და მიღებაც ერთნაირად შეუძლია - აი სწორედ ესაა საბრძოლო ხელოვნების მწვერვალი.
რამდენადაც უბადლოდ ფლობს საბრძოლო ნაჯახებს იმდენად მანიაკალური თვითდაჯერებულობის და უშიშრობის ჩანერგვა შეუძლია საკუთარი სისხლზე დაგეშილი მიმდევრებისთვის.

მსხვერპლთმწირავი/მღვდელი (Priest) - ჩვენ ვიცით რასაც ფიქრობ: ის მღვდელია, რას გააკეთებს - განმკურნავს სიკვდილამდე?
ნამდვილად, იგი გამორჩეულად ძლიერია განკურნების შელოცვების გამოყენებაში, თუმცა მისი ჩრდილის (Shadow) შელოცვები ამ ირონიას სახეზე შეგაყინავენ.
ამას თან ერთვის გონების კონტროლის შელოცვებიც -"ვოლოლო" და სხვისი მიმდევრები უკვე მისსავე წინააღმდეგ იბრძვიან.
This post has been edited by mamachemi on 31 Jan 2017, 19:10
and i'll strike down upon thee with great vengeance and furious anger those who attempt to poison and destroy my baby
********************
nin :chups: