SabArch
Milქ Lover

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3292
წევრი No.: 165928
რეგისტრ.: 21-April 13
|
#57222158 · 27 Nov 2020, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ე.წ. ჯავა სერვერებზე თამაშის მუღამი ვაბშე 0-ია მე თუ მკითხავთ რა. მანდ მობების ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არაა როგორც ოფიციალურზე იყო/არის. უმეტესობა პირატული სერვერები არის ჯავა სერვერები ანუ ემულატორებია და არა რეალური ლინიჯ 2. განსხვავებას გაიგებთ როცა დაბალრეიტიან PTS-ზე ითამაშებთ და ისწავლით თამაშის მექანიკას.
ერთადერთი С4 და High Five გაეპარათ ოფიციალური ზბორკები ენცესოფტიდან და მარტო ეგ ქრონიკებია PTS-ზე (ყველა სერვერი არა ოღონდ რა თქმა უნდა), დალშე ან ჯავა სერვერებია სხვა/იგივე ქრონიკები თუნდაც, ან ექსტენდერით არის აწეული ქვედა ქრონიკა ზედაზე ან პირიქით, ზედა ქრონიკიდანაა ჩამოწეული ქვედაზე და მანდაც ბაგებია ხოლმე ბევრი, მიუხედავად იმისა რო PTS ზბორის ბაზაზე შეიძლება იყოს ეგ დაშენება/ჩამოშენებები გაკეთებული. Ertheia გაეპარათ კიდე გოდესიდან, მარა მაგას არავინ ხსნის და არავინ თამაშობს პრივატულებზე. ანუ გამოდის რო ან უაზრო С4 უნდა ითამაშო, ან High Five (რომელიც ყველაზე დაბალანსებული ქრონიკაა გოდესამდე რაც გამოსულა + ოხრადაა კონტენტი).
ამჟამად High Five-ის ოფიციალურ ზბორზე არის მარტო RPG CLUB (High Five 4 PTS). ეხლა გახსნეს x1 სერვერი, რაც ავთენტური გეიმფლეია თამაშის. ნებისმიერი სხვა რეიტი დარღვევაა მექანიკის და ეკონომიკის თამაშის.
ელემენტარული რო აიღოთ, ჯავა სერვერზე მობები ერთ მწკრივში დგებიან როცა პარიკებს აკეთებ, ოფიციალურ ზბორზე კიდე დარბიან აქეთ-იქით და არ იჭედებიან ერთმანეთში. სერვიტორს როცა ურტყავენ სუმონერის გარშემო იწყებს სირბილს ოფიციალურ ზბორზე, ჯავაზე კიდე დგას ხესავით. NPC-ს რო დააჭერ დასაბაზრებლად, 2-3 წამი არ შეუძლია განძრევა ჩარს ოფიციალურზე, ჯავაზე კიდე სრაზუ შეგიძლია გაინძრე. ჯავაზე კრივოი მექანიკებია სკილების და გეიმფლეის ზოგადად + ადმინებს რასაც უნდათ იმას შეცვლიან და ვერასოდეს ვერ მიუსადაგებ 1 კონკრეტულ ჯავა სერვერზე და ქრონიკაზე ნათამაშებ გამოცდილებას სხვა იგივე ქრონიკის ჯავა სერვერზე მიღებულ გამოცდილებას.
ისე რამდენმა იცით ლორი თამაშის? 99% აზრზე არაა და როგორც ქაუნთერს ისე თამაშობს, მარტო ლეველ რაში სრაზუ ტოპ ლეველზე და მერე სიჯები/ოლი და პვპ.
დამალული ქალაქებია დღემდე არ გამოსული 4-5 ქალაქი დიდები. ისტორიაში დევს.
თუნდაც ფაფურიონი, რომელიც ახლა გამოვიდა მეინ ვერსიაზე, ჯერ კიდევ С1-შია მოხსენიებული რომ არსებობს სადღაც გირანთან ახლოს. შილენის შვილია ეგეც, ისევე როგორც სხვა სტიქიის დანარჩენი დრაკონები.
თვითონ შილენი არის მთავარი ანტაგონისტი თამაშში პირველივე დღიდანვე. ყველა უბედურება შილენის მოწყობილია პრელუდიიდან გოდესის ჩათვლით. დაჟე გოდესამდე, ანუ სანამ გამოიღვიძებდა სიბნელის და დამანგრეველი ძალის მქონე შილენი, უკვე არის ნიშნები მოახლოებული განადგურების. ჯუჯების სოფელში, გლუდიოში, გირანში - ჩამონგრეულია კონსტრუქციები High Five-ში, და NPC-ებიც ამბობენ რო რაღაც ცუდი უნდა მოხდესო (გოდესის შესავალია ფაქტიურად ეგ ნიშნები).
ანტარასს ძმა დრაკონი ყავს ლორში, რომელიც თამაშშია ნახსენები ქვესთებში ჯერ კიდევ პრელუდიის დროს თუ არ ვცდები.
ტრასკენიც პრელუდიის დროსაა ნახსენები გნომების სოფელში, ქვესთებში. მაგრამ ეგეც გოდესის მერე გამოჩნდა თამაშში, როგორც ფაფურიონი. ჯუჯების Mithril Mines-ში ბუდობდა ადრე (გოდესამდე) ტრასკენი. შემთხვევით აღმოაჩინეს ჯუჯებმა შახტებში მუშაობის დროს და გამოიღვიძა. მერე ერთმა ჯუჯამ სახელად ლუსიენმა მარტოკამ მოერია და მოკლა ტრასკენი. გმირად შერაცხეს და იდეაში ჯუჯების სოფლის შუაში უნდა ყოფილიყო ლუსიენის ქანდაკება, NPC-ების მიხედვით, მარა არ დადგეს კორეელებმა რატომღაც. ჯუჯების მეფის სურათი არის ზატო ფრეიას შესასვლელთან ახლოს, ხიდთან. მერე გოდესში უკვე დაანგრია შილენმა ჯუჯების სოფელი და ტრასკენი შიგ სოფლის შუაში ამოვიდა და მთელი ადენის კონტინენტზე შეინიშნებოდა მაგის კუდი მიწიდან ამოსული. იდეაში ტრასკენის კვერცხი უნდა ყოფილიყო Mithril Mines-ში გოდესამდე, მარა არც მაგის რეალიზება მოახდინეს დეველოპერებმა.
არის კიდევ 2 დიდი ქალაქი/ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ С1-С4-ის ეპოქაშია ნახსენები - Lyonn და Mlan. ორკების დანჯენთან რო გაივლი ძველ ქრონიკებში მანდ ჩნდება წარწერა: Lyonn Territory. მერე გადათქვეს დეველოპერებმა მაგ ტერიტორიის გაკეთება და შუტგარდი გააკეთეს, რომელიც ასევე ლორში იყო სანამ გამოვიდოდა მეხუთე ქრონიკაში. Mlan კიდე ჯუჯების ციხე-ქალაქი იყო სანამ ორკები გამოდევნიდნენ და ეგ უნდა ყოფილიყო ჯუჯების სოფლის დასავლეთით, ანუ ორკების სოფლის ჩრდილოეთით. იდეაში ეგ ქალაქი შეიძლება გამოუშვან მეინ ვერსიაზე ოდესღაც. მაგ ქალაქზე ჯუჯების სოფლის ქვესთებშია მოთხრობილი ჯერ კიდევ პრელუდიის დროს. ლაბირინთები აქვთ გაყვანილი ჯუჯებს მაგ ქალაქში და შახტები. ჯუჯების სოფლის მიმდებარედ ბევრი ამოჭედილი შესასვლელებია შახტების და იდეაში მანდედანაა გასასვლელები სავარაუდოდ, მაგრამ 18 წელია დაკეტილებია ეგ გასასვლელები. ერთი გასასვლელი გაიხსნა მარტო, შუტგარდის ტერიტორიაზე მოსახვედრი. Frozen Valley-დან გადიხარ, Mining Zone Passage ქვია. С5-ში გაიხსნა თავისთავად, როცა შუტგარდის ტერიტორია გაჩნდა თამაშში. დანარჩენი გასასვლელები აღარ გახსნეს სამწუხაროდ.
საერთოდ, ჯუჯების და ორკების ტერიტორიები, ანუ ელმორის კონტინენტი, ფართობით მცირე გამოვიდა ადენის კონტინენტთან შედარებით. მაგიტომ უნდა შეეყვანათ თამაშში Lyonn და Mlan ქალაქები თავისი ციხეებით და ტერიტორიებით, რაც ჯამში, გოდარდთან, შუტგარდთან და რუნთან ერთად დიდ ტერიტორიას მისცემდა ელმორს. С5-ში, შუტგარდის დამატებით უკვე შეუერთდა ელმორი ადენს ჯუჯების სოფლის მეშვეობით და ელმორედენი გახდა, ანუ გაერთიანდა კონტინენტები. მაგრამ ელმორის, როგორც ცალკე არსებული კონტინენტის სიდიდე ბევრად ჩამოუვარდება ადენისას სამწუხაროდ.
არის კიდევ Avella, გირანის მსგავსი დიდი სავაჭრო ქალაქი, ოღონდ გროტესკული (ბნელი ფონით). მაგაზე შავი ელფების ქვესთებშია მოთხრობილი.
არის კიდევ Kent და Lansk ქალაქები - ამათგან რომელიღაც ჰაინეს მსგავსი ქალაქი უნდა ყოფილიყო, ოღონდ შავი ელფების ატმოსფეროთი. ჰაინე თუ თეთრი ელფების არქიტექტურაა და ატმოსფერო, Kent ან Lansk პირიქით უნდა ყოფილიყო, ანუ შავი ელფების არქტიტექტურით და ატმოსფეროთი.
დაჟე კამაელების მაგივრად ვამპირების გაკეთებას გეგმავდნენ თურმე ენცესოფთში, მარა გამოკითხვა ჩაუტარებიათ კორეელებში და კამაელები არჩიესო. ლორში კამაელები ნახსენებია 2004-ში ჯერ კიდევ. ისევე როგორც ერთეია. ეს მეორე გოდესში გააჩინეს თამაშში, მანამდე არ შეიყვანეს, მაგრამ ნახსენები ჯერ კიდევ მაშინ იყო ლორში.
სულ ახლახანს რომელიღაც ვერსიაში თამაშის ახალი რასა გამოუშვვეს - სილფები. ესენიც ერთეიას მსგავსად ქარიშხლის სტიქიის რასაა, ოღონდ ამათ რეინჯზე შუძლიათ სროლა დიდი მუხის, როგორც გიგანტებს აქვთ მხარზე შემოდებული დიდი მუხა.
ერთადერთი რასა, რომელიც ღმერთების შექმნილი არაა და გიგანტების შექმნილია როგორც ცოცხალი იარაღი საბრძოლველად, არიან კამაელები. მაგიტოა მაგათი სკილები განსხვავებული რო იყო სხვა რასებისგან, როცა გამოვიდნენ ინტერლუდის მერე. გოდესშიც მაგიტოა რო კეკროპუსი, მაგათი მთავარი იერარქი, ეჩურჩულება დანარჩენ რასებს, ჰერმუნკუსამდე მიმავალ გზას რო უკვალავს Path to Awakening Quest Chain-ის მეშვეობით. ჰერმუნკუსი ბოლო ცოცხალი გიგანტია რომელიც შებოჭილია და პერსონაჟი ათავისუფლებს მას და მაგის მერე აძლევს ჰერმუნკუსი ახალ, გიგანტების ძალას (ანუ მეოთხე პროფესიას).
იდეაში მეინ ვერსია ლორის მიხედვით ვითარდება დღემდე (ფაფურიონის გამოჩენა 2019 წელს თუნდაც). ასე რომ არაა გასაკვირი გამოჩნდეს ზემოაღნიშნული ქალაქები.
ბევრ რამეში ჩააჯვეს კორეელებმა და საერთოდ დაკარგეს პოტენციალი თამაშის გრანდიოზულობის. ეგ ყველაფერი მანამდე რომ ექნათ სანამ გოდესს გამოუშვებდნენ და გრაცია რო გააკეთეს კონტინენტი, მაშინ გაეკეთებინათ ეგ 4-5 დიდი ქალაქი, ოხრად კონტენტი და მრავალფეროვნება იქნებოდა თამაშში, მაგრამ დღეს რასაც აკეთებენ ეგაა რო ძველ საკაჩაო ადგილებს აპს უკეთებენ ლეველის და ვსო. ახალს არ აკეთებენ არაფერს. იდეაში ჯერ კიდევ 2004-ში ნახსენები 4-5 ქალაქი შეუძლიათ ჩასვან თავის საკაჩაო ადგილებიანად, მარა ვერაფერი.
ვისაც აინტერესებს ლორი ჩაგიგდებთ ლინკს და გაეცანით თამაშის ისტორიას და ვინ ვინაა და რატოა ვაბშე. ორკი რატოა ორკი და ელფი რატოა ელფი. რატო არიან შავი ელფები მიწის ქვეშ და ადამიანები კუნძულზე. ბევრი რამეა საინტერესო. ვოვის ლორთან შედარებით რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ ვინც წლებია უკვე თამაშობთ ამ თამაშს, ტეხავს პროსტა არ ცოდნა ამეების.
This post has been edited by SabArch on 27 Nov 2020, 15:45
|