GooD LuCKLessQQNika303ბევრი იწერება აქ გუნდელებზე და იმათზე გადაბრალება თუ რატომ ვერ ადიხარ უფრო მაღალ რანკზე.
ცოტა ხნის წინ მქონდა მაგაზე საინტერესო საუბარი რაიოტერებთან და საკმაოდ საფუძვლიანად აქვთ ეგ საკითხი შესწავლილი.
მიუხედავად იმისა რომ ყველას აუცილებლად შეგვხვდება ტროლები, იდიოტები და ა.შ. გუნდში, ერთადერთი მიზეზი წინ რატომაც ვერ მიდიხარ ისევ საკუთარ თავშია.
ზოგადად, ყველას ჰგონია რომ საკუთარ გუნდელებზე უკეთესად თამაშობს და მეტი წვლილი შეაქვს გამარჯვებაში. ზუსტად ასე ხართ აქ ვინც გუდნელებზე წუწუნებთ და სინამდვილე მთლად ეგრე არაა.
ადამიანური ფაქტორია ეს და სავსებით ნორმალურია, მაგრამ წინ წასვლა თუ გინდა უნდა გადალახო ეს როგორმე. მაგალითისთვის, ორი კვლევის შედეგები, რომელიც კარგად ასახავს ამ ფაქტებს:
1. მძღოლების ცნობილი კვლევა. რამდენიმე ასეული მძღოლი გამოიკითხა და გამოკითხულთა 90%მდე განაცხადა რომ საშუალოზე უკეთესად ატარებს მანქანას, რაც შეუძლებელია. ზუსტად ასეა ლოლშიც.
2. სხვა და სხვა გუნდის წევრებს (ცოლ-ქმრებს, თანამშრომლებს, სპორტუ გუნდელებს) კითხეს შესრულებული სამუშაოს რა ნაწილი გადავიდა მათ კისერზე. შედეგების დაჯამების შემდეგ, რიცხვი ყოველთვის 100%ზე მეტი იყო, ანუ ცოლ-ქმარს რომ ჰკითხეს საშინაო საქმეების რამდენ პროცენტს აკეთებს თითოეული, ორივემ 50%ზე მეტი უპასუხა. იგივე ხდება ამ თამაშშიც, ყოველთვის გგონია რომ შენ ხარ და შენი ნაბადი, არა და არაა ეგრე.
ეხლა უშუალოდ თამაშის კუთხით შევხედოთ იგივეს. როცა მარტო თამაშობ, თითოეულ თამაშში 9 შემთხვევით შერჩეულ მოთამაშეს ხვდები. 4 შენი გუნდელია, 5 კი მოწინააღმდეგე. ამ 9 ადამიანიდან, ნებისმიერი თანაბარი შანსით შეიძლება იყოს ტროლი, იდიოტი, ნუბი და ა.შ. ეს კი იმას ნიშნავს რომ შენ თუ არასდროს არ იქნები ის ტროლი, იდიოტი, ნუბი - აუცილებლად წინ წახვალ რანკში. იმიტომ რომ სტატისტიკურად, შენ გუნდში ყოველთვის ნაკლები ტროლი და ნუბი იქნება ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდში.
ასე რომ, სხვებზე გადაბრალებას შეეშვით და ეცადეთ საკუთარი თამაში გამოასწოროთ. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ბევრ შეცდომას უშვებთ და ამ შეცდომების ანალიზი და გამოსწორება აუცილებლად წაგწევთ უფრო მაღალ დივიზიებში. მაგალითად პირადად მე ბრონზიდან ყოველთვის თავისუფლად ამოვდივარ, მარა სილვერში უკვე ვბუქსაობ და წინ ნელა მივდივარ. საკუთარი თამაშის ჩანაწერს ვუყურე 1-2 ჯერ და უამრავ შეცდომას ვუშვებ, როგორც მექანიკაში ისე პოზიციურად.
http://www.leaguelsi.com/ დააყენეთ ეს და საკუთარ თამაშებს გაუკეთეთ ანალიზი, შეიძლება საინტერესო რაღაცეები აღმოაჩინოთ. მაგალითად მე აღმოვაჩინე რომ ჩემი ჩემპიონებით საშუალოდ სხვა მოთამაშეები თამაშში 13+ ვარდს იყენებენ, მე კიდევ საშუალოდ 6-ს. კატასტროფაა და ეხლა სულ ვაქცევ ყურადღებას ამ კომპონენტს.
This post has been edited by pxovela on 2 Aug 2016, 07:37