როგორ დავიწყოთ ელიზიუმის რეალმზე თამაში - ვანილა ექსპანსიაზე ვოვის ვერსია 1.12.1-ზე
იქ სადაც ჩვენც ვთამაშობთ და გილდიაც გვაქვს.
პირველ რიგში ვრეგისტრირდებით აქ:
https://elysium-project.org/playშემდეგ უნდა გადმოვწეროთ თვითონ თამაში.
1. თამაშის გადმოწერისთვის ჯერ დაყენებული უნდა გქოდეთ utorrent-ი.
utorrent-ის გადმოსაწერად შევდივართ
http://www.utorrent.com/#comp-tbl აქ,
ვაჭერთ Get utorrent for windows. გადმოვწერთ და მერე ვაინსტალირებთ.
2. შემდეგ Chrome ბროუზერით შევდივართ აქ:
https://pirateproxy.vip/torrent/5076223/და ვაჭერთ GET THIS TORRENT
3. მერე გამოვა ფანჯარა და იქ ვაჭერთ Launch application (ან გამოვა და ვაჭერთ Open Magnet URI) , მერე გაიხსნება უტორენტი და იქ ვირჩევთ ადგილს სად გადმოწეროს და ვაჭერთ ok.
დაიწყებს თამაშის გადმოწერას. გაითვალისწინეთ რომ დაარქივებულია და 5.08გბ-ია ზომაში.
4. შემდეგ თამაში რომ გადმოიწერება დეარქივაციას ვუკეთებთ რარ ფაილს.
5. შევდივართ თამაშის მთავარ დირექტორიაში და ვეძებთ ფაილს სახელად: realmlist.wtf
6. ვხსნით ამ ფაილს notepad-ით შიგნით ვწერთ ამ ტექსტს:
set realmlist logon.elysium-project.org
და ვაჭერთ File>Save და ვხურავთ notepad-ს.
7. შემდეგ ვუშვებთ თამაშს WoW.e xe დან.
8. შემდეგ გამოვა ლოგონის სქრინი და მანდ შეგვყავს უზერნეიმი და პაროლი რითიც დავრეგისტრირდით საიტზე.
9. შემდეგ გამოვა სქრინი და მაღლა მარჯვნივ ვნიშნავთ მოსანიშნს და ვაჭერთ Suggest Realm-ს და გამოდის რეალმების სია.
10. ვირჩევთ იქ Elysium -ს.
11. შემდეგ ვაწვებით Create new character-ს და ვქმნით პერსონაჟს რომლითაც უნდა ვითამაშოთ.
შეგიძლიათ აირჩიოთ ჰორდა ან ალიანსი. ესენი ერთმანეთის მტრები არიან. შეგიძლია აირჩიო რასა და მერე კლასი. ყველა რასას ყველა კლასი არ ყავს. აირჩიეთ რომელიც მოგეწონებათ.
შექმენით პერსონაჟი, დაარქვით სახელი და მერე Enter Worlds დააჭირეთ და თამაშში ხართ უკვე
------------
ვანილას ექსპანსიაზე ბევრი რამე არ იყო და ამიტომ დაგჭირდებათ ედონები.
მაგალითად ისეთი ედონი რომელიც რუკაზე გაჩვენებთ თუ სად არის ქვესტები ასაღები, მოსაკლავი, ჩასაბარებელი.
ედონების აღწერა, გადმოწერა, დაყენება:
OmniCC აჩევენებს სპელების ქულდაუნებს
MobInfo2 აჩვენებს მობების სიცოცხლეს რიცხვობრვიად.
Questie-3.69 აჩვენებს რუკაზე ქვესტებს სად უნდა მოკლა და სად უნდა ჩააბარო (საუკეთესო ქვესტის ედონია)
SellValue აჩვენებს იტემების ფასებს თუ რა ფასში იყიდება იტემი ვენდორთან. ( ერთხელ უნდა გახსნათ ვენდორი და იტემები უნდა გეწყოთ ჩანთაში ამ დროს და მის მერე ერთხელ რომ ნახავ უკვე იცის ფასი იმ იტემის. გასათვალისწინებელია რომ თუ 20 სტეკი გიდევს აჩვენებს მხოლოდ 1 ცალის ფასს).
ეს ყველა ედონი გადმოწერეთ აქედან:
http://bin.ge/dl/248236/add-1-12-1.rar.htmlამოაარქივეთ და ამოარქივებული ფოლდერები დასახელებით (ედონების სახელები ქვია ფოლდერებს) უნდა ჩააგდოთ თამაშის დირექტორია>Interface>Addons
აქ. ამ დროს თამაში გათიშული უნდა იყოს.
როცა ედონების ჩაყრის მერე ჩართავთ თამაშს (ამ დროს უკვე უნდა გქონდეთ შექმნილი პერსონაჟი) და დადგებით ჩარაქთერის არჩევის სქრინზე დაბლა მარცხნივ დააჭირეთ
Addons და იქ მონიშნეთ Load out of date addons თუ უკვე მონიშნული არ არის.
ასევე მაგ სქრინზევე მაღლა მარჯვნივ 48 რო წერია 250 ჩაწერე. (ეს აუცილებელია რომ გააკეთოთ თორე შეიძლება თამაშში შესვლისას უბრალოდ გაგითიშოთ თამაში. ეს საჭიროა Questie ედონმა რომ იმუშავოს.)
პ.ს. ასეთი სერვერი ჯერ არ შექმნილა. ძალიან მაგარი სერვერია და ონლაინიც ძალიან დიდი აქ.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ძველი პენტიუმ 4-ებითაც კი ითამაშებთ რადგან ძველი ექსპანსიაა და კომპიუტერის დიდი მოთხოვნები არ აქვს.
ასევე ჩვენ ყველანი აქ ვინც ვართ ვთამაშობთ Horde-ში. თუ ჩვენთან გინდათ თამაში შესაბამისად ჰორდა უნდა აირჩიოთ.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ხანდახან დროებით სერვერზე აყენებენ მაქს მოთამაშეების ლიმიტს და შესაძლოა აღმოჩნდეთ რიგში და უნდა მოიცადოთ სანამ ჩარაქტერის არჩევის სქრინზე შეგიყვანთ.
10-15 წუთი უნდება შესვლას ხოლმე როცა რიგია. შეგიძლიათ ჩაკეცოთ ამ დროს თამაში და სხვა რამეები გააკეთოთ.
This post has been edited by zgarb7 on 6 Mar 2017, 15:30