tokuna11კომპანია რომელმაც ვოვი შექმნა არის ძალიან მაგარი და მაგ მიზეზით რაიოტისთვის არ შედარება არასამართლიანია.
leonardooგამეცინა რომ ვოვს და ლინეიჯს არ უნდა შეადარო პოპულარობით

უკვე ძალიან ბევრი წელია ლოლი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და არავინ ახლოსაც არ მოსულა. ყოველთვე 100 მილიონზე მეტი აქტიური მოთამაშე გვყავს, რაც დედამიწის მოსახლეობის 1%ზე მეტია. ვოვი, ცნობისთვის ამ ბოლო აფდეითის მერე არის თავისი პოპულარობის პიკზე და ეს პიკი 10 მილიონი აქტიური მოთამაშეა, ლოლზე 10ჯერ ნაკლები.
ლინეიჯზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს. ლინეიჯ 2 ჩვენთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო პოპულარული, სხვა არსად. ლინეიჯ 1 ბევრად პოპულარულია ლ2ზე და მაინც ძალიან მცირე მაშტაბია ვოვთან და მითუმეტეს ლოლთან შედარებით.
საქართველოშიც კი, ლოლს 20ათასზე მეტი აქტიური მოთამაშე ყავს და არამგონია ლ2 მაგაზე წინ ყოფილიყო თავის პიკში, თუმცა ამაზე 100% თავს ვერ დავდებ.
ჩემპიონებში დისბალანს რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმები რო თვეები უნდება დაბალანსებას. დისბალანსი ყოველთვის მოხდება როცა რამეს ცვლი, იმიტო რომ ამდენი ჩემპიონი, ამდენი სკილი და ამდენი ნივთი უამრავ კომბინაციას იწვევს. მიუხედავად უამრავი ტესტისა გაშვებამდე (როგორც ავტომატიზირებული ტესტები, ისე ტესტ გუნდის მიერ), სანამ მილიონობით ადამიანი არ ითამაშებს ყველაფერს ვერ ნახავ.
ასევე გაითვალისწინე რომ მოთამაშეებს ხშირად საკუთარი ცუდი გამოცდილების გამო ბევრი რამე დაუბალანსებელი გონიათ. კარგი მაგალითი რენგარია, რომელიც ყველას დაუბალანსებელი და ძლიერი გონია ამ რევორქის შემდეგ. არადა რეალურად მოგების % რენგარის რევორქის მერე 49%ს არ აცილებია და უფრო ნაკლებია, ანუ რეალურად სუსტია ჩემპიონი. მოთამაშეებს დაუბალანსებელის განცდა იმიტო აქვთ, რომ თუ არ გაიფიდა და ჩამორჩა რენგო, ვერავინ ამჩნევს. თუ გაიფიდა კიდე სიკვდილია და ყველას დასანერფი ჰგონია.
ვოვთან შედარება ჩემპიონების ბალანსის მხრივაც არასწორია, იმიტო რო სხვა და სხვა დინამიკაა თამაშებში. ლოლში როცა მცირე დისბალანსია ეს იწვევს მთელი თამაშის გაფუჭებას, იმიტო რომ პატარა უპირატესობა იწვევს მეტ გოლდს, გაზრდილ უპირატესობას და ეგრედ წოდებულ snowball ეფექტს. ვოვში ეგრე არ იგძრნობა დისბალანსი, თორე იქაც ბევრი ხარვეზია.
რანკდს რაც შეეხება, პრისეზონში მოგვივიდა შეცდომები და ეგეთი მატჩები იყო მართლაც და ალბათ კიდევ იქნება. სოლო და ფლექსის გაყოფამ ბევრი ცვლილება გამოიწვია და სამწუხაროდ იდეალურად არ ჩაიარა ამ ცვლილებამ, მარა სოლო ქიუს აღდგენა ისევ მოთამაშეების თხოვნის საფუძველზე მოხდა. წესით, ძალიან კარგი მეშვიდე სეზონი უნდა გამოვიდეს.
ზოგადად ბლიზარდ ვს რიტოს რაც შეეხება ჩემი აზრით რაიოტს ბევრი უკლია ბლიაზარდამდე იმიტო რო ჯერ მხოლოდ 1 თამაში გვაქვს. თუმცა ძალიან მაგარი გუნდი ყავს აყვანილი რაიოტს (3000 კაცამდე ვართ, ბევრს ბევრად პატარა ვგონივართ რატომღაც), მათ შორის ბევრი ყოფილი ბლიზარდელია. ბლიზარდს კიდევ უამრავი თამაში აქვს შექმნილი და თითქმის ყველა მათგანი ლეგენდარულია, არც ერთი ჩავარდნა არ ქონიათ და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. თუმცა ლოლის ხარისხს თუ შეადარებ ცალკე აღებულ ნებისმიერ ბლიზარდის პროდუქტს, უმრავლეს შემთხვევაში ლოლ წინაა ან მინიმუმ არ ჩამოუვარდება ხარისხით.
საფორთს რაც შეეხება, არ ვიცი ეუნეზე მართლა რამე ხდება თუ რატო გაქვს ეგეთი შთაბეჭდილება რო საფორთ არ გვყავს. მიუხედავად იმისა რო 100 მილიონი მოთამაშე გვყავს და ლოლ სხვა თამაშებთან შედარებით, სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრად მეტ რეპორტებს იწვევს - საფორთის ხარისხზე კვლევებს ყოველთვიურად ვატარებთ გლობალურად და სტაბილურად დადებითი შეფასებები გვაქვს. კონკრეტულ მაგალითს თუ მომიყვან, გავარკვევ აუცილებლად რა ხდება.
მოლკობევრი დაიწერა მაგ ბანზე და ორივე მხარეს აქვს სამართლიანი არგუმენტები. პირადად ჩემი შეხედულებით არასამართლიანია ეგ ბანი.
BLACK_SERENADEსკინებზე და თამაშზე სხვა და სხვა გუნდი მუშაობს და მაგაში არაა პრობლემა

თამაშის მიხედვას კიდევ ვცდილობთ, უბრალოდ ყველას ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებ იმდენად განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ მოთამაშეებს. 1 მაგალითს მოგუვან, გვყავს რამდენიმე ასეული ათასი მოთამაშე რომელიც ლოლში სულ ბოტების წინააღმდეგ თამაშობს და pvp არ აინტერესებთ. დამიჯერე მაგათი მოთხოვნები რადიკალურად სხვაა ყველა დანარჩენისგან და ესეთი მაგალითი ძალიან ბევრია.
Wrestყველაფერი ყველაფერი და ვოვ პვპს იდეალად ნაღდად არ გამოდგება

ვოვის მთავარი აქცენტი pve არის და ნამდვილად ლეგენდარულია ვოვ ყველა თვალსაზრისით. მიუხედავად ამდენი მცდელობისა mmo რომელიც ამდენი ხანი ასეთ დონეზე იქნებოდა ვერავინ შექმნა.
luk_aWresttokuna11ფლექსის გაშვებისას აირია მაჩმეიკინგის სისტემა და მაგიტომ ახვედრებდა ბრონზებს დიამონდთან. ნელ ნელა გასწორდა ეგ და აღარ ხდება. პროგრამულადაა გაწერილი ზუსტადაც და მუშაობს ამაზე მთელი გუნდი რომელშიც ინჟინრები, პროგრამისტები, სტატისტიკის დოქტორები და მკვლევარები შედიან. მატჩმეიკინგის ბალანსი პირდაპირ კავშირშია რიგის ხანგრძლივობაზე და იდეალური ბალანსი თუ გინდა დიდი ხანი მოგიწევს რიგში ლოდინი. თუმცა ისე როგორცაა გამართულია მატჩმეიკინგი (ამ არეულ ფლექს თუ არ ჩავთვლით) საკმაოდ სამართლიანად ანაწილებს სისტემა გუნდებს.
SnuggleBLACK_SERENADEმმრ რაც მაგ საიტებზეა, მაგ საიტების გამოთვლილია და არა რეალური რაიოტის მმრ. რაიოტის მმრ არაა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად მაგ საიტზე თუ ნახავთ რომ არასამართლიანად შეხვდით მაღალ მმრიან ტიპს, დიდი ალბათობით არაა სინამდვილე.
Frolestმოთამაშეებმა მოითხოვეს სოლო/დუო ქიუს აღდგენა. ამასთან ერთად ჩავატარეთ კვლევა და დაახლოებით ნახევარს მოთამაშეებისა, დაინამიქ(ფლექს) ქიუ ერჩივნათ სოლოს. ანუ მოგვიწია ორივე ქიუს დატოვება. ეს კიდევ იმას ნიშნავს რო მოთამაშეების რაოდენობა ორად უნდა გაყო თითოეულ ქიუში. ამის მოდელირება გავაკეთეთ (პირადად ვმონაწილეობდი) და დამატებითი ცვლილებების გარეშე, უაზროდ დიდი დრო დასჭირდებოდა მატჩის მოძებნას გარკვეულ სერვერებზე და გარკვეულ საათებში. სწორედ ამიტომ ზოგ სერერზე სადაც ეს პრობლემაა მოგვიწია დრაფთ ფიქის გაუქმება რო სხვა ქიუებში მომატებულიყო ხალხი. ზუსტად იგივე მიზეზით არის აუტოფილი დამატებული და უმრავლესობა მოთამაშეები გაგებით ეკიდება. თუ გინდა რო დიდხანს არ მოგიწიოს ლოდინი, ყველამ გადავინაწილოთ 10 თამაშში ერთხელ საპორტის როლი.
ვარვიკის რევორქ გამოდის მალე, ძალიან მაგარია
This post has been edited by pxovela on 2 Dec 2016, 10:36