ვინც ვიდეოს ელოდებოდით ( ასევე ვინც არ ელოდებოდით და მაინც ჩართავთ ) წინასწარ ბოდიშს ვიხდი იმ დისკომფორტის გამო, რომელიც ჩემი მწყობრიდან გამოსული ყურსასმე-მიკრაფონის გამო მოგიწევთ

ცალ ყურში არ ისმოდა და მეგონა მიკრაფონი მაინც მუშაობდა, მაგრამ ჯერ ჭრიჭინასავით ხმას გამოსცემდა თურმე და შუა ჩაწერის პროცესში საერთოდ გაუტია

დიდი ხათრის მიუხედავად ახლის ჩაწერის დრო და ნერვები აღარ მაქვს და სიმართლე რომ ითქვას საჭიროც არაა, რადგან უხმო ნაწილი იმის დემონსტრაციაა მხოლოდ, რაც თავიდან ვილაპარაკე.
ანუ მარტივად რომ მივყვეთ:
1) ჩვენი მთავარი ნიკით ვიწვევთ ახალს და ვარეგისტრირებთ. ნამდვილი იმეილი არ გვჭირდება და ნურც სახელის მოფიქრებაზე იწვალებთ
2) შევდივართ ახალ ნიკში და ვირჩევთ რუსულ ავიაციას
3) ვყიდულობთ თილისმას რუსულ ბიპლანზე
4) გავდივართ ორივე სასწავლო კურსს და გვერიცხება 200 არწივი
5) ვყიდულობთ 1 დღიან პრემიუმ აკაუნტს
6) ვთამაშობთ რამდენიმე ხელს ( რამდენიმე წამით ან მაქს. 1 წუთით ) არკადაში
7) გავდივართ თვითმფრინავების რეალისტურის სასწავლო კურსს
8) ვიწყებთ რეალისტურში თამაშს იმ ბიპლანით, რომელზეც თილისმა გვაქვს
9) ვანადგურებთ სახმელეთო ტექნიკას ( მხოლოდ მოწინააღმდეგის ) თუ მოახერხებთ მტრის თვითმფრინავებიც გაისტუმრეთ
10) 2 ცალ პირველი დონის და 6 ცალ მეორე დონის გამადანდგურებელს
11) მე-3 დონის გახსნის შემდეგ ვბრუნდებით მთავარ ნიკზე და ვხარობთ დარიცხული 500 არწივით.
აღნიშნულ ეტაპებს წესით უნდა დაჭირდეს 2-3 საათი, მაგრამ თავდაპირველად შეიძლება 5 საათამდეც გაგეწელოთ დრო.
შემდეგ უკვე 1500-2000 მდე არწივს გამოიმუშავებთ დღეში ან მეტს.
საბოლოო ჯამში კი 1 თვეში შეძლებთ მიაღწიოთ ისეთ პროგრესს, რაზეც პრემების გარეშე 1 წელი დაგჭირდებოდათ...