narmonanaჩემ აწყობილ მახინჯობას სქრინი როგორ გადავუღო?
დიდი უაზრობა კია, მაგრამ ჩამითრია.
ვტ-ში დამღლელი ბრძოლების შემდეგ კაი გასართობია
-------------------------------
გუშინწინ იტალიური ავიაციის პაკეტი ვიყიდე მაინც... არწივების გროვების დრო და ნერვები აღარ მაქვს, მით უმეტეს პრემის გარეშე თამაშის.
დღეს უკვე ვამთავრებ მთლიანი განვითარების ხის გამოკვლევას
ნუ ხვალ ყველაზე მაქსიმუმ, მეტი არ დამჭირდება
მოკლედ რომ ვთქვა ძალიან მარტივია გამანადგურებლებით თამაში.
სამართავად ყველა მსუბუქი, მანევრული, სწრაფი და საკმაოდ სერიოზულად შეიარაღებულია.
თამამად შეიძლება 1-1 ზე ან თუ გამოცდილება გაქვს 1-3/1-4 ზე შეება მოწინააღმდეგეებს და უნაკაწროდ დარჩე გამარჯვებული.
თუმცა რაღაც დროით მეცადინეობა და დამუღამება ამათაც სჭირდება.
ძირითად 12მმ იან ტყვიამფრქვევებს და ტურელის 7მმ იანებს ძალიან მაგარი ხმა აქვთ.
მე-3 დონის C205 -ით (2 ცალი 20მმ იანი ქვემეხით და 2 ცალი 12 მმ იანი ტყვიამფრქვევითაა შეიარაღებული ) 28 ბრძოლიდან ( გაუტოპავი რომ იყო ის ბრძოლებიც ეთვლება ) 19 ჯერ ჩამომაგდეს ( აქედან 2 ჯერ შუქი წავიდა და ერთხელ ინეტი ) და 50 ჩამოვაგდე.
80% მაქვს მოგება
დანარჩენი რითიც მითამაშია 70% ზე ნაკლები არცერთზე არაა.
დასკვნა: თუ ვინმეს ავიაციით თამაში გიჭირთ, მაგრამ დიდი სურვილი გაქვთ, მაშინ ჩემი რჩევა იქნება ისარგებლოთ მომენტით და სანამ გაიჯინი დანერფავს ანუ სანამ ჯერ კიდევ დახურული ტესტია, სულ რაღაც 10$ ად ისიამოვნებთ
თუ გაიყიდა და რამდენად გაიყიდება იმასაც გაგაგებინებთ.