მეორე მსოფლიო ომის დროს ( თუ არ ვცდები შემდგომ პერიოდშიც ) მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი საბჭოური ილ 2 შეიქმნა.
რეალურად არ ვიცი როგორი იყო. ერთ-ერთმა მოთამაშემ "ძრავიანი ნაგავი" უწოდა.
მაგრამ თამაშში გერმანულმა პრემიუმ ილ-2 მა შემდეგი ღირსებებით და ნაკლოვანებებით დამამახსოვრა თავი:
➢ არის საკმაოდ მძიმე და კარგად შეჯავშნული მოიერიშე.
➢ არავის ხელეწიფება ერთი სროლით ჩამოგაგდოს ( ვერც პილოტს კლავენ იოლად )
➢ აქვს 2 ცალი 23მმ იანი ქვემეხი და 2 -იც 7.62მმ იანი ტყვიამფრქვევი
➢ ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია პირდაპირი ცეცხლით
➢ ძალიან იოლად აფეთქებს მსუბუქ ბუნკერებს (light pillbox )
➢ ბრძოლას ჰაერიდან იწყებს და სიმაღლეს კარგად იღებს
➢ მოიერიშის კვალობაზე საკმაოდ კარგი სიჩქარე აქვს და ენერგიასაც ნორმალურად ინარჩუნებს
➢ წყალი/ზეთი თითქმის არასდროს უცხელდება, შესაბამისად იშვიათად კარგავს ძრავს.
ნაკლი:
➢ არ აქვს ტურელები, რაც იმას ნიშნავს, რომ უკნიდან დაუცველია და ძნელად თუ ვინმეს ჩამოიცილებ
➢ აქვს ცოტა ბომბი და არ აქვს რაკეტები
➢ არკადაში თითქმის საერთოდ გამოუსადეგარია
➢ რეალისტურში რაკი გერმანული პრემია სულ ცუდ რუკებზე აგდებს

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)