ნიურბერგს ცოტა თუ დაუმუღამე ძაან მაგარია. ეგრე მიზანში ვერცერთი გემით ვერ ვისვრი და ძაან ჩქარა ტენის. ტრაექტორია აქვს მაგარი. უნდა დაიჭირო ცოტა შორი მანძილი და მუდმივ მანევრში ესროლო მოწინააღმდეგეს. DD თუ დაინახავ ხომ ვაბშე დახვრიტავ ადგილზე ისე რომ აზრზე ვერც მოვა. ზოგადად ძაან თავისებური გემია და დამუღამება უნდა. ხანდახან გაგაგიჟებს ერთ ნასროლში რომ აპობენ ხოლმე
გრაფ შპე კიდე ტანკია. თამამად უტევ ნებისმიერ გემს განსაკუთრებით კრეისერებს. მაგრად ხვრიტავ და ჯავშანიც მაგარი აქვს. ძაან მაგარი ტორპედოებიც აქვს ლამის 180 გრადუსზე ისვრის ტორპედოებს და შორს.
მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე ახალი ტიპის პრობლემა გაიჩითა. სულ მაღალ დონის გემებში ვხვდები 6 დონით. თითქმის ყოველთვის 8 დონეებით არის სავსე. ეგეთ თამაშში კიდე გრაფი 0_ია, კარგავს ყველა უპირატესობას. ეტყობა ცოტა დარჩა ქვედა დონის გემები ყველამ მიაღწია მაღალ ლეველებს.
დღესდღეითობით მარტო რანკინგს ვთამაშობ. კაროლინა, არპ ტაკაო და კაგერო მყავს , ამ მერვეებით არც ვზარალობ და ვერც ვაგროვებ ფულს. და ვცდილობ მისია შევასრული ყოველთვის.
ახალ გემზე რომ არის კამპანია გახვედით ვინმე ბოლოში?