გაუმარჯოს ყველას. მოკლედ გადავწყვიტე გავაკეთო ვოვის ქართული სერვერი. ადრე მქონდა საკუთარი ქართული სერვერები სადაც 200-მდე აქტიური მოთამაშე იყო ხოლმე სერვერზე (wow-georgia.ge, wow.predator.ge, wowmania.ge). არსად არასოდეს ამდენი ქართველი მოთამაშე ერთად არ ყოფილა არცერთ სერვერზე თუმცა არასოდეს მიმართლებდა GM–ებში და მიფუჭებდნენ ყოველთვის სერვერს. უცხოურ სერვერებზეც მითამაშია და ოფიციალურზეც მაგრამ ყოველთვის ქართულ სერვერზე თამაშს არაფერი მერჩივნა მიუხედავად ბევრი ბაგებისა და ცუდი GM-ებისა.
ასე რომ მივიღე გადაწყვეტილება რომ გავუშვა ვოვის სერვერი სადაც არ იქნება არც დონატი და არც GM-ები. ყველა საჭირო ფუნქცია რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თამაშს იქნება საიტზე (ტელეპორტი, გაცოცხლება, unstack და ა.შ.).
დღესდღეობით მაქვს უკვე საკმარისი პირობები და რესურსი რომ ეს სერვერი 24 საათი იყოს ჩართული ძლიერ ინტერნეტზე და ძლიერ კომპიუტერზე რაც ადრე არასოდეს მქონდა და ეგეც პრობლემას მიქმნიდა ხოლმე ყოველთვის. ამ სერვერიდან არ მაქვს არანაირი კომერციული მოგების მოლოდინი და არც გავაფუჭებ სერვერს ფულის გამო.
მოკლედ ამ სერვერის გათიშვას აღარასოდეს ვაპირებ და იქნება სულ ჩართული. ვისაც მოგინდებათ ქართველებთან ერთად თამაში შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ითამაშოთ ნებისმიერ დროს

Wrath of the Lich King ექსპანსია ავარჩიე რადგან ბაგების რაოდენობა მინიმუმდეა დაყვანილი და თან ფაქტიურად ყველა გამოკითხვაში საუკეთესო ექსპანსიად არის აღიარებული (მეც ვეთანხმები). მომავალში რავი თუ მოთხოვნა იქნება შეიძლება დავამატო სხვა ექსპანსიაც. პანდარიაც მომწონს, კლასიკიც და TBC-იც.
საიტი:
http://warcraft.geრეითებს რაც შეეხება:
Kill/Quest XP = x8
Drop Items = x8
Drop Money = x3
Reputation XP = x3