tripucha301. მუშა ფაილები ასე არსად არ ყრია!
2. საქართველოში თუ ვინმეს აქვს იმხელა შრომა ექნება ჩადებული,რომ ასე ნამდვილად არ გაჩუქებს.
3. მე მაქვს მუშა ფაილები მაქსიმალურად გასწორებული და გამართული ფაილები თუმცა ეს საკმარისი არ არის დაცვის მხარე ყოველთვის ახალია საჭირო და ფასიანია!
4. ყოველთვიურად აქვს ხარჯი სერვერის შენახვას + ყოველწლიური გადასახადი ანტიჩეთზე რომელსაც ქართული სერვერი ვერ შეინახავს.
5. ყველა ქართველ მოთამაშეს უნდა,რომ ითამაშოს კარგ გამართულ სერვერზე და სანაცვლოდ არაფრის გაღება არ უნდა.
კი მეც როგორც მოთამაშეს მესმის,რომ დონაცია არ არის სამართლიანი თუმცა დონაციის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია არჩინო სერვერი ამიტომაც ყოველთვის ყველასთან შედარებით
ჩემი სერვერის ფასები იყო მაღალი ამას რამდენიმე თავისი მიზეზი ქონდა მაგალითისთვის ის,რომ დონაციით ნივთები არ ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მაგალითად F.o კუნდუნის სტაფი +13 ჩემთან ღირდა 128 ლარი.
ეს იმიტომ კი არა,რომ ამითი მე ვმდიდრდებოდი იმიტომ,რომ დონატორი რომელიც თავისი 2 შენაძენით ინარჩუნებდა სერვერს ყოფილიყო გამორჩეული სხვა ყველა მოთამაშისგან
და სურვილი ქონოდა დონაციის და არა ის,რომ 30 ლარად ეყიდა 10 მოთამაშეს და ყველას F.o სეტებით ერბინა.
თუ რეალურად გაინტერესებს და გინდა სერვერის გახსნა უნდა იცოდე რამდენიმე აუცილებელი ხარჯების შესახებ.
1. აუცილებელია ფიზიკური სერვერი (არავითარი ვირტუალური სერვერი)
დაახლოებით 3000 ლარი მაინც გინდა მინიმუმ,რომ 60 70 ონლაინს გაუქაჩოს შენმა სერვერმა.
2. აუცილებლად გინდა დამატებითი მოწყობილობა FireWall უმჯობესია ესეც იყოს ფიზიკური მინიმუმ 800 ლარი.
აუცილებელია დღევანდელ რეალობაში ეს შენი 2 ფიზიკური ტექნიკა განათავსო რომელიმე კარგ დატაცენტრში და მიაწოდო 1gbps სადაც მისი ყოველთვიური გადასახადი მინიმუმ 180 ლარი იქნება.(იმისთვის,რომ სერვერზე არ იყოს ლაგი პინგი dDoss და სხვა ათასი შემოტევა რაც შენს სერვერს გაანადგურებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).
3. აუცილებელია კარგი ხარისხის კარგი გუნდის მიერ შემუშავებული თანამედროვე ანტიჩეთ სისტემა ეს მარტო თამაშის მხარეს არ იცავს იცავს შენს სათამაშო სერვერს მანვე ხალხისგან.
4. ამ ყველაფრის მერე აუცილებელია კარგი სერვერის ფაილები და სხვა მრავალი დამატებითი პროგრამა რომელთა საბაზისო დონეზე ცოდნა(ან სრულად უნდა იცოდე) მაინც გჭირდება,რომ ყოველ პატარა შეფერხებაზე,რომელიც აუცილებლად იქნება არ დაგჭირდეს სხვაზე ხვეწნა.
5. ნებისმიერი სერვერის ფაილები მისი კლიენტი საჭიროებს შენებური ხედვით კონფიგურაციას რასაც მიაქვს ძალიან დიდი დრო და ასევე მისი გატესტვა შემდგომ ყველა ის ივენთი თუ ქუესტი რასაც შენ დაარედაქტირებ რომ გასინჯო და მუშაობდეს ჩემს შემთხვევაში ამან შეიწინა 2 თვე თავისი ღამეების თენებით. იმიტომ,რომ ყველა ივენთს და ქუესტს უნდა ელოდო,რომ დაიწყოს და თუ რამე ისე არ იყო როგორც შენ გინდოდა ისევ ახლიდან უნდა დაელოდო ადმინისტრატორობა არ გაძლევს იმის პრივილეგიას,რომ დააჩქარო ფიზიკურად შეუძლებელია.
6. სერვერის კონფიგურაცია ისე უნდა მოახდინო როგორც შენ ხედავ შენს MU-ს სამყაროში ეკონომიკას და განვითარებას მოთამაშე,რომ შემოვა და შიგნით აბდაუბდას დაინახავს მეორედ თამასი აღარ მოუნდება ამიტომ ის რასაც შენ შეიმუშავებ თამაშის დაწყებისთანავე უნდა ახდენდეს მოთამაშის პროვოცირებას და უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი შენი ჩანაფიქრი,რომ ყველა მოთამაშემ დაიწყოს სწორად თამაში და არაის,რომ უი აქ ეს არ უნდა დაედროპა იქ ის უნდა ყოფილიყო და ა.შ
7. ნუ გეგონება,რომ აქ ყველაფერი მორჩა რაც არ უნდა ავტომატიზირებული იყოს სერვერი მოთამაშის ხასიათი ისეთია,რომ მაინც უნდა GM-ის ნახვა სერვერზე.
არცერთ შემთხვევაში არცერთი GM არ უნდა იყოს მოთამაშეთა რიგებიდან, ეხლა იმას ნუ იფიქრებ,რომ მარტო მოერევი ყველაფერს გამორიცხულია და არამგონია ვინმე ენთუზიაზმზე იპოვი ისეთი ვინც არ ითამაშებს სერვერზე და ასე ყოველდღიურად შემოვა და ივენთებს ჩაატარებს თანაც 1 მაინც არ გეყოფა მინიმუმ 3 ნი მაინც უნდა იყოთ.არც ის იქნება კარგი,რომ მოთამაშეები GM ებს და ადმინებს ხედავდნენ 24 საათი აუცილებლად უნდა იყოთ 10 საათი მაინც უხილავი სერვერზე და აკონტროლოთ თქვენი ეკონომიკა თანაც ყოველთვის არსებობს ჩემი,რომელიც ნებისმიერ ფასიან ანტიჩეთს გაარღვევს და თქვენ ეს სწრაფად უნდა აღმოაჩინოთ და მიმართოთ იმას ვისგანაც ანტიჩეთი იყიდეთ,რომ განაახლოთ უსაფრთხოების სისტემა.
8. თუ გაგიმართლებს და 1 წლის თავზე ისევ გეყოლება მომხმარებელი აუცილებლად დაგჭირდება ეკონომიკის და სერვერის მენეჯმენტის განახლება,რომ მოთამაშეებს არ მოწყინდეთ შენთან თამაში და რამე ახალი უნდა მოიგონო ეს უკვე შენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული.
ამ ყველაფრის მერე თუ შენ ისევ ფიქრობ,რომ ქართულ ბაზარზე სერვერის არსებობას რამე აზრი აქვს მაშინ მე წარმატებებს გისურვებ.
P.S 10 სეზონის სერვერის შენახვა წლის მანძილზე მინიმუმ 5000 ლარი ჯდება.
2,3,4 სეზონის 500 ევროთი ნაკლები ))
მე პირადად კლასიკა მირჩევნია 2 სეზონი 3 4 სეზონის ორნამენტებით