მოკლედ ბევრი კლასით ვითამაშე და ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი რომელი მირჩევნია
პალადინი ყველაზე საიმედო კლასია, მარტომ შეგიძლია ყველაფერი გაიტანო და ფაქტიურად უკვდავია. დაჟე რიტრიბუშენითაც ყველაფერს გაიტან, სულ არ გინდა ტანკი, მაგრამ თუმაინც გაჭირდა გადართე პროტექტორზე, მიეცი აუტო შეტევა, წადი ყავა მოიდუღე გაზეტი წაიკითხე და რო დაბრუნდები მოგვარებული იქნება საქმე)
მაგრამ ძაან ნელია და მთავარი პრობლემა ისაა, რომ დანჯეონებში DPს სიაში სულ ბოლო ადგილებზე გავდიოდი და ამოვიდა ყელში)
დემონ ჰანტერი ყველაზე სახალისო სათამაშოა, დანჯეონში სულ პირველ მეორეზე ვარ დპს-ში, მაგრამ არასაიმედოა და დაცვითი სქილები არ აქვს. თან ეს ელფებიც არ მევასება როგორც რასა :დ
ერთი ბუსტი მქონდა და ჰიუმენ როგი გავბუსტე, მაგითაც გაერთობი, მაგრამ დემონ ჰანტერივით ეგეც როდის გიმტყუნებს არიცი. ქვესტებშიც უჭირს. პალადინივით უკვდავი არაა.
ცოტცოტა სხვებიც ვითამაშე. ვორიორი მომეწონა შედარებით, მარა ძაან ბანალური ტიპია. ჰანტერს და მონკს ვერ დაუმუღამე ბოლომდე.
შამანი და დრუიდი დამრჩა ერთი დაუტესტავი.
ისეთი კლასი/რასა მინდა ვიპოვო, დემონ ჰანტერის და პალადინის მიქსი რომ იყოს. დემონ ჰანტერის დპს სქილები და რეტრიბუშენ პალადინის დაცვითი სქილები რო შეაერთო, მაგრამ ვერ მივაგენი ჯერ და ვთამაშობ ისევ დემონ ჰანტერით :დ