5200 ბრძოლა მაქვს და 46% ვერ ავცდი ვერაფრით, ამას კიდე აიტანდა კაცი მაგრამ ურონებით და სხვა საშუალო მონაცემებითაც არ მაქვს საამაყოდ საქმე

ვიდეობსაც გადავხედე მევთქვი ვნახო ერთი პროფები როგორ თამაშობენ, დავიჯერო მე ვარ ეგეთი დებილი რომ ვერ დავამუღამე აქამდეთქო მაგრამ ვერა რა, ჰოდა ეხლა ბოლო ვარიანტია შეიძლება საჩემო ტანკი ვერ ავარჩიე სწორად, ანუ სწორი ტანკები ვერ შევარჩიე განსავითარებლად

ეხლა AMX 13 75, Panthera, Panthera II, Tiger II, G.W.Panthera და პრემიუმებიდან СУ-130ПМ მყავს
ხოდა ეხლა რომ ვუკვირდები რა ხდება:
Panthera თითქოს კი კარგია მაგრამ ჯერ რო ურონი აქვს ძაან დაბალი და ზოგადად მთლიანობაშიც ცოტა რთული სათამაშოა რადგან ისეთი შთაბეჭდილბა დამრჩა რომ მკვეთრად გამორჩეული მხარე არააქვს, მაგალითად ჯავშანი, ან მობილურობა ან რავი კიდე, თითქოს ლულააქვს ძაან მაგარი მაგრამ ურონი იმდენად პატარააქ რომ ამ ლულის ყველა დადებით მხარეს ჩრდილავს;
Panthera II ანალოგიურად, თუმცა ეს კიდე უფრო რთული სათამაშოა რადგან რაც ზემოთ დავწერე იმ სიტუაციას კიდევ ართულებს ის ფაქტი რომ ხშირად გიწევს მეცხრე - მეათე თაობებთან ჭიდილი, ამით რომ ვთამაშობ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ საშუალოსთვის ზედმეტად დიდი, ტლანქი და მოუქნელია და მძიმესთვის კიდე ზედმეტად სუსტი;
Tiger II ჯავშანი აქვს ნაგავი და ვისაც არ ეზარება ყველა მხვრიტავს და აქაც პროფია საჭირო ამ ტანკით ნორმალურად რო ითამაშო მაგრამ მგონი პროფისთვისაც ნამეტანი ###ობაა;
G.W.Panthera და ზოგადად არტილერია თავიდან კი ასწორებს მაგრამ ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია, შიგადაშიგ შეიძლება წაითამაშო ხოლმე ამით კაცმა მაგრამ ძირითად ტანკად არტილერია ვერა რა;
AMX 13 75 ამას და ზოგადად მსუბუქს რაც შეეხება ესეც არტილერიისავით უნდა გყავდეს და ხანდახან წაითამაშო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა, ვერ ვკაიფობ ყოველთვის მსუბუქით თუ შესაბამის განწყობაზე არ ვარ;
СУ-130ПМ ეს კი კარგია მაგრამ ამით ჩასაფრებული უნდა ითამაშო უკნიდან მაგრამ მე გული არ მითმენს და ოდნავ წინ წავალ თუ არა ეგრევე ვიხვრიტები ხოლმე

თან პლიუს სხვებთან შედარებით ძაან გუნდზე დამოკიდებული ტანკია, ჰოდა აქ სქილებზეა უკვე, პროფი ამ ტანკით სუსტი გუნდითაც დადებს იგივე მაღალ 3კ-4კ ურონს მაგრამ მე თუ გუნდმა არ შემიწყო ხელი 1.5კ-ს ფარგლებში მაქვს ხოლმე ურონი.
ჰოდა რა მაინტერესებს და რისთვის ვწერე ამდენი, იქნებ თვქენ მირჩიოთ რომელი ტანკის ყიდვა ჯობია რომ მთლად ტანკობის მამობის გარეშეც დადო ამ თამაშში ნორმალური შედეგი, პლიუს სქილებიც მარტივად აიმაღლო ზედმეტი ნერვების წყვეტის გარეშე

ეხლა იმას კი ვხვდები რომ ნებისმიერ ტანკს სჭირდება რაღაც დონეზე თამაშის ცოდნა და მუღამის დაჭერა მაგრამ რამე ისეთი პრემიუმ ტანკი იქნებ მირჩიოთ რომ როგოც ზემოთ დავწერე მთლად ტანკების მამობა არ ჭირდებოდეს, რამე მეტნაკლებად უნივერსალული მთლად ქაღალდის ჯავშნითაც რომ არ იყოს და ლულაც ნორმალური ქონდეს, საშუალო და მძიმე, მეშვიდე ან მერვე დონის.
პრემიუმს იმიტომ ვკიხულობ რომ ისე ხშირადაც არ ვთამაშობ ხოლმე რომ დავუყვე ახლა და სხვადასხვა ტანკი ვსინჯო და ასე მივაგნო საჩემო ტანკს, არ მაქ ამის დრო სამსახურის გადამკიდე, ჰოდა დავაგდებ ამ ერთ-ორ პრემიუმს და გავერთობი რა, პლიუს სქილებსაც შედარებით მარტივად ავიმაღლებ
This post has been edited by giosulo on 29 Apr 2020, 21:06