[YOUTUBE]https://www.youtube.com/watch?v=F2ZGjnpyjWU[/YOUTUBE]
(IMG:
https://img.forum.ge/P_XijjiJ6ingwB.png)
(IMG:
https://img.forum.ge/P_XijjiWWingwV.png)
დაიღალეთ ისეთი თამაშებით სადაც ნერვები გეშლებათ და თქვენი ფსიქიკა ნადგრუდება ან ნაკლები დრო გაქვთ თამაშებისთვის (ან მეტი) და გსურთ ისეთი უფასო თამაში ითამაშოთ სადაც გაერთობით, იღადავებთ, იბოდიალებთ, კარგ აუდიტორიას შეხვდებით,სადაც ყველა ყველას ეხმარება, უზიარებთ გამოცდილებას, სადაც არის კარგი გადარჩენა,კრაფტი,იარაღები, მოდები, ლამაზი სახლების აშენება შესაძლებელი სადაც შეგიძლიათ თქვენი ფანტაზია რომ რეალობად აქციოთ. (აქ რომ სახლები შენდება მასეთ ხანდახან 3D დიზაინერები ვერ აშენებენ ხოლმე), ასევე სადაც არის ცხოველების დაჭერა მოთვინიერება, გაზრდა გამრავლება და სადაც შეგიძლიათ გააშენოთ ბაღი, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ დაუპირისპირდეთ დევიანტებს (ზომბებს) და ადამიანებს (სპეცრაზმის მაგვარს). თამაშს აქვს სიუჯეტურუ ხაზიც და რამოდენიმე სცენარი. ნორმალური გრაფიკა. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თამაში არის Days Gone+Rust+sims+pubg+palworld. თამაში არის უფრო +16.
თამაშის უპირატესობები, შემიძლია ჩამოგიწეროთ ჩემი 4200 საათიანი თამაშის გამოცდილება.
1) უფასოა სთიმზე (შეგიძლიათ ლანჩერითაც თამაში)
2) მულტიფლატფორმულია, პერსონალურზე სთიმზე რომ მაქვს ექაუნთი, შემიძლია იგივე ექაუნთი ანდროიდ, აიოეს,იქსბოქს, ფლეისთეიშენ პლატფორმებზე გავაგრძელო თამაში
3) მრავალფეროვანია, არის როგორც PVE და PVP სერვერები (95% მაინც PVE) სერვერზეა. თამაშში შემოსულ ადამიანს მინუმუმ 6-7 თვის გართობა მაინც ელოდება
4) არის ბევრი ივენთი და გასართობი
5) დონატი არ გაძლევს უპირატესობას და დამატებით სიძლიერეს, არის სკინები, კოსმეტიკა და ვიზუალი.
6) არის მრავალი სახის იარაღი და განსხვავებული დამატებითი სროლის ეფექტებით, სტილით და მექანიკით
7) არის Open world, რამოდენიმე სცენარით, სიუჯეტით და თითოეული სცენარს თავისი მექანიკა აქვს.
8) გყავს დევიანტები (პოკემონები), რომლებიც სახლში შეგიძლია გყავდეს და ყველამ თავისი საქმე გააკეთოს, არიან ძალიან საყვარლები და სახალისოები.(თუ მარტო თამაშობთ არ მოიწყენთ
9) არის ბევრი სახალისო ემოცია, ცეკვა (მარტო, 2 ადამიანის თუ ტერიტორიის)
10) ძალიან კარგი შენების მექანიკა
სამწუხაროა,რომ არ თამაშს და ბევრ კარგ თამაშს საქართველოში ბევრი მოთამაშე არ ჰყავს არადა როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის და ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის სასიამოვნოა. თუ ვინმე გადაწყვეტთ თამაშს დაწერეთ.
სერვერები:
Europe. Manibus სცენარი (მუდმივი ჯობია პირველად აქ შემოხვიდეთ) Manibus-Y0001, Y0003, Y0010.
E-dream სცენარი (რთული, გამოცდილი მოთამაშეებისთვის, რომელიც უნდა ითამაშო თამასის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ) E-dream-Y0001,Y0002,Y0004,Y0005.
გირჩევთ ააწყოთ მდედრობითი სქესის პერსონაჟი,რადგან ტანსაცმელი და კოსმეტიკა მათ უფრო უხდებათ. :D
This post has been edited by vinchenso on 11 Oct 2026, 16:59