BeyondBeyonderმარილიანი ყველი მიყვარს სალათაში ქათმის ფილესთან ერთად. ფეტა ძირითადად. ესეც 40+ ცილა გამოდის. 100-125 გრამი შემწვარი ფილე, 100 გრამი ფეტა, სალათის ფოთლები, ერთი პომიდორი, მუჭა ნიგოზი, ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი.
ხშირადაა ხოლმე ეგ ჩემი ლანჩი. სამსახურშიც სულ ეგ დამაქვს. წინა საღამოს ვამზადებ ქათმის ფილეს და სულ ცივად ვჭამ სალათაში.
პ.ს. დღეს 13 ტურნიკი გავაკეთე 30 კილოანი სიმძიმით. იმის წინაზე 30 - 15 კილოთი.
წელის ტრამვაც ბოლომდე მოვიშუშე. ჩაჯდომებშიც და დედლიფტებშიც სერიოზულ წონებს ადვილად ვძლევ. მაგრამ შეგნებულად აღარ ავდივარ 150 კილოზე მაღლა. თან ქამარი სულ მიკეთია.
This post has been edited by kaiser Soze on 23 Jun 2024, 19:38