#60569648 · 21 Jul 2023, 05:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Andrea21 ჩხუბის სწავლა თუ გინდა მაშინ ბოქსზე შედი ხვალვე. ოღონდ ნამდვილ ბოქსზე უნდა იარო და არა რაღაცას რომ ცეკვავენ და უაზროდ იქნევენ ხელ-ფეხს.
ბოქსით კუნთების გაძლიერება პრაქტიკულად შეუძლებელია, კარდიოა. ძალიან სუსტი თუ ხარ, გრუშაზე დარტყმებმა შეიძლება ცოტა ძალა მოგიმატოს, მაგრამ ეგეც ძირითადად გამძლეობაზეა და არა ძალაზე. რაც შეეხება ჯერ ფიტნესი და მერე ბოქსი, სრული სისულელეა. ბოქსი ძალიან ტექნიკურია, ათასი რამე უნდა ისწავლო, დგომა, ხელის მოქნევა, ფეხების მოძრაობა, დარტყმის აცილება, კომბინაციები. ძალა არაა მთავარი, ყოველ შემთხვევაში თავიდან.
თუ დრო გაქვს, სამი დღე ბოქსზე იარე, ორი დღე მაინც წონებით ივარჯიშე. ასე გექნება სამი კარდიო, ორი რეზისთენს თრეინინგი. ერთმანეთს ხელს არ უშლიან თუ რეზისთენს თრენინგებს შორის დღეს გამოტოვენ. წონებით ინტენსიურად ვარჯიშისას ძალის მომატებას ერთ თვეშიც იგრძნობ. ფიტნესში არ ვიცი კონკრეტულად რას გულისხმობ, თუ ნახევარკილოანი ჰანტელებით ვარჯიშია, მაშინ დროის კარგვაა. ნამდვილი წონებით უნდა ივარჯიშო. ბადიბილდინგის თემაში დაგაკვალიანებს ხალხი.
|