ბიჯო იმხელა მუცელი დაიდო...
სავარაუდოდ ფარმი მიიღო და არ ივარჯიშა. იმის მაგივრად რომ ჯანში წასულიყო ქონში წავიდა...
ნუ ან სხვა პრობლემების გამო არ ვიცი მაგრამ ეგ ზედმეტი ქონები არაა კარგის მაჩვენებელი. ძერანოვი კი არის მაგარი მკლავჭიდელი მაგრამ რავიცი რევაზას ლევანისთან ჭიდაობის პრეტენზიაც კი ჰქონდა და ყველამ გადაუწია ვისაც შეხვდა ამ საწყალი დეივ ჩაფის გარდა რომელსაც ვისაც არ ეზარება ყველა უგებს
პ.ს. სისხლის სუნი იგრძნეს ბიჭებმა - კუდრაჭამ ლევანას მაჯა არ იყოვო 100% ით აღდგენილიო და მინდა ერთი შევამოწმო რამდენად ძლიერი აქვსო.
იმედი მაქვს ლევანი შემდეგი მატჩისთვის მაინც აღიდგენს 100% იმ თავის ძველ ფორმას მეც მომეჩვენა რომ მთლად დარწმუნებული არაა თავის მაჯაში ჯერ კიდევ. თუმცა ლევანს იმდენი კოზირი აქვს კიდევ ჯერ ხო აზრზე არ არიან ესენი - რაც ყველაზე მთავარია ჭკვიანი ბიჭია და სწორ დასკვნებს აკეთებს ძირითადად.