სირბილი დიდ დისტანციებზე, კვირაში 5-ჯერ მაინც გავდივარ სარბენად ამჟამად და რაც დრო გადის მით უფრო მეტი მოთხოვნილება მაქვს ვირბინო. სადაც კი მიცხოვრია ბოლო დაახლოებით 10 წლის მანძილზე, ყველგან სირბილით შემოვირბინე სადმე თუ რაიმე საინტერესო ადგილი იყო.
საყურებლად ფიგურული სრიალი ბევრად უფრო ლამაზია, ძალიან ბევრი ლამაზი გოგო თითქმის შიშველი ისეთ ფიგურებს აკეთებენ ყინულზე, რომ.....

მეტი რაღა უნდა გინდოდეს კაცს? ხო ისე იმ დონეზე სრიალი რომელ დონეზეც წამყვანი ფიგურისტები სრიალობენ ძალიან ძნელი სასწავლი და შესასრულებელია. ჭიდაობა გასაგებია ქართულიც არის და ა.შ. მაგრამ საყურებლად მითუმეტეს მამაკეცებისთვის რომლებიც პირადად არ არიან დაკავებული რომელიმე ჭიდაობის სახეობით საშინელებაა. ანუ ფიგურული სრიალი უფრო დახვეწილია ამ მხრივ და თან ყველას ინტერესებს ითვალისწინებს. მუსიკა გიყვარს, სახიფათო ილეთების მაღალი სისწრაფით შესრულება, ლამაზი ქალები, ქალებს ძლიერი კაცები, ესტეთიკა, კლასიკა, ცეკვა, ძალიან სახიფათო ნახტომები, გამძლეობა მენტალურიც და ფიზიკურიც და ა.შ. მოკლედ ფიგურული სრიალი ნამდვილად არ არის ასე სახსენებელი სპორტი და იგივე ჭიდაობას ყველა ზემო ჩამოთვლილი მხრიდან ჯობს.
პ.ს. სირბილი, სირბილი, სირბილი მაგარი სპორტია, შემდეგ ველოსპორტი და ცურვა!
When Mamuka Gorgodze does push-ups, he isn't actually pushing himself up... He is pushing the earth down.