როდის? რისთვის? რა შედეგი მოიტანა; ასე იყო:
I გოლი გაიტანა შევჩენკომ, იმის შემდეგ რაც მიიღო გადაცემა და ფერარამ ვერ მიუსწრო მას.

მე-2 გოლი გაიტანა ზეიდორფმა რიკოშეტის შედეგად (ბურთი მოხვდა კონტეს), მე-3 გოლი კი კაფუს გადაცემის შემდეგ გაიტანა ზეიდორფმა, ის რომ იუვე მილანის საჯარიმოში თამაშობდა დროის 80% (ნუ უშედეგოდ რადგან დი ვაიო ისევე როგორც მიკოლი ცუდ ფორმაში არიან), იმის ბრალია რომ ნახევარდაცვა ვერ იჩერებს ბურთს ანუ თავის საქმეს ვერ აკეთებს ის მოთამაშე რომლის მიზანია გააჩეროს ბურთი და გააკეთოს გადაცემა თავდასხმისაკენ. დაფიქრდი და მიხვდები, რომ 3 დან 2 გოლი თვით ნახევარმცველმა გაიტანა, ეს იმის გამო, რომ მილანმა ვერ შეკრა ნახევარდაცვა და თავდასხმა და ამის შემდეგ აქე გატუზო, რომელიც ედგარ დავიდსის კლასის და დონის მოთამაშე არ არის

მინდა გითხრა, რომ დავიდსი იუვეში, რომ იყო ბოლო წლების განმავლობაში მილანი იუვემ ისე დაამცირა, რომ გატუზოს კარგი თამაში არავის გახსენებია, ერთი იყო ფინალი პენალტებით, რომ მოიგო მილანმა (და არავინ არ აქო ისინი, რადგან 1 პენალტით მოგება ნიშნავს, რომ გაგიმართლა) France football-მაც კი აღნიშნა, რომ ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ გუნდმა შემთხვევით მოიგო თასი და ამიტომ ჯილდო მალდინის არ ეკუთვნის[ოქროს ბურთი] (ეს იყო პასუხი ანჩელოტის ულტიმატუმზე). და როგორც იყო 1-3, ასევე იყო 1-6.

ბევრი დავწერე, მაგრამ უბრალოდ მაღიზიანებს ის, რომ საშუალო დონის იტალიელ ნახევარმცველს(რომელიც ნაკრებშიც არ ხვდება) ადრიან მსოფლიოში საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველს..პატრიკ ვიერა გეთქვა მაინც -არა გატუზო