რა ვუყოთ რომ სიბერეში მივჩვარდი
და თანდათან დამეკარგა მე რიხი
ახალგაზრდაც არ ვიყავი რიჩარდი
და ბებერიც ვერ ვიქნები ჰენრიხი
ოღონდ ხმისაც არ გეგონოთ ჩამკმეტი
და რაც უნდა სიყვარულმა მომთელოს
ვერ გავხდები ცხოვრებაში მაკბეტი
ეჭვიანსაც ვერ მივბაძავ ოტელოს
არც ფულის ვარ არავისთვის წამღლეტი
ქალსაც ხვეწნას ვერ დავუწყებ მომეო
უკვე მივხვდი რომ არა ვარ ჰამლეტი
და არც თავი მეჩვენება რომეო
მაგრამ რადგან მაინც აფრქვევს ლექსს პირი
მინდა ვიყო ცოტახანი შექსპირი... 88
P.S. კოწიკა ასწორებს ტო