ჰოოო... ალკოჰოლი 120% და ფიფა 2006 ვერ იტანენ ერთმანეთს... მომიწია წაშლა ალკოჰოლის... არადა რა კარგი პროგრმაა...
ახლა ფიფას შესახებ ჩემი აზრი:
1. კუთხურები - გაჩითეს ისევ 2002-ში რომ იყო ისეთი დიდი წითელი ისარი, მოკლედ მაგარი უაზრო გათამაშების ვარიანტი. არადა რა კარგი იყო 2005-ში... ვერაფერი ვერ გავუგე
2. საჯარიმოები - მიზანი აღარაა, უნდა ვარაუდით დაარტყა და შეიძლება როგორმე გაიტანო, მთავარია ძალა მოზომო სწორად. მოკლედ 10-დან მხოლოდ 1 გავიტანე

3. სირბილი - ძალიან ნელა დარბიან, დაჟე როცა fast რეჟიმში გადავიყვანე. რივოკი ისეთია შიფტით რომც ირბინო, აზრი არ აქვს.
4. დარტყმები გააფუჭეს... ადრე საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლების გატანა შეიძლებოდა "ობვოდიაში" შორეულ კუთხეში, ახლა ეგეთი დარტყმები აღარ გამოდის...
5. ტაქტიკა ამოაგდეს... ცუდია...
6. ფინტაობა ჭირს, თან არანაირი აზრი არ აქვს...
7. რაც მთავარია, უაზროდ დიდი თამაშია - 3,5GB საინსტალაციო და მაგდენივე რასაც დააყენებს ვინტზე. თან ვიდეო ფაილებით ყოფილა გაჭედილი - 10 საუკეთესო გოლი ბოლო წლების (რონალდინიოს, ბერკამპის და ა.შ.)
8. Z და C კნოპკებით მანიპულირება მართლა ძნელია საფინტაოდ...
9. ნაკრებები ისევ ცოტაა... სად არიან ჩვენი გაჭირვებულები?
კარგი რა არის? ცოტა რამ:
1. სეზონის დროს განკარგავ თანხების დანაწილებას, სპონსორის კეთილგანწყობას ა.შ.
2. ხელოვნურ ოფსაიდებს აკეთებს მაგრა... გუშIნ კომპთან ვთამაშობდი და ერთ თამაშში საშუალოდ 10 ოფსაიდს მიკეთებდა ძალიან მაგრა...
3. გრაფიკა უკეთესია, სახეები უფრო რეალურია
4. პოლონეთის ჩემპიონატი დაამატეს