ნუ რა შემიძლია ვთქვა, ძალიან კმაყოფილი ვარ კვალიფიკაციის შედეგებით

რატომღაც რომ არ ვიყო

თუმცა მე მაინც ფრთხილ ოპტიმიზს გამოვთქვამდი ხვალინდელი რბოლის შედეგებზე, ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის. კვალიფიკაციის მესამე სესიაზე ყველას სხვადასხვა საწვავი უსხია და არავინ იცის ხვალ ვინ რა ტაქტიკით ირბოლებს. არა მგონია
Ferrari 3 პიტ-სტოპზე რომ წავიდეს. ბაჰრეინში რბოლა 57 წრიანია და 3 პიტ-სტოპი ასეთი ტრასისათვის ძალიან ბევრია. შუმახერისა და მასას ბრწყინვალე შედეგები რათქმა უნდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ
Ferrari-ს ბოლიდები ყველაზე სწრაფია, მაგრამ იმაზე ნამდვილად მეტყველებს, რომ
Ferrari კრიზისიდან გამოვიდა და თანაც აშკარად ლიდერებშია, რაც ძალიან სასიხარულოა

(ნუ ვისთვის როგორ

).
ისე გუნდები ერთმანეთთან ახლოს არიან, და ეს ძალიან კარგიც არის, ასე თუ გაგრძელდა ჩემპიონატი ძალიან საინტერესო იქნება, ბოლოს ასეთი 2003 წლის ჩემპიონატი იყო, წელს ალბათ უკეთესი გველის

ჰონდა და რენო კარგ ფორმაში არიან, აი მაკლარენი...არა მგონია მონტოიას ასეთი შედეგი მეტი საწვავით აიხსნას, შარშანდელი ტაქტიკის გამოყენება წელს და თანაც პირველსავე რბოლაში, როდესაც გაურკვეველია ბოლიდის სიჩქარე და მისი უპირატესობა სხვა ბოლიდებთან (საერთოდ თუ შეიძლება აქ რამე უპირატესობაზე საუბარი), არ არის სწორი ტაქტიკა, თანაც 0.733 წამის წაგებას მარტო საწვავის რაოდენობით ნამდვილად ვერ ავხსნით, ხოლო 1 პიტ-სტოპზე წასვლა მაშინ როდესაც რბოლის დროს საბურავების გამოცვლა შეიძლება, აბსურდია! თუმცა მაკლარენს აშკარად იმის პოტენციალი აქვს, რომ ლიდერებში იყვნენ, რაღაც აკლიათ, მაგრამ ამათზე მათმა ტექნიკოსებმა იფიქრონ!
რაიკონენი...განა შეიძლება აქ რაიმე ითქვას??? მხოლოდ ერთი რამ, ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს რაიკონენს აშკარად სხვა გუნდში ვიხილავთ!
ბარიჩელო და ფიზიკელა...არ ვიცი რა, შეიძლება რაღაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა მათ შედეგებს, მაგრამ მე პირადად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო სირები არიან!!
კლინი...მაგარი ბიჭია!

კვალიფიკაცია...მშვენიერია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო სესიაზე 10 ბოლიდი რჩება ტრასაზე, ერთმანეთს ნამდვილად ვერ შეუშლიან ხელს და ტრაფიკიც თითქმის გამორიცხულია, ასე რომ ძალიან საინტერესო და სამართლიანი კვალიფიკაციები გველის ამ სეზონში!
ესეც 65!!! This post has been edited by Alien on 11 Mar 2006, 20:10
მიმაგრებული სურათი