აუ ყველა რბოლა ასეთი თუ იქნება ამ სეზოში, ხომ გავაფრენ თან!!!
ასეთი სიამოვნება რბოლისაგან კარგა ხანია არ მიმიღია!!!
15 წრესა და 19 წრეს შორის განსხვავებას ვხედავთ, და კვალიფიკაციის შედეგიც გასაგებია, მაგრამ განა ფერარის ბოლიდი რბოლაში ნელი იყო?? თუმცა ერთი რამ ალბათ მაინც ფაქტია, შუმახერი რომ არა, ასეთი შედეგი არ იქნებოდა, ასე რომ სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ მექანიკოსებს!

ალონსო...შეიძლება ბევრს არ მოწონს მისი ტაქტიკა, მაგრამ ძალიან მაგარია, ეს ფაქტია!! ფიზიკელა...ნუ კარგი დაველოდოთ, ეხლა მისი ბრალი არ იყო

სიმართლე გითხრათ უილიამსის სიჩქარით რბოლაში გაოცებული ვარ, უსწრაფეს წრეს ვგულისხმობ, თუმცა მთელი რბოლით თუ ვიმსჯელებთ თითქოს ამით უპირატესობა არ მიუღიათ, ალბათ სავსე საწვავით ბოლიდი არც ისე ჩქარია. თუმცა როსბერგი...ნოუ კომენტ, ეს ბიჭი კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს!

რაიკონენის სისწრაფე გასაგებია, ვერც უჩვენებდა კარგ დროს, როდესაც კარგი საბურავი ჰქონდა, მაშინ საწვავი ჰქონდა ბევრი, ხოლო როდესაც საწვავი უთავდებოდა, მაშინ საბურავები ნი კჩორტუ ნე გადილის. მისი ტაქტიკა სტაბილურ რბოლაზე იყო გათვლილი

მონტოია...რაიმე პრობლემები ჰქონდა, იცით ვინმემ?? თუ არა და ეტყობა მაგის ამბავი დამთავრებულია, აწი სულ ქვევითკენ დაეშვება

აი ჰონდა კი...

არ არის ცუდი ბიჭი ბატონი, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ, რომ მის ადგილას შუმახერი, ალონსო ან რაიკონენი რომ ყოფილიყო, 1, 2 გამარჯვება ჰონდას უკვე ექნებოდა!

ბარიჩელო...ნუ კარგი, დასაწყისია

კლინი...ჰო ესეც კაი ბიჭია

ისე კი როგორც ვფიქრობდით, გუნდები "თანაბრად" ძლიერები არიან, ე. ი. ძალიან საინტერესო სეზონი გველის! თუმცა ჩემპიონობისათვის ალბათ ის 3 პილოტი იბრძოლებს, რომლებიც დღეს პოდიუმზე აღმოჩდნენ!
ასეთი რბოლები გენახოთ ფორმულას ფანებო მთელის სეზონის განმავლობაში!!