ravenმე ვარ
The development of the MP4-21 - F1-live.com, 04.01.06 14:12ჯონათან ნილი მაკლარენის ახალ იარაღზე გვიყვება
2006 წლის სეზონი 3 თვეში იწყება - გუნდები ბოლიდებზე და ტექნიკურ პაკეტზე მუშაობენ - მაკლარენ მერსედესი შარშან ჩემპიონობასთან ახლოს მივიდა, წელს მათ ერთი ნაბიჯით წინ სურთ წაწევა.
McLaren Racing-ის ხელმძღვანელი ჯონათან ნილი ახალი
MP4-21-ის შესახებ გვესაუბრება.
"რა როლი გიჭირავთ MP4-21-ის პროექტში?" "როგორც
McLaren Racing-ის მმართველ დირექტორს, ამ პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით უშუალო პასუხისმგებლობა მეკისრება. სპეციფიური როლი კი იმაში გამოიხატება, რომ მე უნდა დავსახო ბოლიდთან დაკავშირებული კონკრეტული მიზნები - ეს არ ნიშნავს, რომ მე ბოლიდის მონაცემებს ვადგენ, თუმცა სწორედ ჩემი ხელმძღვანებლობით უნდა შეიქმნას ჩვენი 2006 წლის ბოლიდი.
ასევე მე ვაკონტროლებ რესურსების განაწილებას პროექტისათვის."
"ტრასაზე ტესტირებები როგორ მიდის?""წლის ამ დროს ტრასაზე გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ გარდამავალ ბოლიდს ვცდით, რომელიც მერსედეს-ბენცის
V8 ტიპის ძრავისათვის მომზადებული შასითია აღჭურვილი. ყველაზე დიდ ყურადღებას ძრავის შექმნასა და გამაგრილებელი სისტემების მუშაობას ვუთმობთ, ასევე მიშლენის საბურავების გამოცდას. ტესტების პროგრამა დაგეგმილი პროგრესით მიდის, თუმცა ახლა გამოცდების ადრეული ეტაპია და ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ."
ტრასაზე ტესტები 13 დეკემბერს ხერესში დაიწყო, სადაც დაკიდების და შასის ელემენტებზე ვიმუშავეთ, საიდანაც მაკლარენის ტექნოლოგიურ ცენტრში გადავედით, სადაც
Manufacturing and Car Assembly -ს გუნდებს მხოლოდ 1-2 გამოსაშვები დღე ჰქონდათ სადღესასწაულო პერიოდში. ტრასაზე ტესტირებები 11 იანვარს განახლდება ხერესში."
"MP4-21-ის კომპონენტების გამოცდა პირველად როდის დაიწყეთ?" "გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ახლა საერთო კომპონენტებზე ვმუშაობთ, ზუსტი თარიღის დადგენა რთულია - ეს ალბათ სექტემბერი იყო, როცა სილვერსტოუნზე
V8 ძრავის დებიუტი შედგა."
"ბოლიდის ტრასაზე დებიუტს როდისთვის გეგმავთ?""იანვრის ბოლოსკენ, თუმცა ეს გეგმები შეიძლება შეიცვალოს."
"ბაჰრეინის გპ-მდე დაგეგმილი ტესტების სია როგორ გამოიყურება"?"ახლა ბაჰრეინამდე მთელ თავისუფალ დროს გამოვიყენებთ - ბოლიდის პრეზენტაციის შემდეგ ინტენსიურად შევუდგებით მისი 11.500 კომპონენტის გამოცდას, რომელთა 90% შეცვლილია
MP4-20-თან შედარებით; ამის შემდეგ კი ბოლიდისათვის საჭირო პაკეტების (მაგალითად აეროდინამიკული კომპონენტების) გამოცდაა დაგეგმილი.
E.A.
Source McLaren Mercedes This post has been edited by Scouser_tornikE on 22 Feb 2006, 07:13